x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აფრიკელმა მეცნიერმა აღმოაჩინა ....მარსი
imageკურიოზული სიტუაცია მოხდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კოსმოლოგმა პიტერ დენსბიმ((Peter Dunsby)კეიპტაუნის უნივერსიტეტიდან განაცხადა, რომ აღმოაჩინა უცნობი ასტრონმიული სხეული.გაირკვა რომ, ის იყო...მარსი.ამ "აღმოჩენისთვის"კოსმოლოგი დააჯილოვეს კომიკური სერთიფიკატით, იუწყება გამოცემა Science Alert.


კოსმოლოგმა თავის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ATEL- ის (Astronomer's Telegram)ინტერნეტსერვისზე, რომელიც საშუალებას აძლევს ასტრონომებს გაავრცელოს ახალი კოსმოსური ფენომენების შესახებ, მათ შორის გამა-სხივების, ახალი ოპტიკური მოვლენების(სიკაშკაშე, ცვალებადი ობიექტები) და სხვა.

დენსბიმ განაცხადა, რომ 20 მარტს ღამის ცის ქვეშ მან ძალიან ნათელი გარდამავალი ობიექტი აღმოაჩინა, სამნაწილიანი ნისლეულის და ლაგუნის ნისლეულის გვერდით, არა და 8 მარტს ეს ციური სხეული ამ ადგილზე არ შეინიშნებოდა.


კოსმოლოგმა სთხოვა თავის კოლეგებს, დადგენილიყო ციური ობიექტის ბუნება. თუმცა, გარკვეული ხნის შემდეგ მიხვდა თავის შეცდომას და ATel-ში გამოაქვეყნა მეორე პოსტი, სადაც იტყობინებოდა, რომ ციურის სხეული იყო მარსი და ბოდიშს იხდიდა უხერხული სიტუაციის შექმნისთვის.



მაგრამ უკვე გვიან იყო, საპასუხოდ Twitter- ზე Astronomer's Telegram -მა გამოაქვეყნა კომიკური სერთიფიკატი პიტერ დენსბის სახელზე, როგორც "ახალი პლანეტის აღმომჩენი."

image


იხილეთ აგრეთვე


image




0
269
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0