x
image
კატო ემხვარი
დღეს გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა
image


დღეს ყველასათვის საყვარელი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა!


1939 წლის 26 მარტს თბილისში, ექიმ პეტრე დოჩანაშვილის და გულნარა ემხვარის ოჯახში დაიბადა ბიჭი, რომელსაც გურამი დაარქვეს.


1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში. მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გუნჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე. 1956 წელს მათ თავს დაატყდათ „სუკ“-ის რისხვა. გურამ დოჩანაშვილს ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა პროპაგანდა და მისჯილი ჰქონდა სამწლიანი პატიმრობა, რომელიც შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს.



1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე.


"არქეოლოგიაში ვმუშაობდი. ძალიან ბევრი რამ მომცა - სამშობლოს შეცნობისთვის არქეოლოგია უებარი საშუალებაა. მუსიკალური სასწავლებელი მაქვს დამთავრებული და მუსიკაც ძალიან მეხმარება. ეს ორი დარგი, მუსიკა და არქეოლოგია, მთელ ცხოვრების განმავლობაში ჩემთვის ძალიან დიდი საყრდენი იყო და ახლაც არის. მიწერია კიდევაც ამაზე და ხშირად ვამბობ - ხელოვნების მთავარი დანიშნულება უნდა იყოს, რომ ადამიანი გახდეს უკეთესი. ეს იქნება მხატვრული ლიტერატურის წაკითხვა, ნახატის ნახვა თუ მუსიკის მოსმენა - ყველაფერ ამის შემდეგ ადამიანი უნდა გახდეს იმაზე უკეთესი ვიდრე იყო."


1962 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. 1962-75 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1975-85 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე. მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში. 1985 წლიდან დღემდე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორია.


მნათობშივმუშაობდი ერთ დროს, პროზის განყოფილებაში, და სამსახურებრივად რომ მეკუთვნოდა, მაშინ არ ვკითხულობდი ამდენს, ახლა რომ ვკითხულობ. ახალგაზრდებისთვის უარის თქმაც მეძნელება. ოღონდ ახლა ისეა საქმე, რომ ასაკის გამო იძულებული ვარ უარი ვთქვა ტექსტების წაკითხვაზე, რადგან ძალიან ვიძაბები... იმას როგორ აუვიდე არ ვიცი, რისი გაკეთებაც გადავწყვიტე... არადა, ხანდახან ვკითხულობ და ისეთ ბედნიერებას ვგრძნობ... ყველა არ არის ასეთი."


უნივერსიტეტში სწავლისას გურამ დოჩანაშვილმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც იქორწინა 1964 წელს.


"იქ, სადაც სიყვარული ურევია, ყოველივე ლამაზდება."

image

მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: 7 აპრილს დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა“. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს, ამავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც 1990 წელს ტრაგიკულად დაიღუპა.


"სიკვდილი რომ არ იყოსაღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდითვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოსმთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა, ახლა კი, ახლა, სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე სიცოცხლეა, მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და ჰაერიც აღარაფერი არ იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე, სიკვდილი რომ არ იყოს . . .”

image



"ლიტერატურაზე ვიტყვი: ბედნიერება იქნება ჩვენთვის, რომ უპირველეს წასაკითხად მიაჩნდეთ ისეთი მწერლები, როგორიცაა ვაჟა-ფშაველა, დავით კლდიაშვილი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, რეზო ინანიშვილი, გოგლა ლეონიძე, ძმები ჭილაძეები, თამაზ ბიბილურს აქვს არჩვეულებრივი ნაწარმოებები, გოდერძი ჩოხელი... და არა ისეთი მწერლები - ახლა რომ გამოჩნდნენ. სათაურებიც კი არ მახსოვს, ვიღაცები რომ რაღაცებს წერენ... იცით, ისინი რატომ და რის მიხედვით არიან კარგი მწერლები? თავიანთ მშობლიურ ნიადაგზე დგანან. სერვანტესი იმიტომ ვერ გახდა საყოველთაოდ მიღებული, რომ ესპანელი იყო? იმ სიდიადით, რაც მას სამშობლომ მისცა, ის გახდა ყველასთვის მშობლიური და ახლობელი... ესენი კიდევ... ეგრე არაფერი გამოვა...

კი, არის ერი, დასახელება აუცილებელი არ არის, რომელსაც არც მუსიკოსი ჰყავს და არც მწერალი, ისინი რომ მიეკედლონ სხვას კიდევ გასაგებია, მაგრამ...

მე იმას კი არ ვამბობ, რომ მარტო ქართული უნდა იკითხონ, მაგრამ თავი და თავი უნდა იყოს მშობლიურ ნიადაგზე დგომა და მერე, რა თქმა უნდა, უდიადესი წყალობა - მთელი მსოფლიოს ლიტერატურა და შემოქმედება...

მაგრამ ეს მწერლები უნდა ახსოვდეთ... რა პოეტები გვყავდნენ: ქალბატონი ანა, ბატონი შოთა ნიშნიანიძე, მურმან ლებანიძე... რა ვიცი, მაგათი ჩამოთვლა კიდევ ძალიან შორს წაგვიყვანს, ვიცი, რომ ბევრი გამომრჩება...

ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია უპირველეს ყოვლისა დავეყრდნოთ ჩვენს მშობლიურს და, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად შევიძინოთ მთელი მსოფლიოს ლიტერატურის მიღწევები."



ჩემი პრობლემა ძალიან რთულია და თუ გაინტერესებთ, მოგახსენებთ კიდეც: მე მინდა, რომ ჩემი ხელშეწყობით ადამიანები გახდნენ უკეთესები, ვიდრე არიან, რა თქმა უნდა, ყველას კი არ ვგულისხმობ; ეს მხოლოდ ჩემს ნაცნობებს შეეხება, ყველას სად გავწვდები, მაგრამ ეს რთულია, — ჰეე, როგორი რთული. ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს, ვინ ცუდია და ვინკარგი.”


image


0
78
2-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0