x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყველაზე შთამბეჭდავი კადრები "ოსკარით" დაჯილდოების ისტორიიდან
კინემატოგრაფიას ხომ საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი, სანამ ტელევიზია პოპულარული გახდებოდა, ადამიანები უახლესი კინოფილმების საყურებლად კინოთეატრებში იყრიდნენ თავს. იაფფასიანი ამბების ჩვენებით დაწყებული, კინემატოგრაფია, დიდ კომერციულ ინდუსტრიად და თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად იქცა. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად დაიხვეწა ყველაფერი ამ დარგში და უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდა თავისი ეფექტებით, ფერებითა და ჟანრობრივი განხრით.


მეც და მათ შორის ალბათ ყველა თქვენგანს, გეყოლებათ თქვენი ფავორიტი მსახიობი. როგორც მოგეხსენებათ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში- 1929 წელს საუკეთესო კინო როლის შემსრულებლისთვის დაწესდა მეტალის ქანდაკება ჯილდოდ- "Oscar"-ი, რომელიც დღეს ძალიან ბევრ უნიჭიერეს მსახიობს ჯერაც არ მიუღია. ოსკარი ეს არის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემია. ქანდაკება გაკეთებულია ბრიტანიუმისაგან და მოოქროვილია, მის დიზაინერს კი წარმოადგენს Cedric Gibbon-ი.


image


წელს, მარტის თვის პირველ რიცხვებში ჩატარდა რიგით 90-ე ცერემონია და გაიცა ჯილდო. საინტერესოა, რომელი მსახიობის დაჯილდოების პროცესი ან წითელ ხალიჩაზე აღბეჭდილი რომელი კადრი ჩაბარდება ისტორიას? ამას დრო გვიჩვენებს, მანამ კი წარმოგიდგენთ ყველაზე შთამბეჭდავ კადრებს, სადაც ნაბიჯები წითელ ხალიჩაზე ჯილდოს მისაღებად გადაიდგა, ისტორიაში კი ყველაზე დასამახსოვრებელი შევიდა.




1. Jennifer Lawrence (ჯენიფერ ლოურენსი) - 2013 წელი.image

მსახიობმა ოსკარის ჯილდოს მისაღებად წითელი ხალიჩა Dior-ის კაბით გაიარა. ჯილდო კი ფილმი "ჩემი ბიჭი ფსიქოპათია"-ში საუკეთესო როლისთვის აიღო. კაბა კი ერთ-ერთი ყველაზე ძვირია ოსკარის ისტორიიდან და მისი ღირებულება 4 მილიონი $-ია.





2. Marion Cotillard (მარიონ კოტიარი) - 2008 წელი.image

მსახიობმა ოსკარის ქანდაკება ფილმი "ცხოვრება ვარდისფერ ფერებში" ედიტ პიაფის როლისთვის მიიღო. კაბა კი ცნობილი ფრანგი დიზაინერი ჟან-პოლ გოტიეს შექმნილი იყო.





3. Halle Berry (ჰოლი ბერი) - 2002 წელი.image

მომხიბვლელმა და უბერებელმა, სექსუალურმა მსახიობმა ოსკარის ჯილდო მიიღო ფილმი "The Monster Ball"-ში მონაწილეობისთვის.





4. Cher (შერი) - 1986 და 1988 წლები.image

ოსკარით დაჯილდოების ორივე შემთხვევაში, შერის ჩაცმულობა იყო შთამბეჭდავი, თუმცა, 1988 წელს, ფილმში "Power of the Moon"-ის მონაწილეობისთვის მიღებული ჯილდოს დროს ჩაცმული კაბა, გახდა წაუშლელი ოსკარის ისტორიიდან.





5. Gwyneth Paltrow (გვინეტ პელტროუ) - 2012 წელი.image

მსახიობი, ჯილდოს აღების პროცესში, დიზაინერი ტომ ფორდის კაბაში იყო გამოწყობილი.





6. Madonna (მადონა) - 1991 წელი.image

მადონას, დაჯილდოების დროს ჰქონდა მორგებული მერილინ მონროს სტილი, სტილს კი უფრო ამშვენებდა თეთრი ქურქი, რომელიც ფოტოს გადაღების მომენტში არ ჰქონდა მოხურული და ბრილიანტის სამკაულები.





7. Barbra Streisand (ბარბარა სტრეიზანდი) - 1969 წელი.image

ბარბარას სამოსი, უფრო კონკრეტულად კი შარვალი, რომელიც იყო გამჭვირვალე ქსოვილისგან შეკერილი, მოხვდა ოსკარის ისტორიაში როგორც ერთ-ერთი ცუდი და ასევე, როგორც ერთ-ერთი კარგი სტილი. მსახიობს იმის გათვალისწინება დაავიწყდა, რომ გამჭვირვალე შარვალი, წითელ ხალიჩაზე, უამრავი განათების ფონზე სრულიად გამჭვირვალეს გახდიდა მის სხეულს.





8. Hilary Swank (ჰილარი სუონკი) - 2005 წელი.image

ჰილარიმ ოსკარის ჯილდო კლინტ ისტვუდის ფილმში "გოგონა მილიონ დოლარად" საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო. გი ლაროშის ლურჯი კაბა კი, რომელიც მას ეცვა, ოსკარის ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო.





9. Marilyn Monroe (მერილინ მონრო) - 1951 წელი.image

მერილინი არასოდეს ყოფილა ოსკარის ჯილდოზე ნომინირებული, თუმცა, 1951 წელს, მისი სტილი იმდენად შთამბეჭდავი იყო, საუკეთესო სტილის სიაში და შესაბამისად ისტორიაშიც შევიდა.





10. Cate Blanchett (ქეით ბლანშეტი) - 2014 წელი.image

მსახიობმა ოსკარი მიიღო საუკეთესო როლისთვის ფილმში "ჟასმინი". შთამბეჭდავი იყო ქეითი Armani-ს კაბაში და შესაბამისად შევიდა ოსკარის ისტორიაში.





11. Julia Roberts (ჯულია რობერტსი) - 2001 წელი.image

ჯულიამ ოსკარი ბიოგრაფიულ ფილმში "ერინ ბროკოვიჩი" მონაწილეობისთვის მიიღო. მისი ხავერდის, ჰაეროვანი, მდიდრული და დახვეწილი კაბა, რომელიც Valentino-მ შექმნა, მოდის კრიტიკოსებმა და საზოგადოებამაც კი საუკეთესოდ შეაფასა.





12. Grace Kelly (გრეის კელი) - 1955 წელი.image

მსახიობის, ნაზი მწვანე ფერის, დახვეწილი კაბა, რომელიც კომპანია Paramount-ის დიზაინერს ედიტ ჰედს ეკუთვნის, ჰოლივუდის გლამურის სიმბოლო და კლასიკა გახდა. მან ოსკარი მიიღო ფილმი "სოფლელი გოგონა"-ში საუკეთესო როლისთვის.





13. Audrey Hepburn (ოდრი ჰეპბერნი) - 1954 წელი.image

ოდრიმ ოსკარი ფილმი "რომაული არდადეგები", საუკეთესო როლისთვის მიიღო. კაბა, რომელიც დაჯილდოების ცერემონიაზე ეცვა, სპეციალურად მისთვის Hubert Zivanshi-მ შექმნა.





იხილეთ აგრეთვე:


"Oscar"-ის დაჯილდოება კულისებს მიღმა- საუკეთესო კადრები წარსულიდანimage





ჩვენი ცნობილები წითელ ხალიჩაზე- აქამდე უცნობი პირველი ჰოლივუდური ფოტოებიimage



0
137
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0