x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
არგენტინელი მესის ორეული ირანში ცხოვრობს

როგორც აღმოჩნდა, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონა“-ს თავდამსხმელს ორეული ჰყავს. ის თეირანში ცხოვრობს.



image


ახალი ამბების სააგენტო «Мехр»-ის ცნობით, თეირანში სწავლობს 25 წლის რეზა პერესტეში, რომელიც ლიონელი მესის სრული ასლია.



დიდი ხანია რეზას მისი ნათესავები და მეგობრები ეუბნებოდნენ, რომ ის ძალიან ჰგავს მესის და არგენტინელი ფეხბურტელის სახელსაც კი ეძახდნენ. მაგრამ რეზა პერესტეში ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა მანამდე, სანამ მას არ შესთავაზეს სურათის გადაღება საფეხბურთო მოედანზე და ამ სურათების მედიაში გადაგზავნა.



image



საღამოს სურათები გააგზავნეს სამ სპორტულ საიტზე. უკვე მეორე დღესვე დილის ათ საათზე დაურეკეს რეზას და შეხვედრა სთხოვეს.

image

მაშინვე დაუწყეს სურათების გადაღება და რეპორტაჟის ჩაწერა. ვერ იჯერებდნენ _ ირანში მესის ორეული ყავს.


აინტერესებდათ _ რეზას გაკეთებული თუ აქვს ოპერაცია, ან თუ იკეთებს სპეციალურ მაკიაჟს. თუმცა რეზა ყოველთვის ასეთი იყო - მხოლოდ წვერს იზრდის ისე, როგორც მესის აქვს.






image





„მსურს მესიმ ისევ გაიპარსოს წვერი და ყველაფერი ძველებურად იყოს. ჩვენ ბავშვობის სურათებშიც კი ერთმანეთს ვგავართ და სიმაღლეც ერთნაირი გვაქვს“ _ განაცხადა რეზამ.


მას შემდეგ, რაც ინტერნეტში „ირანელი მესი“-ს ფოტო გამოაქვეყნეს, მის ცხოვრებაში ახალი პერიოდი დადგა. ახლა ყოველთვის, როდესაც ფეხბურთის ფორმა აცვია, ყველას სურს „ვარსკვლავთან“ სურათის გადაღება.






image



image



ორეულის წარმატების ისტორია ამით არ მთავრდება _ ის მიიწვიეს კომედიურ სერიალში გადაღებაზე, რომლის სიუჟეტზეც რეზა არ საუბრობს. თუმცა აღნიშნა, რომ ამ როლისთვის კარგად უნდა ითამაშოს ფეხბურთი, ამიტომ რეზა მუდმივად ვარჯიშობს: „ ახლა მე რამოდენიმე კილოგრამით მეტს ვიწონი, ვიდრე მესი. ეს დედაჩემის ბრალია _ ის ძალიან გემრიელ სამელებს ამზადებს“.





image


ახლახანს ირანულ კლუბ „ესტეგლიალთან“ თამაშზე თეირანში ჩამოვიდა „ ბარსელონა“-ს ყოფილი მოთამაშე და კატარის კლუბის „ალ-სადი“-ს ნახევარმცველი ხავიერ ერნანდეს კრეუსი. მაშინ გაიცნო მან „ირანელი მესი“.







image





„სახალისო შეხვედრა გამოვიდა. ის გადმოვიდა ავტობუსიდან, მომესალმა და ირანელი მესი მიწოდა. ამის შემდეგ კრეუსმა მაისური მაჩუქა, რომლის ყიდვაც სურდათ ჩემგან 60 მილიონ რიალად (დაახლოებით 35 000 რუბლი). მაგრამ არ გავყიდე. ჩავსვ ჩარჩოში და კედელზე დავკიდე“ - ყვება რეზა.





image




პერესტეში არ თვლის რომ ცნობილი ფეხბურთელის ჩრდილქვეშ ცხოვრობს, პირიქით, უხარია რომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს ჰგავს.



რეზას ჰკითხეს, შეიცვლის თუ არა ის გარეგნობას, თუ მესი შეიცვლის იმიჯს: „ახლახანს მესიმ თმები შიღება ძალიან ღია ფერზე. მაგრამ მე ეს არ შემიძლია, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ირანში და აქ სხვა კულტურაა. მე ვერ შევძლებდი ასეთი ვარცხნილობით ინსტიტუტში წასვლას“.





image


რეზას და მესის მსგავსება მის ოჯახსაც დაეხმარა. რეზას ძმას კაფე აქვს სტოკჰოლმში. ერთხელ მან სთხოვა თავის „ვარსკვლავ“ ძმას თმები შეესწორებია მესივით და მის მსგავს სტილში ჩაეცვა.

image

image

კაფეს მფლობელა განაცხადა, რომ დაწესებულება გეგმავს ჩაატაროს ღონისძიება „ბარსელონა“-ს მოთამაშის მონაწილეობით. ასეთ ახალ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კაფეში უამრავი ადამიანი მივიდა.



ფოტოების წყარო : mehrnews.com





იხილეთ ასევე:

1. ირანში ანჯელინა ჯოლის ორეული მოღვაწეობს

image

2.ვლადიმერ პუტინის ახალგაზრდობის 11 უცნობი ფოტო

image

3. 20 თავბრუდამხვევი სურათი ბოშების ცხოვრებიდან

image

2
100
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
100
  
2018, 26 მარტი, 13:20
:-(
2018, 26 მარტი, 13:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2