x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
რა იწვევს სიყვარულის წარმოქმნას
imageადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება -სიყვარული- გახდა გულმოდგინე შესწავლის და ცხარე დისკუსიის საგანი. რა უფრო მეტია მასში გაუკონტროლებელი ფიზიოლოგიური აფეთქება თუ ქვეცნობიერი სწრაფვა?

ნეირობიოლოგები და ფსიქოთერაპევტები ეძებენ ამ კითხვაზე პასუხს.
ერთ-ერთი თანამედროვე შეხედულების მიხედვით -სასიყვარულო განცდები და სექსუალური სწრაფვა-მხოლოდ ბიოქიმიური პროცესია, რომელიც განისაზღვრება ადამიანის თანდაყოლილი მოთხოვნილებით გააგრძელოს შთამომავლობა. სენტიმენტალური კუთხით ეს საკმაოდ პრაქტიკულია: რა საჭიროა განცდები და სულიერი ძალების ხარჯვა რომანტიკულ აფეთქებებზე, თუ ისინი ჩვენზე არ არის დამოკიდებული და განპირობებულია ჯაჭვური რეაქციებით ჰორმონალურ და ნეირონულ დონეზე? თუმცა მეცნიერებისთვის ყველაფერი ერთმნიშვნელოვანი არ არის. „ სიყვარულის გრძნობას ნამდვილად ამოძრავებს ადამიანის თანდაყოლილი სწრაფვა გვარის გაგრძელებისკენ, მაგრამ მას ტვინიც მართავს, რომლის მთავარი ამოცანა არის გენომის გადატანა ახალ თაობაში, ის გვაიძულებს ვიმოქმედოთ ამ მიზნის მისაღწევად.

ნერვული სისტემის გამოკვლევებმა უჩვენა, რომ სექსუალურ იმპულსებს და რომანტიკულ გატაცებას ნაწილობრივ განსაზღვრავს გვარის გაგრძელების ბიოლოგიური მოთხოვნილება, მაგრამ თუ როგორ განიცდის თითოეული ჩვენგანი სასიყვარულო გრძნობას, რომელი პარტნიორია ჩვენთვის უფრო მიმზიდველი, რა ხარისხით განვიცდით სიამოვნებას ან ვაკონტროლებთ სექსუალურ ლტოლვას, მთავარ როლს თამაშობს პიროვნული ისტორია, აღზრდა, მშობლების შეგონება.

რას განსაზღვრავს პირადული ისტორია გრძნობებში და რა არის უნივერსალური და საერთო ყველასთვის?


შეყვარებული ტვინის საიდუმლო

მამაკაცებს თვალებით უყვართ

ატლანტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა დაადასტურეს, რომ ვიზუალური სექსუალური გამღიზიანებელი მამაკაცებში იწვევს ტვინის იმ მონაკვეთის, რომელიც აკონტროლებს ემოციებს და მოტივაციას, უფრო სწრაფ გააქტიურებას, ვიდრე ქალებში.

მეცნიერები 30 წუთის განმავლობაში უჩვენებდნენ ექსპერიმენტის მონაწილეებს ეროტიულ ფოტოებს და თან ამოწმებდნენ ტვინის აქტიურობას. მამაკაცები უფრო სწრაფად იღებდნენ სექსუალურ სიგნალს და სწრაფად პასუხობდნენ მას. ამგვარად იზრდება მამაკაცების, როგორც სექსუალური პარტნიორის შანსი.

ნეირობიოლოგებმა ადამიანის ტვინში აღმოაჩინეს ერთიანი სისტემა, რომელიც მართავს გრძნობებს და ემოციებს, მას მოგვიანებით ლიმბური სისტემა ანუ ემოციური ტვინი უწოდეს, მასთან დაკავშირებულია ასევე ჩვენი მეხსიერება და ყურადღება. თანამედროვე მეცნიერებმა გამოყვეს „სიყვარულის ტვინი“-რამდენიმე ზონა ლიმბურ სისტემაში, რომელიც პასუხისმგებელია სწორედ სასიყვარულო განცდებზე და ხანგრძლივ ურთიერთობაზე. შეყვარებული ადამიანების ტვინის სკანირებისას საყვარელი ადამიანის ფოტოს დანახვისას აქტიურდებოდა 4 ზონა, რომელიც არანაირად დაკავშირებული არ იყო სექსუალურ აღგზნებასთან.

რომანტიკული სიყვარული ნეირობიოლოგიური გაგებით განსხვავდება სექსუალური ლტოლვისგან. ბრიტანელმა ნეირობიოლოგებმა დაასკვნეს, რომ სიყვარულის ობიექტის დანახვისას ამოქმედდება ნერვული მექანიზმები, რომელიც მსგავსია იმის, რაც ბადებს ეიფორიის გრძნობას ნარკოტიკების მიღებისას.

ნიშნავს ეს რომ სიყვარულს ნარკოტიკული ზემოქმედება გააჩნია? შეიძლება ითქვას, რომ სიყვარულს ახასიათებს მსგავსი მოქმედება, რადგან მასთან დაკავშირებული ემოციები იწვევს ტვინის სიამოვნების რეცეპტორების გაღიზიანებას და ბედნიერების ნივთიერების გამომუშავებას.

ბრმა სურვილი

მეცნიერები უახლოვდებიან „ბრმა სიყვარულის“ სენტენციის ამოხსნას. რომანტიკული სიყვარული, რომელიც ააქტიურებს ტვინის გარკვეულ ზონას, თგუნავს სხვა მონაკვეთებს, მათ შორის კრიტიკულ აზროვნებას, სხვა ადამიანების სოციალურ შეფასებას და ნეგატიურ ემოციებზე პასუხისმგებელი უბნისაც. ემოციურად დამოკიდებული ადამიანის მიმართ ვკარგავთ კრიტიკული აზროვნების უნარს, ვერ ვხედავთ მის ნაკლს, რაც ევოლუციური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია სახეობის გადარჩენისთვის.

სექსუალური სურვილების აყოლისას, სხვა სურვილები ითრგუნება, ამიტომ არ გვყოფნის შორსმჭვრეტელობა პარტნიორის არჩევისას და გონების კარნახის მიუხედავად ვყვებით მძაფრ სექსუალურ ვნებებს.

შეყვარებულობა და სიყვარული

"ლიბიდო“ გადარჩენის საკითხი

ხომ არ არის ჩვენი ლიბიდო დაქვემდებარებული სახეობის გადარჩენის ღრმა ინსტინქტს? შთამომავლობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალება არის ქრომოსომათა გადაადგილება, პარტნიორებს შორის მუდმივი გენეტიკური გაცვლა. რისთვისაც სიყვარულის გრძნობა აუცილებელი არ არის. მკვლევარების უმრავლესობა თანხმდება, რომ სიყვარულის სხვადასხვა სტადია- შეყვარებულობა და ხანგრძლივი მიჯაჭვულობა ნეირობიოლოგიურად და ბიოქიმიურად განსხვავებული ფენომენია. სრული პასუხი, რამდენად ძლიერად მოქმედებენ ჰორმონები სიყვარულის და ლტოლვის წარმოქმნაზე, არ არსებობს, ჩვენი დამოკიდებულება „სიყვარულის ქიმიაზე“ რთულდება სიყვარულის სპეციფიკური ჰორმონების -სქესის სურნელის ფერომონების არსებობით. ისინი უნივერსალური ძველი მექანიზმია პარტნიორის მისაზიდად, რომელიც გამოიყოფა ოფლის ჯირკვლების მიერ და გავლენას ახდენს ყნოსვით რეცეპტორებზე, სექსუალურად აღაგზნებს პარტნიორს.

როგორც არ უნდა იყოს ფიქრები და სურვილები, სიყვარულში ბიოლოგიაზე მაღლა ფსიქოლოგია დგას. ამა თუ იმ სასიყვარულო რომანის წარმატება-მარცხი მხოლოდ ჰორმონების ქიმიით არ განისაზღვრება. სკანირება არ იძლევა პასუხს, თუ რა აქცევს ადამიანს უნიკალურად. დღემდე ვერ ხერხდება ადამიანის გრძნობების, აზრების გაშიფვრა ტვინის ელექტრული აქტიურობის შეჯამებით. ტვინში მიმდინარე პროცესები -დაკავშირებული გრძნობებთან, ფიქრებთან, სურვილებთან და ზოგადად ფსიქოლოგიის პრობლემის ტვინის და ფსიქიკის ურთიერთობის საკითხის გადაჭრასთან.

4
2396
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
2396
  
2013, 29 მარტი, 0:34
სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი:D:D კარგი სტატიაა
2012, 19 ივლისი, 21:26
+1
2012, 19 ივლისი, 15:08
მაიკო მაგარიაააააააააა
0 1 4