x
image
შავი
"ქეთა თოფურია" ყველაზე სექსუალურია

imageრუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია ყოველთვის აკვირვებს ქართველ საზოგადოებას თავისი უცნაური განცხადებებითა თუ გადაწყვეტილებებით. არაორდინარული ქართველი მომღერალი უყურადღებოდ არც რუსულ შოუბიზნესში რჩება.

უკვე აღარავის უკვირს როცა ქეთა თოფურია პუტინის მხარდასაჭერ კონცერტში იღებს მონაწილეობას, რამდენიმე დღის წინ ის რუსეთის დღისადმი მიძღვნილ საღამოშიც ჩაერთო და ჯგუფის "ა სტუდიო"-ს ერთ-ერთი ბოლო ჰიტი "ფეშენ გოგო" შეასრულა. მომღერალმა ამჯერადაც შეძლო საზოგადოების გაკვირვება და მსმენელის წინაშე ნახევრად გადაპარსული თავით გამოვიდა.

ამჯერად კი მამაკაცების ერთ-ერთმა ჟურნალმა ქეთა თოფურია რუსული შოუბიზნესის ყველაზე სექსუალურ ქალთა შორის დაასახელა. ყველაზე ცხელ ასეულში ქართველ მომღერალთან ერთად მოხვდნენ რუსული ესტრადის ვარსკვლავებიც. პირველ ათეულში კი ლიდერობა დაისაკუთრეს ჯგუფ "ვია გრას" ყოფილმა წევრებმა "ანა სადუკოვამ" და "ვალერი მელაძის" საყვარელმა ქალმა "ალბინა ჯანაბაევამ" ათეულში შევიდნენ "სატი კაზანოვა" "ანა სემიონოვიჩი" და "იულია კოვალჩუკი" ყველაზე სექსუალურ ქალებს დაჯილდოების ცერემონიალის ორგანიზატორებმა სიმბოლურად მცირე ზომის ქანდაკება გადაცეს. დაჯილდოებაზე, აღიარების მიუხედავად, არ მისულან ქეთა თოფურია და ალბინა ჯანაბაევა.

ქეთა თოფურია რუსეთში მოღვაწეობით კმაყოფილია. მას საკმაოდ გადატვირთული საგასტროლო თუ საკონცერტო გრაფიკი აქვს და ყოველ დღე მკაცრად აქვს გაწერილი. ჯგუფმა უკვე იზეიმა დაარსებიდან 25 წლის იუბილე და გრანდიოზული კონცერტიც გამართა. მრავალფეროვნებისათვის ჯგუფის წევრები საკუთარი კომპოზიციების გარდა, ცნობილ სიმღერებსაც ასრულებდნენ, მათ შორის "ვლადიმერ ვისოცკის" "ბითლზის" და სხვა ცნობილი ავტორ-შემსრულებლების ნაწარმოებებს. რუსული ესტრადის დივამ "ალა პუგაჩოვამ" პირადად დართო ნება ქეთა თოფურიას მისი სიმღერის რიმეიქული ვარიანტი ჩაეწერა. ახლახან კი რუსული ესტრადის დედოფალი ჯგუფის წევრებს სიყვარულში გამოუტყდა.

0
205
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:შავი
შავი
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0