x
მეტი
  • 20.04.2018
  • სტატია:76244
  • ვიდეო:328901
  • სურათი:432453
გაიგეთ თქვენი ხასიათი დაბადების რიცხვის მიხედვით

ადამიანები საუკუნეებია ცდილობენ ბედის ამოცნობას. თუ ასტროლოგებს დავუჯერებთ, ამის შესაძლებლობა ყველას აქვს.ყველაფერი ხომ თქვენს ზოდიაქოზე, უფრო კონკრეტულად კი-დაბადების თარიღზეა დამოკიდებული. ამბობენ, რომ თქვენი ბედის და ხასიათის განვითარება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რიცხვში დაიბადეთ.


image

თვის რიცხვების აღნიშვნები:

1.ლიდერი

image


ეს ციფრი შემოქმედებითი, ორიგინალური და დამოუკიდებელი ადამიანებისაა. ისინი მტკიცედ იცავენ საკუთარ შეხედულებებს და დარწმუნების დიდი ძალაც აქვთ. თავდაჯერებულნი არიან, თუმცა მინუსიც აქვთ-ეგოისტები არიან და თავისი აზრი სხვებისაზე მნიშვნელოვანი ჰგონიათ. ხშირად გვხვდებიან ლიდერებისა და ინიციატორების სახით, მათ ნოვატორული ბუნება აქვთ.

ურთიერთობებში უფრო გაუბედავები არიან. ზოგჯერ, მათი სიმორცხვე ხელს უშლით გრძნობების მთელი სიძლიერით გამოვლენაში საყვარელი ადამიანის მიმართ.


2.ზემგრძნობიარე ნატურა

image


ორიანი-წონასწორობისა და მყარი კავშირის სიმბოლოა. ამ რიცხვში დაბადებულები კარგი დიპლომატები არიან და ხშირად აღწევენ საზოგადოებაში მაღალ მდგომარეობას. შესანიშნავი ბიზნეს-პარტნიორები, კოლეგები, მეგობრები და ცხოვრების მეგზურები არიან. ოჯახის შექმნა მათთან-ნამდვილი სიამოვნებაა. მწერლებისა და რომანტიკოსებისთვის ორიანი საკრალური სიმბოლოცაა. თუმცა, ამ ადამიანებს თავისი მინუსებიც აქვთ:ზოგჯერ, მორიდებულობა ხელს უშლით გადაწყვეტილების მიღებაში, მგრძნობიარე ხასიათის გამო კი დეპრესიისადმი აქვთ მიდრეკილება.


3.მუდამ ოპტიმისტი

image


ამ რიცხვში დაბადებულები ცხოვრების მოყვარული, ხალისიანი და ცოტა თავზეხელაღებულნიც არიან. მათ უშრეტი ოპტიმიზმი აქვთ და ცხოვრებით ტკბებიან. 3-ურთიერთქმედების და ნეიტრალიტეტის სიმბოლოა. ამ რიცხვში დაბადებულებს შესანიშნავი იუმორის გრძნობა და კარგად განვითარებული ინტუიცია აქვთ. თანდაყოლილი ინტუიციის გამო, ნამდვილად ღირს მათი აზრის მოსმენა. მიუხედავად ოპტიმიზმისა, მათ შეუძლიათ უმნიშვნელო რამ გააზვიადონ და მძაფრად განიცადონ. ასევე მძიმედ გადააქვთ ურთიერთობების რღვევა და დაშორება.


4.პასუხისმგებელიimage


ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები ძალიან შრომისმოყვარენი არიან, რისი წყალობითაც კარგად გამოიმუშავებენ. საქმიან სფეროებში მათ კარგი რეპუტაცია აქვთ. ბევრი “ოთხიანი" ზუსტი მეცნიერებებისკენაა მიდრეკილი. ისინი ფხიზლად უდგებიან ნებისმიერ წარუმატებლობას და მას, როგორც ცხოვრებისული გამოცდის გარდაუვალ ეტაპს, ისე იღებენ. ამ სამყაროს ილუზიების გარეშე უყურებენ. ნებისმიერი დაბრკოლება და წინააღმდეგობა მათში აზარტს აღვიძებს და მთელი ძალებით ცდილობენ სასურველ მიზანს მიაღწიონ.


5.თავისუფლებისმოყვარე

image


ნუმეროლოგიაში 5 თავისუფლების სიმბოლოა. ამ რიცხვში დაბადებულები ავანტურისტები და მოგზაურები არიან. 5-ში დაბადებულები მისტიციზმისკენ არიან მიდრეკილნი. ძალიან ცნობისმოყვარენი არიან და უყვართ საიდუმლოებები და უცნაურობები. მათი მინუსი ისაა, რომ გადაწყვეტილებას უცებ იღებენ. დაუფიქრებელი და მოუთმენელი ხასიათის გამო კი ხშირად ექმნებათ პრობლემები.


6.ერთგული თანამგზავრი

image


6 რიცხვში დაბადებული ადამიანები დიდსულოვანნი არიან და პასუხისმგებლობაც კარგად აქვთ განვითარებული. მათში მხატვრის ტალანტიც იმალება. ნაწილობრივ-ჰუმანიტარები არიან.შესანიშნავი მეოჯახენი და მეგობრები, რომელთაც თამამად შეგიძლიათ საიდუმლო გაანდოთ. ეს ადამიანები გულითადი მასპინძლები და სტუმართმოყვარენი არიან. მათთვის ნამდვილი ბედნიერებაა ახლობლებთან ერთად ცხოვრება ჰარმონიაში, სილამაზით ტკბობა და საკუთარი სახლის კეთილდღეობა.

თუმცა, 6-ში დაბადებულებს მესაკუთრის ეჭვიანობა და სიჯიუტეც ახასიათებთ.


7.ბრძენიimage


შვიდიანს წარმატება მოაქვს. “შვიდიანებს" უყვართ კითხვა, მუდამ მზად არიან რაღაც ახლის შესასწავლად და თავის ცხოვრებას ხშირად უკავშირებენ ინტელექტუალურ საქმიანობას. მათ შორის ბევრი მასწავლებელი და მეცნიერია. ისინი პერფექციონისტებიც არიან. საკუთარი თავისა და გარემოსადმი კი ძალიან მომთხოვნი არიან. მათთვის გრძნობაზე წინ გონება დგას. მინუსად შეიძლება ჩაითვალოს კამათის სიყვარული, გულჩათხრობილობა და სიჯიუტე.


8.ძალაუფლება

image


8 ძალაუფლებას განასახიერებს ნუმეროლოგიაში. ამ რიცხვში დაბადებულები თავის მოწოდებას ხშირად პოულობენ პოლიტიკაში, ხდებიან ექსპერტები კორპორაციული მართვის საკითხებში და თავს კომფორტულად გრძნობენ ლიდერის პოზიციაზე. ურთიერთობებშიც დომინანტობა უყვართ. ეგოცენტრულები არიან და საყოველთაო აღიარებაზე ოცნებობენ. კარგად გამოიმუშავებენ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ფული ხშირად აფუჭებს ამ ადამიანებს: სასტიკნი ხდებიან, შებრალების უნარს კარგავენ და მათთვის მთავარი პირადი ინტერესია.


9.სენტიმენტალური

image


მათი თვისება-გულუხვობაა. ამას ყველა აღნიშნავს, ვისაც კი ამ ადამიანებთან შეხება ჰქონია.ადვილად პატიობენ წყენას და გულმოწყალედ უყურებენ სხვათა ნაკლოვან მხარეებს. მეოცნებენი არიან, გულითადი მეგობრები და ერთგული თანამგზავრები. ზოგჯერ მწერლებიც ხდებიან.

რთულ სიტუაციებში დაბნევა ახასიათებთ. არც ფინანსური ანგარიში შეუძლიათ და ბევრს ხარჯავენ, მხოლოდ- არა მარტო თავისთვის.


10.ურთიერთსაწინააღმდეგოimage


10 ორი საკრალური ციფრის ერთიანობას წარმოადგენს, რომლის დევიზია: “ან ყველაფერი, ან არაფერი". სწორხაზოვანნი არიან და არასოდეს ეხვევიან ინტრიგებში. პატიოსნად თამაშობენ, რაც ზოგჯერ მათვე ვნებს. სუფთა სული და დიდი გული აქვთ. ბევრი მეგობარი ყავთ და გარშემომყოფთა ყურადღებას იქცევენ. მიზნის გარკვევა უჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გეგმა აქვთ.


11.სულიერად მდიდარიimage


ამ ადამიანებს კარგად აქვთ გაცნობიერებული სიტყვის ძალა.ამიტომ, სანამ რამეს იტყვიან, გულმოდგინედ წონიან სათქმელს. ფუჭ რჩევებს და რეკომენდაციებს ისინი არ მოგცემენ. ბავშვობიდანვე ირჩევენ შინაგანი სამყაროს განმავითარებელ გზას და მატერიალურ ფასეულობებს ბოლო ადგილზე აყენებენ. მათთვის მთავარია სულიერება. ამ ადამიანებისგან კარგი ქირურგები გამოდიან.


12.ნოვატორიimage



12-მთელი კაცობრიობისთვის საკრალური რიცხვია. ამ ადამიანებში წარმოუდგენელი ენერგია იმალება. მახვილი ჭკუა და უზარმაზარი ნებისყოფა აქვთ. მათ ამ სამყაროს შეცვლაც შეუძლიათ. მათთვის თვისბრივია ძალთა ბალანსი, ჰარმონია, ბრწყინვალე ორგანიზაციული ტალანტი და კომუნიკაბელურობა.

ჭკვიანი, ინიციატივით სავსე, შემოქმედებითად ამბიციური, უშრეტი ენერგია-ეს ყველაფერი 12-ში დაბადებულ ადამიანებს ახასიათებთ. მათი ძირითადი პრიორიტეტი ოჯახია.


13.სამუდამო ძიებაimage


ამ ციფრული კოდის მატარებლები მთელი ცხოვრება სრულყოფისკენ ისწრაფვიან. მათ ცხოვრებაში გამუდმებით ხდება ცვლილებები. ამ ადამიანებს გამჭრიახი გონება აქვთ, სწრაფად სწავლობენ, თითქოს ყველაფერს ლენტზე იწერენ, მაგრამ ამის პარალელურად წარმატებას იშვიათად აღწევენ. ყოველდღიური რუტინა მათზე დამთრგუნველად მოქმედებს. ცვლილებები კი პირიქით, იმედებს უსახავენ და სტიმულს აძლევენ ადაპტაციისადმი. ამ ადამიანებს სჭირდებათ, რომ თავი დაცულად იგრძნონ, ამიტომ ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობისკენ ისწრაფვიან.


14.თავისუფლებისმოყვარე ჩიტები

image


ადამიანენს, რომლებიც ამ რიცხვში იბადებიან, სტაბილური ურთიერთობის გარდა, ყოველთვის ყავთ კიდევ ერთი სასიყვარულო ობიექტი . მათ დაუჯერებელი მიზიდულობა და სექსუალური ენერგია აქვთ და კარგი საყვარლებიც არიან. თუმცა, ბიზნესი და კარიერა არც თუ ისე წარმატებული აქვთ.

ისინი აღმერთებენ თავისუფლებას და თავისი ცხოვრებიდან ყველას ამოშლიან ვინც მათ შეზღუდვას შეეცდება, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით პრაქტიკულები და სერიოზულები არიან. მრისხანების მომენტში აბსოლუტურად კარგავენ თავის კონტროლს, რასაც შემდეგ ნანობენ.


15.გამომგონებელი და ფანტაზიორი

image


ამ რიცხვში დაბადებულებს დახვეწილი გემოვნება და ბუნებრივი მომხიბვლელობა აქვთ. გარშემომყოფნი მას ძალიან მიმზიდველად თვლიან.ეს ადამიანები უამრავი ტალანტით არიან დაჯილდოებულნი:დაწყებული შემოქმედებით და ტექნიკური მეცნიერებებით დამთავრებული. შეუძლიათ მტკიცედ დაისახონ რაიმე მიზანი და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მიაღწიონ. მათი აშკარა ინდივიდუალიზმი და ნათელი გონება გამუდმებულ ინტელექტუალურ დამუხტვას საჭიროებს. ეს ადამიანები ძალიან მგრძნობიარენი არიან და მტკივნეულად რეაგირებენ კრიტიკაზე.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ხშირად არ ყოფნით მოთმინება და შინაგანი დისციპლინა. ნებისმიერი სირთულე და პრობლემა გულთან ახლოს მიაქვთ.


16.ანალიტიკოსი

image


16-მოაზროვნე ადამიანები ანალიტიკური გონებით. პასუხისმგებლობის მქონე, კარგად აღზრდილი, გულუხვი, თავისებურად გამოუცნობი და დამოუკიდებელი. შესანიშნავი ინტუიცია აქვს და შესანიშნავი გუნდური თანამშრომელია. ხშირად განიცდიან ოჯახის ძლიერ გავლენას და მჭიდრო კავშირი აქვთ ნათესავებთან.

წლების მატებასთან ერთად უფრო თავშეკავებული, ჩაკეტილი და ფრთხილი ხდება. ვერ იტანს ზედაპირულ მიდგომას და თუ რაიმე ჩაიფიქრა-ღიად მოქმედებს.


17.ფილოსოფოსი

image


17-ში დაბადებულნი ჭშმარიტების აღმოსაჩენად ისწრაფვიან და ცხოვრების აზრს ეძებენ. გარეგნულად ძლიერები არიან, მაგრამ ზემგრძნობიარე სული აქვთ. ინტუიცია ხშირად ეხმარებათ ყოველდღიურ საქმიანობაში სწორი არჩევანის გასაკეთებლად. ძნელად ეგუებიან უარს და კრიტიკას. უყვართ საკუთარი პიროვნების ყურადღების ცენტრში მოქცევა. 17 რიცხვი მაღალ მიზნებს ისახავს და კარგად იცის რაც უნდა. როგორც წესი, ის კარგი თანამშრომელია, რომელიც წინასწარ ჭვრეტს თავისი საქციელის შედეგებს.


18.არისტოკრატიimage



ძალიან ნიჭიერი, მგრძნობიარე და ამავე დროს უჩვეულოდ ამბიციური პიროვნება. ნატურით ფეთქებადნი არიან, მაგრამ საბრძოლო თვისებები აქვთ. ასეთი ადამიანები მზად არიან ბოლომდე დაიცვან საკუთარი ინტერესები და სიმართლე. როგორც წესი, დამოუკიდებლები და ფინანსურად წარმატებულნი არიან. დიდ ყურადღებას აქცევენ გარეგნობას და სტატუსს. 18-ნამდვილი არისტოკრატების რიცხვია.

ნაწილობრივ, წინასწარ გეგმავენ ყოველ ნაბიჯს და ფრთხილად მოქმედებენ. სასიყვარულო ურთიერთობაში ყველაზე მაღლა საპასუხო პატივისცემას აყენებენ. ამ ადამიანებს ღრმა ემოციური კავშირი აქვთ მშობლებთან, რომელთა მორალური მხარდაჭერა და გამხნევებაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


19.სტაბილური

image


19-ში დაბადებულები ხშირად კონსერვატიულად უდგებიან ყველაფერ ახალს და უჩვეულოს. ენერგიული და პრაგმატული ხალხია. მათთვის სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც სახლში, ისე სამსახურში და ამის გამო, შეჩვეულ ადგილს იშვიათად სწყდებიან. საშინელი მატერიალისტები არიან და აფასებენ ყველაფერ იმას, რისი ხელითაც შეხება შეიძლება. სხვა ადამიანებთან მიმართებაში ზოგჯერ საძაგლობებსაც აკეთებენ, რაც ბუმერანგივით უბრუნდებათ.

ისწრაფვიან გარშემომყოფებს დაუმტკიცონ, რომ საუკეთესო მეგობრები არიან. სიყვარულში უჩვეულო სინაზეს იჩენენ და კარგად იციან როგორი პარტნიორი უნდათ.


20.სახალხო

image


ყველაზე კარგად მათ ხასიათს სიტყვა “გულღია" აღწერს. უყვართ სოციუმი, ახალი ნაცნობობა, ხმაურიანი საღამოები, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში. შესანიშნავი ორატორები და ერთგული მეგობრები არიან. შესანიშნავად ერგებიან გუნდს. სტუმართმოყვარეობა ახასიათებთ. ხშირად სხვისი გავლენის ქვეშ ექცევიან. მათ შეიძლება ბედის ნებიერებიც კი ვუწოდოთ, რადგან ყველაფერს, რასაც ჩაიფიქრებენ, იოლად აღწევენ. თუმცა, თავად იშვიათად აფასებენ იმას, რაც აქვთ და ცხოვრებაზე წუწუნებენ.


21.ცხოვრების მოყვარული

image


21-ში დაბადებულები ნატურით ალტრუისტები და მხიარულები არიან, ისეთ გრძნობას იწვევენ, რომ მათ უზენაესი მფარველობს და უხვად აჯილდოებს შესაძლებლობებით. ეს მათაც კარგად ესმით და ყოველ დღე მადლობას უხდიან ბედს ყოველი დღისთვის. მათგან მშვენიერი ბანკირები, ეკონომისტები და ფინანსისტები გამოდიან. ფული უყვართ და მასზე ჩაციკლულნიც არიან. დიდ ყურადღებას აქცევენ საზოგადოებაში საკუთარ სტატუსს და პარტნიორის მდგომარეობას. ცოტათი ცინიკოსები და ირონიულებიც არიან.

ზოგჯერ ღალატისკენ არიან მიდრეკილნი, თუმცა მხოლოდ ინსტინქტების დონეზე და არა სერიოზული ურთიერთობის გასაბმელად.


22.განმანათლებელი

image


22-ის ვიბრაცია ადამიანს მდიდარი წარმოსახვით და ოცნებების განხორციელებისადმი სწრაფვით ასაჩუქრებს. ამ ადამიანებს მდიდარი შინაგანი სამყარო, კარგი მეხსიერება და სწავლის ნიჭი აქვთ. კარგად გამოსდით საკუთარი ცოდნის გადმოცემაც და ამიტომ სამასწავლებლო და სალექციო მუშაობა მათთვის ზედგამოჭრილია. უყვართ დისციპლინა და ყველაფერს ისე აკეთებენ.როგორც გაწერილი აქვთ. სახლი-ნამდვილად ციხე-სიმაგრეა მათთვის.

არ აშინებთ პასუხისმგებლობის აღება და ყოველთვის პასუხს აგებენ საკუთარი ქცევისა თუ სიტყვების გამო. თუმცა, თავდაჯერება აკლიათ, ამიტომ გამუდმებით ესაჭიროებათ გამხნევება და კომპლიმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევენ.22 რიცხვში დაბადებულთა შორის ბევრი ფილანტროპი და ქველმოქმედია.


23.ავანტიურისტი

image


ამ რიცხვში დაბადებულები მერყევნი არიან, ამავდროულად ოპტიმისტები, ენთუზიასტები და ცნობისმოყვარენიც. ფანტაზიორები და თანაც როგორი, რაც მათ ხელს უშლის, რადგან ილუზიების შექმნა უყვართ. აფასებენ თავისუფლებას და არავის წინაშე არ უყვართ ანგარიშის ჩაბარება. მათი ნიჭი მრავალმხრივია, შეუძლიათ ნებისმიერ პროფესიას მოკიდონ ხელი, ინტელექტის, კრეატიულობის და პროგრესული იდეების წყალობით. მათი ცხოვრების გზა ნაწილობრივ დაბრკოლებებიანიცაა, რომელთა გადალახვასაც ყველა ვერ ახერხებს.

ეს ადამიანები ზოგჯერ წინააღმდეგნი არ არიან აკრძალულ ნაყოფს გაუსინჯონ გემო, ამიტომ მათი მუდმივი პარტნიორები მზად უნდა იყონ მეორე ნახევრის მოულოდნელი საქციელისთვის.


24.ფრთხილი

image


24-ში დაბადებული ადამიანები მძაფრად გრძნობენ დროის დინებას. ისინი ძალიან ყურადღებიანი და ფრთხილნი არიან, გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა შესაძლო ვარიანტს და მათ შედეგებს განიხილავენ. რისკიანები არ არიან, ამიტომ ზოგჯერ კარგ შესაძლებლობასაც უშვებენ ხელიდან. ყველაფერში წესრიგი უყვართ. მათი განმასხვავებელი თვისებაა-აწონ-დაწონილი მიზნის დასახვა და მისი ეტაპობრივად განხორციელება. მათი გატაცებაა-საჭმელი. მათ შორის ბევრი რესტორატორი და გურმანია.

გრძელვადიან ურთიერთობებს ანიჭებენ უპირატესობას. მათში კარგადაა განვითარებული მოვალეობის შეგრძნება და პასუხისმგებლობა ოჯახის ყველა წევრის მიმართ.


25.ექსტრასენსი

image



ეს ადამიანები თავის თავს უღრმავდებიან და თვითანალიზი ეხმარებათ სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში. იმდენად აქვთ ინტუიცია და ლოგიკა განვითარებული, რომ რამის ექსტრასენსს უტოლდებიან. მათში რაღაც მისტიკურია. მოსწონთ ახალ ადამიანებთან შეხვედრა, მოგზაურობა, უყვართ თავგადასავლები და მხიარულება.

ინტუიციის გარდა გონებითაც მოქმედებენ და ამიტომ იშვიათად უშვებენ მიუტევებელ შეცდომებს. თანამგზავრის არჩევის დროსაც გონებისკარნახით მოქმედებენ და არა ემოციების.


26.ერთგული თანამგზავრი

image



ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავი საჭიროდ იგრძნონ. ისინი მტელი გულით შეიგრძნობენ თავის მოვალეობას სხვა ადამიანების წინაშე. ერთგული მეგობრები, საიმედო თანამშრომლები და შესანიშნავი მეოჯახეები არიან. ხშირად გამოდიან მფარველის როლში და ამისთვის ყველა მონაცემი აქვთ. წარმატებას აღწევენ თითქმის ყველა სფეროში.

მათი ნაკლოვანი მხარეა პატივმოყვარეობა, სწრაფვა ძალაუფლებისა და დომინანტობისკენ. უყვართ წესრიგი და ამიტომ მათ სახლებში მუდამ სისუფთავეა.


27.ესთეტი

image


ამ რიცხვში ორი ყველაზე ლამაზი ციფრია გაერთიანებული. ამ რიცხვში დაბადებულები სრულყოფილებისკენ ილტვიან ყველაფერში. მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ, თვითკრიტიკულები არიან და გამუდმებით მუშაობენ საკუთარ თავზე. ადამიანებისადმი კეთილად არიან განწყობილნი, მაგრამ თავის ცხოვრებაში არასოდეს შემოუშვებენ იმ ადამიანს, რომელმაც მათ აწყენინა. მდიდარი წარმოსახვის წყალობით მიზნის განჭვრეტა და შემდგომ მისი რეალიზება შეუძლიათ. არ მიეკუთვნებიან მათ რიცხვს, ვინც გამართლების იმედად არიან.

არასოდეს ეძლევიან სასოწარკვეთას და ოპტიმისტურად უყურებენ მოვლენებს.უყვართ სიმშვიდე და ურთიერთობა საინტერესო ხალხთან.ასევე, უყვართ, როცა საყვარელი ადამიანი გვერდითაა და მას ფიზიკურად შეიგრძნობენ.


28.კანონმორჩილიimage


ამ ადამიანებს პასუხისმგებლობის გრძნობა მძაფრად აქვთ განვითარებული. უყვართ სიმართლე, პატივს სცემენ მორალურ დებულებებს და კანონებს. ნოტაციების კითხვა და წესრიგისკენ მოწოდებაც იტაცებთ. შეიძლება ითქვას, რომ იურისტებად არიან დაბადებულნი. მაგრამ საინტერესოა, რომ საკუთარ ბრალს არასოდეს აღიარებენ და ცდილობენ სხვა დამნაშავე გამონახონ, ან გარემოებებს გადააბრალონ. აფასებენ სულიერ სიმშვიდეს და კომფორტს, განსაკუთრებით სახლში.

საკუთარ მეორე ნახევარს ხშირად აკრიტიკებენ და მისგან უფრო მეტს მოითხოვენ.


29.ურთიერთგამომრიცხავიimage


ამ ადამიანებში ერთის მხრივ სირბილე და დიპლომატიურობა ფიგურირებს, მეორეს მხრივ კი-სიჯიუტე და შფოთისთავობა. ის, რითაც დღეს არიან გატაცებულნი, ხვალ აუტანლად მოეჩვენებათ. ფულში უმართლებთ, კარგად გამოიმუშავებენ და ლატარიაშიც ბედი სწყალობთ.

პირად ცხოვრებაზე სერიოზულად უნდა იმუშაონ.მათმა მეორე ნახევარმა მათი გაგება უნდა შეძლოს და გამუდმებით უნდა აღფრთოვანდეს მათით.


30.საქმიანი

image


ექსტრავერტი და ცხოვრებისმოყვარე ადამიანები. შეუძლიათ მთელი დღე იბზრიალონ და რამდენიმე საქმე ერთდროულად აკეთონ. ამტანები არიან. შესანიშნავი მეხსიერება აქვთ და შეუძლიათ მნიშვნელოვანზე მოახდინონ კონცენტრაცია, რის გამოც კარიერაში წარმატებას აღწევენ. მათი ცხოვრება მდიდარია სხვადასხვა მოვლენებით და მათთან არ მოიწყენთ.უყვართ თავის თავზე ხუმრობა და ბევრ რამეს იუმორით უდგებიან, რაც ბევრი სიძნელის გადალახვაში ეხმარებათ.

ძალიან აქტიურები არიან და თავის გვერდითაც ენერგიული ადამიანების ყოფნას ამჯობინებენ. ყოველთვის დაგეხმარებიან კარგი რჩევებით და პირში გეტყვიან სათქმელს. არ უყვართ ჭორაობა და ინტრიგები.


31.გამბედავი

image


ამ ადამიანების გამბედაობა ბევრს აღაფრთოვანებს. ცხოვრების მიერ ბოძებულ არცერთ შემთხვევას ხელიდან არ უშვებენ. ნებისმიერ საქმეს სრულყოფილად ასრულებენ. როგორც წესი, შესანიშნავი თანამშრომლები არიან და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვენ.

იტაცებთ ურთიერთობა, მოგზაურობა, ახლის აღმოჩენა. უპირატესობას ანიჭებენ გრძელვადიან ურთიერთობებს.




0
597
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
597
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0