x
მეტი
  • 18.06.2018
  • სტატია:77939
  • ვიდეო:330671
  • სურათი:433822
გაიცანით ქართველი მსახიობი,რომელიც მთელ ჰოლივუდს იპყრობს

image


25 წლის თემო მელიქიძემ 6 წლის ასაკში დატოვა საქართველო და ოჯახი ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად. სკოლის დამთავრების შემდეგ მან გეზი ნიუ-იორკისკენ აიღო, სადაც 1 წელი ნიუ-იორკის ფილმის აკადემიაში სწავლობდა, სამსახიობო ფაკულტეტზე. ხოლო შემდეგ ლოს ანჯელესში ჩავიდა, სადაც აბსოლიტურად არავის არ იცნობდა ერთი მეგობრის გარდა.


image


“ოჯახის წევრებმა 200 ევრო გამომიგზავნეს: მეტი არ გვაქვსო. აქ რომ გასაუბრებებზე, ინტერვიუებზე მიხვიდე, ავტომობილი გჭირდება. მაგრამ, რადგან მანქანის ფული არ მქონდა, 50 ევროდ ველოსიპედი ვიყიდე. 4 საათი ყოველდღე ველოსიპედით დავდიოდი წინ და უკან. ყველაფერზე მივდიოდი: მოდელობაზე, ცეკვაზე, თეატრში, რეკლამებზე, გასაუბრებებზე, რომ სამუშაო მეშოვა. ერთ დღესაც იმეილზე მომწერეს: ერთი აგენტია და შენი გაცნობა უნდაო. ლოს-ანჯელესში მილიონი აგენტია და აქედან შეიძლება, 200 ამბობდეს სიმართლეს. ამიტომ, თავიდან დიდად არ დავინტერესებულვარ, მაგრამ მერე „გუგლში“ ვნახე და მივხვდი, სიმართლეს ამბობდა. ლოს-ანჯელესში ჩამოსვლიდან 4 თვის თავზე შევხვდი.''-იხსენებს თემო.

თემოს ბედმა გაუღიმა, ვინაიდან ერთ-ერთი საინტერესო ბლოკბასტერის ერთ-ერთი მონაწილე გახდა.


image


ის გადაიღეს პიტერ ბერგის სურათში, ბოსტონის მარათონის დაბომბვის შესახებ, სახელწოდებით „პატრიოტის დღე“, რომლის პრემიერა 17 ნოემბერს AFI Fest-ზე შედგა. კინოსურათში უამრავი ცნობილი სახე მონაწილეობს, მთავარ როლს კი ფილმში მარკ უელბერგი ასრულებს, თუმცა პრესის ყურადღება მიიპყრო მომხიბვლელმა, ქართველმა მსახიობმა, თემო მელიქიძემ, რომელმაც ფილმში ჩეჩენი ტერორისტის, ტამერლან ცანაევის სახე შექმნა. მან 2013 წელს ბოსტონის მარათონის დროს ტერაქტი მოაწყო.


image

თავიდან ამ როლზე მისი გასინჯვა არ უნდოდათ, სანამ ფილმის პროდიუსერებს თავისი და ტამერლანის ფოტოები არ გაუგზავნა. თემომ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვერც წარმოიდგენდა იმ დადებით გამოხმაურებას, რომელიც კოლეგებისგან ხვდა წილად.

AFI Fest-ზე პრემიერის შემდეგ თემო მელიქიძე ლეგენდარულ მსახიობებთან წითელ ხალიჩაზე მოხვდა.


image


მიუხედავად იმისა, რომ ის ტერორისტის როლს თამაშობს და არ ეთანხმება ძალადობას და სისასტიკეს, ის მაინც ამაყობს თავის ნამუშევარით.


მანამდე მან სერიალ "24 ლეგალისში" ითამაშა რომელიც ცნობილი სერიალის "24 საათის" ანალოგია, სადაც მთავარ როლს კიფერ საზერლენდმა ასრულებდა.


მართალია თემო მელიქიძე ბელგიაში გაიზარდა, მაგრამ მშობლებმა ის ქართული ტრადიციებით აღზარდეს და სულით ქართველი დარჩება სადაც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს. მისი სურვილია მსოფლიოს დაანახოს, თუ ვინ ვართ ქართველები და რისი შესაძლებლობები გაგვაჩნია.




2
2554
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
Mediator image
2554
  
26 მარტი, 19:28
მადლობა ყველა იმ ქართველს ვინც ასახელებს საქართველოს
ძალიან გამიხარდა!!!! დიდი მადლობა ამ სტატიისთვის! ერთ დღეს ჩვენც მივაღწევთ წარმატებას,ყველა ვინც ვშრომობთ ამისთვის
0 1 2