x
image
ღიმილიანი
კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი  აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სხდომას მართავს
image

ხვალ, 26 მარტს 12 საათზე თსუ I კორპუსის 115-ე აუდიტორიაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი მართავს აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სხდომას.


მოხსენებები ეძღვნება აკადემიკოს არნ. ჩიქობავას ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მოეწყობა არნ. ჩიქობავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა; არნ. ჩიქობავას შრომებისა და საერთაშორისო სამეცნიერო სამენოვანი ჟურნალის „კავკასიოლოგიური ძიებანის“ პრეზენტაცია; ნაჩვენები იქნება

ფილმი - აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა. ხოლო სხდომის მონაწილეები და დამსწრე საზოგადოება


13:45 სთ-ზე -ყვავილებით შეამკობენ არნოლდ ჩიქობავას საფლავს ოქროყანაში.





0
23
4-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0