x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ძვ.წ. მე-5 საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომების სრული სია
ძვ.წ. 499 - 494 წწ. - იონიის აჯანყება, ბერძნულ-სპარსული ომების დასაწყისი. ამ ომში სპარსეთმა დაამარცხა იონიის, ეონისის, დორისის, კარიას, ათენის, ერეტრიას და კვიპროსის გაერთიანებული ჯარები.


იონიის აჯანყება



ძვ.წ. 499 - 448 წწ. - მიმდინარეობდა ბერძნულ-სპარსული ომები. ამ ომებში ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების ათენის, სპარტას, თესპიანის, თებას, კვიპროსის და დელიანის ლიგის, ასევე სხვა ბერძენთა დიდმა კოალიციამ დაამარცხა სპარსეთის აქემენიდური იმპერიის და მისი მოკავშირეების დიდი კოალიცია.


ბერძნულ-სპარსული ომის ძველბერძნული გამოსახულება






ძვ.წ. 498 - 493 წწ. - მიმდინარეობდა ლათინური ომები, სადაც საბოლოოდ რომის რესპუბლიკამ დაამარცხა ლათინური ლიგა.


ლათინი მეომრები



ძვ.წ. 492 - 490 წწ. - სპარსელთა პირველი ლაშქრობა საბერძნეთში. სპარსეთმა დაამარცხა იონიის, ეონისის, დორისის, კარიას, ათენის, ერეტრიას და კვიპროსის კოალიცია.


სპარსელთა პირველი ლაშქრობა საბერძნეთში



ძვ.წ. 487 - 448 წლებში მიმდინარეობდა ბერძნების კონტრშეტევა სპარსეთის იმპერიაზე.


ძვ.წ. 480 - 479 წწ. - სპარსელთა მეორე ლაშქრობა საბერძნეთში. ბერძნულმა ქალაქ-სახელმწიფოებმა ათენმა და სპარტამ წარმატებით მოიგერიეს შეტევა და დაამარცხეს სპარსელები.


ბერძენი მეომარი სპასელის წინააღმდეგ




ძვ.წ. 480 წ. - თერმოპილეს ბრძოლა. სპარსეთის იმპერიამ დაამარცხა ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები.


თერმოპილეს ბრძოლა




ძვ.წ. 480 წ. - პირველი სიცილიური საომარი კამპანია ანუ ჰიმერას ომი, სადაც სირაკუზმა და აგრიგენტუმმა დაამრცხა კართაგენის ჯარი.


ჰიმერას ბრძოლა




ძვ.წ. 477 წ. - კრემერას ბრძოლა, სადაც რომაული ქალაქის - ვეიის არმიამ დაამარცხა რომის რესპუბლიკა.


რომაელი ჰოპლიტი




ძვ.წ. 475 - 221 წწ. - ეს არის ჩინეთის დიდი შიდა ომიანობის პერიოდი, წოდებული, როგორც მეომარი სახელმწიფოების ხანა.


ჩინელი მეომრები ომიანობის დიდი პერიოდის ერთ-ერთ ბრძოლაში



ძვ.წ. 474 წ. - კუმეს ბრძოლა, რომლის დროსაც სირაკუზის და კუმეს კოალიციამ სძლია ეტრუსკებს.


კუმეს ბრძოლა



ძვ.წ. 464 წ. - ჰელოტის აჯანყება 464 წლის სპარტას მიწისძვრის განმავლობაში, სადაც სპარტამ დაამარცხა აჯანყებული ჰელოტები და მათი მოკავშირე პერიეკები.


ჰელოტის აჯანყება



ძვ.წ. 460 - 445 წწ. - პირველი პელოპონესის ომი, სადაც პელოპონესის ლიგამ დელიანის ლიგას სძლია.


პელოპონესის ომი




ძვ.წ. 440 წ. - სამიანის ომი, სადაც ათენმა დაამარცხა სამოსის არმია.


სამიანის ომი




ძვ.წ. 431 - 404 წწ. - პელოპონესის მეორე ომი, რომელიც იგივე შედეგით დასრულდა და პელოპონესის ლიგამ დელიანის ლიგას სძლია.


პელოპონესის ომი




ძვ.წ. 411 წ. - ათენური გადატრიალება. ეგრედ წოდებულმა "ოთხასმა" დაამარცხა ათენის არმია.


ათენელი ჰოპლიტი




ძვ.წ. 410 - 340 წწ. - მეორე სიცილიური ომი, სირაკუზის, კორინთის და სპარტას კოალიციის გამარჯვებით დასრულდა ათენის, დელიანის ლიგის და სეგესტას გაერთიანებულ ჯარებზე.


მეორე სიცილიური ომი







ავტორი: თორნიკე ფხალაძე


5
343
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
343
  
2018, 3 აპრილი, 19:09
:) მადლობა მოგზაურო ;)
2018, 3 აპრილი, 19:00
თორნიკე,ყოჩაღ!
2018, 29 მარტი, 21:31
მადლობა გიო ;) ჯიგარი ხარ
2018, 29 მარტი, 12:16
Magaria brat.
0 1 5