x
image
_K_
ჩარლი ჩაპლინის 28 დაუვიწყარი ფრაზა
image


ის ვარსვკლავი მანამდე გახდა, სანამ კინოს ხმა ექნებოდა. მისმა უნარმა, ხალხის ყოველდღიური ტრაგედიული ცხოვრება კომედიად გადაექცია, უკვდავი გახადა. ის გენიოსია ყველა თაობისთვის.


სტატიაში ჩარლი ჩაპლინის ყველაზე დასამახსოვრებელ ციტატებს გთავაზობთ.







სიცილსა და პოზიტივზე


"დღე, რომელიც სიცილის გარეშე ჩაივლის, დაკარგულია".



"იმისთვის, რომ გულწრფელად გაიცინოთ, უნდა შეიცნოთ თქვენი ტკივილი და ითამაშოთ მისით".


"ვერასდროს შეამჩნევთ ცისარტყელას, თუ ყოველთვის დაბლა იხედებით".


"მარცხი უმნიშვნელოა. ის გაძლევთ გამბედაობას, რომ საკუთარი თავი სულელის ამპლუაში იხილოთ".






სასოწარკვეთილებასა და ტრაგედიაზე


"სასოწარკვეთილება ნამდვილი ნარკოტიკია. ის გონებას გულგრილს ხდის".


"მიყვარს წვიმაში სეირნობა, რადგან ვერავინ ამჩნევს ჩემს ცრემლებს".


"ცხოვრება ტრაგედიაა, როცა ახლო ხედიდან უყურებთ, მაგრამ კომედიაა, როცა შორიდან აკვირდებით".


"არაფერია სამუდამო ამ უბოროტეს სამყაროში. მათ შორის, არც ჩვენი პრობლემები".


"ყველაზე სევდიანი რამ, რისი წარმოდგენაც შემიძლია, ისაა, რომ ფუფუნება მივიღო".


"იმდენივეა იმის შანსი, რომ მოვკვდებით, რამდენიც იმის, რომ ცხოვრებას განვაგრძნობთ".






ჩაპლინის კომედია და კარიერა


"კომედიის შესაქმნელად მხოლოდ პარკი, პოლიციელი და ლამაზი გოგონა მჭირდება".


"არ მჯერა, რომ საზოგადოებამ იცის, რა სურს".


"მე ბიზნესში ფულის გამო წავედი და ხელოვნებაც აქედან შეიქმნა. თუ ხალხი იმედგაცრუებულია ჩემი ამ სიტყვებით, რას ვიზამთ. სიმართლეა".


"კარგი მსახიობისთვის მთავარი ისაა, რომ თამაშის დროს საკუთარი თავი უყვარდეს".


"წარმოსახვა არაფერს ნიშნავს ქმედების გარეშე".







ადამიანის ბუნებაზე


"ადამიანის ნამდვილი ხასიათი მაშინ მჟღავნდება, როცა ის ნასვამია".


"ღმერთთან მშვიდობა მაქვს, ადამიანებთან კი - კონფლიქტი".


"მე ხალხისთვის ვარსებობ. სხვანაირად არ შემიძლია".


"ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძობთ ძალიან ცოტას".


"რისთვის გჭირდებათ ცხოვრების აზრის ცოდნა? ცხოვრება სურვილია და არა - მნიშვნელობა".


"ჩვენ ყველას გვსურს, დავეხმაროთ ერთმანეთს. ადამიანის ბუნება ასეთია. ჩვენ გვსურს, ვიცხოვროთ ერთმანეთის ბედნიერებით და არა - უბედურებით".






სილამაზესა და გაგებაზე


"მე არ ვისაუბრებ სილამაზეზე. მისი განმარტება გაგებით ხდება".


"თუ ნამუშევრისთვის საჭიროა სხვისი ინტერპრეტაცია, გარდა შემქმნელისა, მაშინ ეჭვი მიჩნდება, მიაღწია თუ არა მან თავის მიზანს".





პოლიტიკაზე


"ამერიკას სარგებლობას ვეღარ მოვუტან. იქ აღარ დავბრუნდები, იესო ქრისტეც რომ გახდეს პრეზიდენტი".


"მე ერთი რამ დამრჩა, ერთადერთი რამ, ეს კლოუნია. ის ბევრად მაღალ საფეხურზე მაყენებს, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსია".


"ხალხის სიძულვილი ჩაივლის, დიქტატორი მოკვდება და ძალა, რომელიც ხალხისგან აიღო, მათვე დაუბრუნდებათ. სანამ კაცობრიობა იარსებებს, თავისუფლებაც ყოველთვის ღირებული იქნება".


"დიქტატორები საკუთარ თავებს ითავისუფლებენ, მაგრამ ხალხს იმონებენ".


"წარმატებული თაღლითი უფრო მალე გავხდებოდი, ვიდრე გაჭირვებული მონარქი".



image







0
146
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0