x
image
გემი დალანდი
როგორ ამოვიცნოთ სოციალური ქსელის ფოტოთი მამაკაცის ხასიათი
image

2013 წელს კვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც გამოირკვა, რომ გამოკითხულთა მესამედს ოჯახი სოციალურ ქსელებში დაწყებული ნაცნობობის შედეგად ჰქონდა შექმნილი. ვირტუალური ურთიერთობა უკვე ყოველდღიურ საქმიანობად იქცა, მაგრამ ყველა ნაცნობობა როდი მთავრდება დაოჯახებით. წარმოგიდგენთ იმ მამაკაცთა პროფილების მოკლე აღწერა-დახასიათებას, რომლებთან ნაცნობობაც საეჭვოა, რომ რამე პერსპექტივას გიქადით.

თავგადასავლის მაძიებელი ერთი ღამისთვის

imageპროფილის ფოტო: შიშველი ტორსი პლიაჟზე, აუზზე ან სახლში, სახე არ ჩანს.


ინფორმაცია:ასაკი და სამუშაო ადგილი(ხშირად გამოგონილი ინფორმაცია მაღალი თანამდებობის შესახებ).

საუბარში გარწმუნებენ, რომ თქვენს ქალაქში მხოლოდ 3 დღით არიან და კარგ კომპანიონს ეძებენ დროის გასატარებლად.

როგორ იქცევიან:გწერენ, რომ ერთი შეხედვით მოეწონეთ და რომ თქვენ სხვებს არ ჰგავხართ.ამ ყველაფერს კი მხოლოდ ერთი ერთი მიზანი აქვთ. შეუძლია პირდაპირ შემოგთავაზოთ რესტორანში წასვლა და შემდეგ მასთან ნომერში ასვლა, ან ირიბად მოგიაროთ და გკითხოთ ხართ თუ არა თავგადასავლების მოყვარული და რამდენად ღრმად შეგიძლიათ შეტოპოთ.


ცხოველების და ბავშვების მოყვარული

imageპროფილის ფოტო: ცხოველებთან, უფრო ხშირად კი ძაღლთან, პატარა ძმასთან, დასთან ან მეგობრის შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო.

ინფორმაცია: უყვარს ძაღლები და ბავშვები

როგორ იქცევა:ინტერნეტში უამრავ სტატიას ნახავთ იმის შესახებ, რომ ცხოველების მოყვარული მამაკაცები შესანიშნავი მეოჯახეები არიან. ეს ზოგიერთ მამაკაცსაც კარგად მოეხსენება და ძაღლის ან ბავშვის ფოტოს შესანიღბად იყენებს, ცდილობს შთაბეჭდილება შექმნას, რომ მზრუნველი და კეთილია. იმედი აქვთ, რომ მათი ამ თვისებით მოიხიბლებით და ნაკლოვანებებს ყურადღებას აღარ მიაქცევთ.

როგორ მოვიქცეთ:შეეცადეთ ცხოველებსა და ბავშვებზე არ ელაპარაკოთ და გაიგეთ კიდევ რისგან შედგება მისი ცხოვრება და რას მოელის მისგან. იმ თვისებებმა, რომლის შენიღბვასაც ცდილობს, შესაძლოა მომავალში უსიამოვნებები შეგიქმნან.


დაკუნთული

imageპროფილის ფოტო: გირები, კუნთები, სირბილი, ფეხბურთი, სელფები სპორტდარბაზიდან...

ინფორმაცია: შესაძლოა გაამხილოს, რომ ეძებს გოგონას მავნე ჩვევების გარეშე, რომ უთენია დგება და ცხოვრების ჯანმრთელ წესს მისდევს.

როგორ იქცევა: ყვება თავისი სპორტული მიღწევების შესახებ, ან იოგასა და მედიტაციაზე გელაპარაკებათ.

როგორ მოვიქცეთ: არაფერი ცუდი არაა ცხოვრების ჯანსაღ წესში, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვრები აქვს. ეს ადამიანები შესაძლოა ელიან რომ თქვენი ცხოვრების წესს მისას შეუთავსებთ, რომ დილის 5-ზე ადგებით და სირბილს დაიწყებთ მასთან ერთად. მაგრამ, არის კი ამ ხალხში რამე ნამდვილი? თუ ეს ყველაფერი მათი სიცარიელის შესანიღბადაა?


ფრიკი

imageპროფილის ფოტო: საკარნავალო კოსტიუმში, უცნაურ პოზაში, უცნაურ ადგილებში და უცნაურ მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტო.

ინფორმაცია:აბსურდი და ეპატაჟი, სპეციფიური იუმორი, რომელიც შეიძლება ვერც გაიგოთ.

როგორ იქცევა:ხშირად იწყებს საუბარს არასტანდარტულად, შეიძლება უცნაური კითხვაც დაგისვათ, რომ დაგაბნიოთ და თავისი კრეატიულობა გაჩვენოთ.

როგორ მოვიქცეთ:თქვენს ცხოვრებაში ალბათ ისედაც ბევრი საზრუნავია, გინდათ კიდევ ერთი დაამატოთ?იქამდე, სანამ მის ნამდვილ სახეს დაინახავთ.მისთვის უამრავი გარსის შემოცლა მოგიწევთ.


კლუბური ცხოვრების ფანი

image

პროფილის ფოტო: რათქმაუნდა ღამის კლუბში გადაღებული.

ინფორმაცია: “ამქვეყნად ერთხელ ვცხოვრობთ", “მუდამ ახალგაზრდა, მუდამ ნასვამი" და ა.შ.

როგორ იქცევიან:ეს ტიპი კომპლიმენტს მოგიძღვნით, დაინტერესდება რომელ კლუბში ერთობით და თავის დარდიმანდულ ხასიათსაც გამოამჟღავნებს.

როგორ მოვიქცეთ:თუ სერიოზულ ურთიერთობას ეძებთ, შეწყვიტეთ ეს ნაცნობობა. ასეთი ქცევა მხოლოდ ემოციურად მოუმწიფებელ ადამიანებს ახასიათებთ, რომელთაც არ შეუძლიათ სერიოზული გადაწყვეტილების მიღება და ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობენ.


მანქანომანი

image

პროფილის ფოტო: ..აი, ჩემი მანქანა", “მე-მანქანაში", “მე და ჩემი მანქანა", “მე-მანქანასთან" და ა.შ.

ინფორმაცია: ხომ ხედავთ, მანქანა აქვს.

როგორ იქცევა: “სალამი ლამაზო, ხომ არ გაგვესეირნა?" და ამ სტილში სხვა დანარჩენიც.

როგორ მოვიქცეთ: თუ ადამიანს მანქანის საყიდელი და მისი შესანახი ფული აქვს, ეს რათქმაუნდა კარგია, მაგრამ თუ მეტი არაფერი აქვს საამაყო, დაფიქრდით, ასეთ მამაკაცს ეძებთ თქვენთვის?


იდეალური მამაკაცი

image

პროფილის ფოტო:პროფესიონალური ფოტოები ბუნებისა და ქალაქების ფონზე.

ინფორმაცია: სპორტს მისდევს, მოგზაურობს, ფოტოგრაფია იტაცებს, ვისაც სჭირდება-ეხმარება და ა.შ.

როგორ იქცევა:თქვენი ინტერესები “სრულიად შემთხვევით" დაემთხვევა. თქვენ ეტყვით, რომ საჭმლის კეთება მოგწონთ. ის გიპასუხებთ, რომ ყოველ უქმეებზე ახალ ექსპერიმენტს ატარებს კულინარიაში. თქვენ ხატვა გიყვართ, მისმა ნამუშევრებმა კი რომელიღაცა გამოფენაზე დაიმსახურა მოწონება.

როგორ მოვიქცეთ:იდეალური ადამიანები არ არსებობენ.ასეთ ადამიანს სურს, რომ იდეალურად მოგაჩვენოთ თავი და თქვენგან გამუდმებით მოწონება დაიმსახუროს, რაც მხოლოდ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მიუთითებს. ის, როგოც წესი, მანიპულატორი და ნარცისი აღმოჩნდება ხოლმე, ამიტომ მის ანკესს ნუ წამოეგებით.


მოწყენილი ოფისში

image

პროფილის ფოტო:ჩვეულებრივი. შეიძლება მიუთითებდნენ, რომ უცოლოა.

როგორ იქცევა:ონლაინში მხოლოდ სამუშაო საათების დროს არის და არასოდეს 18:00 სთ-ის შემდეგ. ცდილობს ინტიმური დეტალები დაგტყუოთ და გთხოვთ ისეთი ფოტოების გაგზავნას, რომელიც იმწუთას უნდა გადაიღოთ.

როგორ მოვიქცეთ: ჰკითხეთ პირდაპირ რა უნდა ან შეწყვიტეთ საუბარი. ის ჩვეულებრივი ოფისის თანამშრომელია, რომელსაც საქმე არ აქვს. დიდი ალბათობით, ცოლი და შვილებიც ჰყავს. თქვენს მიერ გაგზავნილ სურათებს კი შესაძლოა მთელი ოფისი უყურებდეს და ხითხითებდნენ.

გაიძვერა

image

პროფილის ფოტო: ფოტო ან არ უდევს ან ინტერნეტიდან აღებული სურათი უყენია.

როგორ იქცევა:შაბლონური შეტყობინებებს გიგზავნით, თითქოს დაკოპირებულს (შესაძლოა ასეც იყოს). შესაძლოა სხვა სახელითაც კი მოგმართოთ, რადგან მანამდე იგივე შეტყობინება სხვასაც გაუგზავნა და აირია. გიგზავნით რაღაც ლინკებს და იმიზეზებს, რომ ფოტო არ აქვს და სკაიპში დაკავშირებას გთხოვთ.

როგორ მოვიქცეთ:თავი შეიკავეთ მის მიერ გამოგზავნილი ლინკების გახსნისგან და არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეთ ვიდეო კავშირს.



პიკაპის გურუ

image

პროფილის ფოტო:მთელი მომხიბვლელობით პოზირებს

ინფორმაცია: კარგი სამსახური, ღირსებათა ნუსხა და შესაძლოა ინტრიგაც.

როგორ იქცევა: ჩვეულებრივი მისალმების ნაცვლად, ის მოგწერთ: “პატარა, შენი მშობლები მებაღეები ხომ არ არიან? აბა ასეთი ვარდი საიდან ყავხარ?" გაცნობის საშინელი საშუალებაა.

როგორ მოვიქცეთ: სანამ დაემშვიდობებით, შეგიძლიათ უჩვენოთ როგორია ნამდვილი ხუმრობა.


არაღიარებული გენიოსი

imageპროფილის ფოტო და ინფორმაცია:მისი ღირსებების ჩამონათვალი. შესაძლოა მინიშნება გატეხილ გულსა და უნდობლობაზე.

როგორ იქცევა:მთელი ძალით შეეცდება კარგ და სასიამოვნო ადამიანად მოგაჩვენოთ თავი.თუ არ უპასუხებთ ან პაემანზე უარს ეტყვით, საყვედურებით აგიკლებთ, რომ ყველა ქალი ერთნაირია და არც კი იცნობთ ისე მიაკარით იარლიყი.

როგორ მოვიქცეთ:საკუთარ პრობლემებზე იფიქრეთ და არა სხვებისაზე. ასეთი ქცევა ნარცისებს ახასიათებთ. მათ მსხვერპლად გამოყავთ თავი და ჰგონიათ, რომ ყველა მათი მოვალეა. თუ არ გსურთ, რომ მთელი რესურესი გამოგაცალონ, თავი მისგან შორს დაიჭირეთ.



“ჩვეულებრივი"

image

ფოტო და ინფორმაცია: არაფრით გამორჩეული.

როგორ იქცევა:პროფილმა შესაძლოა არანაირი ეჭვი არ გამოიწვიოს, მოსაუბრე კი თავიდან გულახდილი და საინტერესოც მოგეჩვენოთ. მაგრამ, როცა დაკავებული იქნებით შეტყობინებას გამოგიგზავნით, სადაც ბრალს დაგდებთ ან შეურაცხყოფას მოგაყენებთ, რომ თქვენ მისთვის არ გცალიათ და არ პასუხობთ. შესაძლოა მანიპულატორიც აღმოჩნდეს და კომპლიმენტების მიღმა თქვენი სუსტი ადგილების ძებნა დაიწყოს. შეიძლება სულ გაქრეს და ამჯერად თქვენ დაიწყებთ ნერვიულობას და შეტყობინებების გაგზავნას მისთვის. ის კი დაიცდის, რომ შემდეგ ისევ “დათბეს" და მონდომებისთვის დაგაჯილდოვოთ. მან შესაძლოა თქვენი სიტყვები დაიჩემოს და თავისი ქმედებები უარყოს.

როგორ მოვიქცეთ:თუ შეამჩნიეთ, რომ დიალოგი მონოლოგში გადაიზარდა, ან ხან თბილად გესაუბრებიან-ხან ცივად, მშვიდად შეწყვიტეთ ურთიერთობა და თუ საპასუხოდ შეურაცხყოფა წამოვა, ასევე მშვიდად დაბლოკეთ.


ვისთან გვქონდეს მიმოწერა?

ადამიანის გაცნობა სოციალური ქსელით-რთულია. თანაც, პირველი შთაბეჭდილება უმეტესად მატყუარაა. ფსიქოლოგი მერედიტ გოლდენი გვირჩევს ყურადღება იმ მამაკაცებზე შევაჩეროთ, რომლებიც პაემანს ჩვენთვის მოსახერხებელი დროსთვის გვითანხმებენ, საინტერესოდ მიყავთ საუბარი, ინტერესდებიან თქვენზე რაღაცეების გაგებით და გამუდმებით საკუთარ თავზე არ ლაპარაკობენ.

ადეკვატური ადამიანი საუბარს ნორმალური მისალმებით იწყებს. გააგრძელეთ ურთიერთობა მათთან, ვინც არ მალავს ინფორმაციას სამსახურის, ასაკის, ოჯახური მდგომარეობისა და მიზნების შესახებ.



0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0