x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"ვლადიმერის ხმა იმეფებს მთელს მსოფლიოზე"- ნახეთ, რა იწინასწარმეტყველა ვანგამ
ადამიანები, ძალიან ცნობისმოყვარე არსებები ვართ. ვისწრაფით იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი გავიგოთ, ცნობისმოყვარეობა ხომ პროგრესის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. თუმცა, ყველაზე საინტერესო თემას, ყოველთვის, მომავლის ცოდნა წარმოადგენდა, რადგან ყველას გვაინტერესებს რა გველის ხვალ, მომავალ თვესა თუ წელს, ან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ.


მკითხავები და წინასწარმეტყველები, კაცობრიობის ყველა დროში სარგებლობდნენ დიდი პოპულარობით. ხოლო, როდესაც მათი ნაწინასწარმეტყველები რეალურად ხდებოდა, ფაქტი, ყველას მიმართ აღიქმებოდა, როგორც ნამდვილი სასწაული. ახდენილი სასწაულის წყალობით კი წინასწარმეტყველები მალევე ხდებოდნენ ცნობილები მთელს მსოფლიოში.


ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველი იყო ევროპელი "ვანგა"- ვანგელია პანდევა გუშტეროვა. სწავლულების თქმით, ვანგას პროგნოზის დაახლოებით 85% უკვე ასრულდა.


image



რუსეთის მომავალზე ბევრი რამ იწინასწარმეტყველა ვანგამ, მისი სიტყვები კი ჩვენამდე, საბჭოთა მწერლის- ვალენტინ სიდოროვის წყალობით მოვიდა. საოცარია, მან თავისი პროგნოზები უზარმაზარი ქვეყნის მომავლის შესახებ, 1979 წელს გააკეთა.


ვანგას თქმით, 21-ე საუკუნეში რუსეთი მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფო გახდება. მაშინაც კი, როდესაც ევროპული ქვეყნები დაეცემა და უდაბნოებად იქცევა, რუსი კაცის დიდება მთელს მსოფლიოში დაიწყება.


image


"განსაკუთრებული წარმატება ექნება რუსეთის ახალ ლიდერს, რომელიც გააერთიანებს ხალხს და ეს იქნება ვლადიმერი"- ამბობდა ვანგა 1979 წელს, თუმცა, ხალხმა, მაშინ ვლადიმერ პუტინის შესახებ არაფერი იცოდა და სწორედ ამ ვლადიმერზე ამბობდა თუ არა ვანგა, დაზუსტებით ვერ გეტყვით.


ვლადიმერ პუტინის პოლიტიკაში გამოჩენამდე ვარაუდობდნენ, რომ ვანგას მიერ ნაწინასწარმეტყველები პიროვნება არის ვლადიმერ ლენინი ან ვლადიმერ ჟირინოვსკი. ისტორიკოსები არც იმას გამორიცხავდნენ, რომ ეს შესაძლოა პრინცი ვლადიმერი ყოფილიყო, რომელიც რუსეთში მოინათლა. ყველა ვარაუდი გამტყუნდა, შესაძლოა ვლადიმერ პუტინი იყოს, ან პიროვნება, რომელსაც ჯერ კიდევ არ ვიცნობთ.


ვანგას ვარაუდებით, მხოლოდ რუსეთში, რუსული მენტალიტეტის ადამიანს შეუძლია გადარჩენა. ბულგარელი წინასწარმეტყველი (ვანგა) ევროპის ბედის პროგნოზზე შესაძლოა შეცდა, რადგან მისი ვარაუდით, 2016 წლისათვის, ევროპა უდაბნოს უნდა დამსგავსებოდა, როგორც ხედავთ, ევროპა ჯერ კიდევ ყვავის.


image


ნოსტრადამუსმა, ამერიკის მიმდინარე პრეზიდენტზე- დონალდ ტრამპზეც საშინელი ბედი იწინასწარმეტყველა; ვანგას თქმით კი რუსი ვლადიმერი გახდება მთელი მსოფლიოს მეფე. საინტერესოა, ახდება კი მათი ნათქვამი და არის თუ არა ის ვლადიმერი სწორედ პუტინი, კითხვებზე პასუხს, მხოლოდ დრო გასცემს.


image


5
2700
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2700
  
2023, 14 იანვარი, 14:20
ტრამპიც კარგადაა,ევროპაც! და პუტინს კი დედა ეხვნება მალე
2023, 14 იანვარი, 14:18
ამის იმედით ბრძოლობს პუტინი! მარა კოვზი ნაცარში ჩაუვარდა!უკვე!ამ მახინჯ არაკაცს!
2022, 24 მარტი, 18:37
და ვითომ რატომ პუტინზე, განა ზელენსკის სახელი ვლადიმირი არ არის?!
2018, 27 მარტი, 13:52
გეთანხმებით :)) ყოველთვის მართალი ვერ იქნება ვანგა.
2018, 27 მარტი, 12:59
რუსეთი მალე დაიშლება ან მორჯულდება :) ორი ვარიანტია. მეფობისა კი რა გითხრათ :დდ ამერიკა და ევროპა რომ სულ გამორიცხო ჩინეთი არ ამეფებს :დ
0 1 5