x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
20 ქვეყანა მზადაა საკუთარი ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევოს
image

სამიტის დასასრულს მათი დარწმუნება შეძლო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ.


გაზეთThe Times ცნობილი გახდა, რომ 20-მდე ევროპული ქვეყანა მზადაა განდევნოს რუსი დიპლომატები ГРУ-ს ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკლიპარის და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლის გამო ბრიტანეთის სოლსბერიში.


"უპრეცედენტო კოორდინირებული რაუნდი:გაძევება დაიწყება ორშაბათს და დასრულდება ოთხი კვირის განმავლობაში", - დასძენს გამოცემა.



როგორც გამოცემა იუწყება, კოორდინირებულ კამპანიაში ჩაერთვება საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ირლანდია, ჰოლანდია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია და კიდევ ცხრა ქვეყანა.

აღსანიშნავია, რომ მათი დარწმუნება შეძლო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირის სამიტის ბოლო დღეს.

"რუსეთი არის საფრთხე, რომელიც არ აღიარებს საზღვრებს. ჩემი აზრით, აშკარაა, რომ რუსეთი არღვევს იმ ღირებულებებს, რომლებსაც ევროპელებს ვუზიარებთ და ესაა მართებული, რომ ერთად ვდგავართ და ვიცავთ ამ ღირებულებებს ", - განაცხადა მეიმ.


მეის წინადადებს ერთ-ერთი პირველი მხარი დაუჭირა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ.


შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში, სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს ბრიტანეთის მზვერავი - ყოფილი სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია. ბრიტანული მხარე ამტკიცებს, რომ მოსკოვი პირდაპირ კავშირშია ნივთიერებების A234- ის გამოყენებასა და მზვერავის მოწამვლაში, თუმცა ამ ბრალდების პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ლონდონის ბრალდებებს.

image

იხილეთ აგრეთვე

0
94
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0