x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ძვ.წ. მე-7 საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომების სრული სია
ძვ.წ. 685 - 668 წწ. - მეორე მესენიანური ომი, სადაც სპარტას, კორინთის, ლეპრეოსა და კრეტელი დაქირავებულების არმიამ გაანადგურა მესენიას, არკადიას, სიციონის, ელისის და არგოსის გაერთიანებული ჯარები.


მეორე მესენიური ომი



ძვ.წ. 671 - 664 წწ. - ესარჰადონის ომი ეგვიპტის წინააღმდეგ, სადაც ნეო-ასირიულმა იმპერიამ ეგვიპტის და კუშის სამეფოების გაერთიანებული ჯარები.


ასირიის მეფე ესარჰადონი




ძვ.წ. 655 - 639 წწ. - ნეო-ასირიული იმპერია იპყრობს ელამს.



ძვ.წ. 652 - 648 ან 646 წწ. - შამაშ-შუმ-უკინის სამოქალაქო ომი, სადაც ნეო-ასირიული იმპერიის ძალებმა გაანადგურეს ასირიელ-ბაბილონელთა, მესოპოტამიელ სილანდთა, ელამის, ქალდეის, გუტის, ამურუს სამეფოს, მელლუჰას და არაბული ტომების დიდი კოალიცია.


შამაშ-შუმ-უკინის სამოქალაქო ომი



ძვ.წ. 643 - 642 წწ. - ომი ქის მემკვიდრეობისთვის ჩინეთში, სადაც უფლისწულ ჭაოს ფრაქციამ დაამარცხა უფლისწულების: ვუკუის, პანის, შანგრენის, იუანის და იონგის დიდი კოალიცია.


ჩინელი მეომრები



ძვ.წ. 642 - 338 წწ. - რომანო-ლათინური ომები. ომების ხანგრძლივი სერია, როდესაც რომაელები ჯერ როგორც სამეფო და შემდეგ როგორც რესპუბლიკა ეომებოდნენ აპენინის ნახევარკუნძულზე მათს მოსვლამდე იქ მცხოვრებ ლათინებს. საბოლოოს რომაელებმა ამ დიდ და ხანგრძლივ ომების სერიაში გამარჯვება მოიპოვეს.


რომანო-ლათინური ომები




ძვ.წ. 632 წ. - კილონიური საქმე (კილონიური ომი), სადაც ათენი დაუპირისპირდა ათენური კილონის და მეგარას გაერთიანებულ არმიას და სძლია.


კილონიური ომი




ძვ.წ. 626 წ. - ბაბილონის აჯანყება, სადაც ბაბილონიის ჯარებმა სძლია ნეო-ასირიულ იმპერიას.


ბაბილონის იშთარის კარიბჭე


ძვ.წ. 614 წ. - ასურის დაცემა. ამ ომში ახალ-ბაბილონური იმპერიის და მიდიის ჯარებმა დაამარცხა ახალ-ასირიული იმპერია.


ძვ.წ. 612 წ. - ნინევიას ომი, სადაც მიდიელების (სპარსელების და ელამიტების) სკვითების, ახალ-ბაბილონური იმპერიის ქალდეას და კიმერიელების გაერთიანებულმა ჯარებმა დაამარცხა ახალ-ასირიული იმპერია.


ასირიელი მეომრები



ძვ.წ. 608 წ. - ჰარანის დაცემა. ამ ომში ახალ-ბაბილონურმა იმპერიამ და მიდიის კოალიციამ სძლია ახალ-ასირიულ იმპერიას.


ძვ.წ. 605 წ. - კარქემიშის ბრძოლა, სადაც ახალ-ბაბილონურმა იმპერიამ დაამარცხა ეგვიპტის და ახალ-ასირიული იმპერიის ნარჩენი ძალების კოალიცია.


კარქემიშის ბრძოლა


ძვ.წ. 601 - 586 წწ. - ებრაულ-ბაბილონური ომი. ახალ-ბაბილონურმა იმპერიამ შემოიკრიბა მოაბის, ამონის და ქალდეას ჯარები და ერთიანი კოალიციური არმიით დაამარცხა იუდეის ებრაული სამეფო.


ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღება






ავტორი: თორნიკე ფხალაძე




0
301
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0