x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
„მამაო ჩვენო..“ ახალი საგალობელი

სულის შემძვრელი ახალი საგალობელი, რომელსაც თან ახლავს ვიდეო-ნაწყვეტები მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრებიდან. უმორჩილესად გთხოვთ გააზიაროთ.


წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)


ლოცვა


მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა…


არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: “შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”



0
255
1-ს მოსწონს
ავტორი:კოლხი აიეტი
კოლხი აიეტი
255