x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პავლე მოციქული სიყვარულის შესახებ.
კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ მოჟღრიალე რვალი ვარ.

სხვა ყველაფერი რომ მქონდეს, ყველა საიდუმლოს რომ ვფლობდე და მქონდეს რწმენა ისეთი, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არაფერი ვარ.

მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დავძლიო ყველა ჩემი ხორციელი სურვილი, სიყვარული თუ არ მექნება, სარგებელი არაფერს აქვს.

სიყვარული მომთმენი და კეთილია. მას არ შურს და არც ქედმაღლობა და კვეხნა იზიდავს;


სიყვარული უხეში არაა და არც ეგოიზმთან ესაქმება რამე, ის არ მრისხანებს და არც ბოროტს იზრახავს.

სიყვარული სამართლიანია და მხოლოდ გულწრფელობასთან ერთად ჰპოვებს ბედნიერებას.

ის ყველაფერს ძლევს, იმედს არ კარგავს და არასოდეს ქრება.

სიყვარული არასდროს გაქრება, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი ჩაივლიან, ენები დადუმდებიან და ცოდნა თავის სარგებელს დაკარგავს.

სიყვარული სრულყოფილებაა და სადაც სრულყოფილებაა, იქ არასრულფასოვნება ქრება.

როდესაც ყრმა ვიყავი, ვსაუბრობდი, ვმსჯელობდი და ვფიქრობდი, როგორც ბავშვი, მაგრამ როცა ხანში შევედი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობისდროინდელს.

და ახლა მხოლოდ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დამრჩა:

რწმენა, იმედი და სიყვარული და მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია.

კორინთელთა მიმართ ეპისტოლე



image

0
159
2-ს მოსწონს
ავტორი:ყიფიანი გიორგი
ყიფიანი გიორგი
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0