x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ბრძენს ჰკითხეს...
image



ბრძენს ჰკითხეს:
– რატომ არის, რომ ღარიბები უფრო გულისხმიერები და ნაკლებად ძუნწები არიან?
– ფანჯარაში გაიხედე, რას ხედავ? – კითხვაზე კითხვით უპასუხა ბრძენმა.
– ვხედავ, თუ როგორ თამაშობენ ბავშვები ეზოში.
– ახლა სარკეში ჩაიხედე. რას ხედავ?
– საკუთარ თავს
– აი ხედავ, ფანჯარაც და სარკეც – მინის არის. მაგრამ, ცოტა ვერცხლს დამატებ – და მხოლოდ საკუთარ თავსღა ხედავ…

image
ბრძენს ჰკითხეს:

– შეგიძლია ადამიანის ცხოვრების მიზნის ახსნა?

– არა. – უპასუხა მან.
– მისი არსი რაში მდგომარეობს, ამის ახსნა მაინც შეგიძლია?


– არა, არ ვიცი – იყო პასუხი.

– მაგრამ, სიბრძნე რას გეუბნება, ამის შესახებ?

– ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი არ არის მისი აზრი და მიზანი, როგორც ღვეზელისთვის გემოს. უმჯობესია მისით ისიამოვნოთ, ვიდრე მასზე ილაპარაკოთ – უპასუხა ბრძენმა.

image
ბრძენს ჰკითხეს:

– რა არის სიყვარული?

ბრძენმა არ უპასუხა. ის დუმდა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას აკვირდებოდა.
– რა არის სიყვარული? – ისევ ჰკითხეს მას, მეორე დღეს.
ბრძენი დუმილს აგრძელებდა და თვალ მოჭუტული მზეს უყურებდა.
მესამედაც ჰკითხეს:

– შენ ბრძენი ხარ, ბევრი რამ იცი, გვითხარი, რა არის სიყვარული?
ბრძენმა გაიკვირვა…

შეხედა კითხვის დამსმელს...

ადგა და წავიდა...

თან კარიც მიიხურა...
და მართალიც იყო:
სიყვარულზე კითხვის დასმა სწორი არ იყო…
რადგან კითხვა მასზე, მასვე ფარავს.
და ვინც კითხულობს, ვერასდროს გაიგებს…
რა არის სიყვარული.
რადგან ეს კითხვა უაზრო არის…
სიყვარული — «რა» არ არის.
ის ყველაფერია!!!
ასეთ კითხვის დასმა მხოლოდ სულელს შეუძლია.
და მხოლოდ სულელს აქვს მასზე პასუხი.

image
ბრძენს ჰკითხეს:

– როგორ შეიძლება კარგი ადამიანის ამოცნობა?

– ამის გაკეთება არც მისი საუბრით შეიძლება და არც იმით, თუ ჩვენზე რა შთაბეჭდილებას ახდენს. მთავარი ის ატმოსფეროა, რომელიც მის ირგვლივ იქმნება. რადგან ვერავინ შექმნის ატმოსფეროს, რომელიც მის სულს, მის შინაგან სამყაროს არ ეკუთვნის, არ შეეფერება – იყო პასუხი.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageროცა ყველაფერი მქონდა...
ნოსტალგია
სიყვარულის საიდუმლო

image


2
578
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
578
  
2018, 6 აპრილი, 14:52
მადლობა
2018, 5 აპრილი, 22:52
ძალიან საინტერესო იყო
0 1 2