x
image
_K_
როგორები იქნებოდნენ მსოფლიოში ცნობილი მამაკაცები, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებად რომ დაბადებულიყვნენ
ოდესმე დაინტერესებულხართ, როგორები იქნებოდნენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მამაკაცები ქალის ამპლუაში? სტატიაში გთავაზობთ ამის 23 ექსპერიმენტს.





1. ვლადა პუტინას უყვარს ზამთარი და ძალაუფლება


ქალი უმანკოდ გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში აკონტროლებს ბირთვულ იარაღს, უზარმაზარ არმიას და გარეულ დათვებსაც. არ შეგაცდინოთ მისმა ლურჯმა თვალებმა. უმჯობესია, მასთან მოსალაპარაკებლად უნარები გამოიმუშავოთ!

image








2. გაიცანით ამერიკის პირველი ქალი პრეზიდენტი - დონა ტრამპი!


ეს ქალი, ალბათ, ანგელა მერკელის ან ტერეზა მეის საუკეთესო მეგობარი იქნებოდა. ისიც საინტერესოა, იქნებოდა თუ არა მისი სიტყვით გამოსვლები ისეთივე ექსცენტრიული, როგორიც დონალდ ტრამპის?


image








3. რაიანა გოსლინგი


ეს ჰოლივუდელი გულთამპყრობელი ძალიან ლამაზი ქალი იქნებოდა, არა? ის, ალბათ, კონკურენციას გაუწევდა რეიჩელ მაკ-ადამსს ელის როლისთვის ფილმში "უბის წიგნაკი", მაგრამ ნოას როლს ვინღა შეასრულებდა?

image








4. და ოსკარი გადაეცემა... ლეონარდა დიკაპრიოს!


მიიღებდა დიკაპრიო ოსკარს ფილმისთვის "გადარჩენილი", ქალი რომ ყოფილიყო? არა, ნამდვილად არ ღირს იმის წარმოდგენა, როგორ ებრძვის ეს ლამაზი არსება დათვს, მიცურავს გაყინულ მდინარეში, ჭამს უმ ხორცს... და სძინავს მკვდარი ცხენის შიგნით.

თუმცა, ალბათ, კარგად გამოუვიდოდა "ტიტანიკში" როუზის როლის თამაში.

image








5. ნამდვილად მომხიბლავი ჯორჯინა კლუნი


ბეტმენის როლი ბევრ მსახიობს უთამაშია, მათ შორის - ჯორჯ კლუნსაც. მისი მდედრობითი ვერსია კი ალბათ კარგად ითამაშებდა ქალი-კატას როლს.

image








6. ქრისტინა ბეილი


ქრისტიან ბეილსაც უთამაშია ბეტმენის როლი, მაგრამ მისი მდედრობითი ვერსიაც კარგი იქნებოდა ქალი-კატის როლისთვის? თუ "სასოწარკვეთილი დიასახლების" პერსონაჟებს უფრო მოუხდებოდა?

image








7. ჯესი სტეტჰემს ყველას გულის მოგება შეუძლია!


ჯეისონ სტეტჰემი ცნობილია თავისი როლებით თრილერებში და მძაფრსიუჟეტიან ფილმებში. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ცნობილი გადამზიდი (Transporter), მასში მთავარი როლი რომ ამ ქალს შეესრულებინა?

image








8. უყურეთ "მეჯვარეებს" (Bridesmaid) ბრენდა კუპერთან ერთად!


ალბათ, ბრენდა კარგი მეჯვარე იქნებოდა და დაამშვენებდა ყველას ქორწილს.

image








9. აბა, ხედავთ ცეცხლს ადელინ შირანის თვალებში?


საინტერესოა, როგორ შეასრულებდა ედ შირანი “the shape of you”, “thinking out loud”, “castle on the hill”, “Galway girl” და სხვა სიმღერებს, ქალი რომ ყოფილიყო?

image








10. არის ვიკი კასელი ისეთივე ლამაზი, როგორიც მონიკა ბელუჩია?


ფრანგი მსახიობი, ვინსენტ კასელი, ყოველთვის მომხიბლავი მამაკაცების როლს ასრულებს, ნეტავ, როგორი იქნებოდა ვიკი მის ადგილას?

image









11. რებეკა პატინსონი


რას ფიქრობთ რობერტ პატინსონის მდედრობით ვერსიაზე? მგონი ვერ გაუწევდა კრისტენ სტიუარდს კონკურენციას "ბინდის" როლისთვის. პატინსონი კაცის როლში უკეთესია, გვეთანხმებით?

image








12. ბრუნა უილისი მზადაა "არმაგედონისთვის"


ბრუს უილისის ქალი ვარიანტი პასუხისმგებლობით სავსე ადამიანს ჰგავს. ის მზადაა, ყველაფერი გააკეთოს ამერიკისთვის, როგორც ბრუსმა.

image








13. ეშლი კაჩერმა კი ყველაფერი იცის "პეპლის ეფექტის" შესახებ


ეშტონ კაჩერი მოდელი იყო, რომელიც მსახიობად, პროდიუსერად და ინვესტორად გადაიქცა. შეძლებდა ამდენს ეშლი კაჩერი?

image








14. დაიანა ჯონსონს მძიმე წონის აწევა უყვარს!


წარმოიდგინეთ, როგორ წევს მძიმე წონებს დაიანა ჯონსონი და მერე როგორ მიდის სახლში ვაშლის ღვეზელის გასაკეთებლად.

image








15. "მე პატრიცია ჰემსვორსი ვარ, ოდინის ქალიშვილი"



ქრის ჰემსვორსი ნამდვილად ლამაზი ქალი იქნებოდა. მან აშკარად ისიც იცის, როგორ გამოიყენოს თორის ჩაქუჩი.

image








16. ანტონინა ბანდერასს უყვარს ფლამენკოს ცეკვა


ანტონინა ჰგავს ადამიანს, რომელსაც ბევრი რამ აქვს მოსაყოლი თავის ახალგაზრდობაზე: უყვარდა ტეკილას დალევა, ცხენების ჭენება, უკრავდა გიტარაზე...

image








17. კაპიტანი ჯენა-ბეღურა ბორდზეა!


ჯონი დეპი ყოველთვის საოოცარ როლებს ირჩევდა და შეუდარებლად თამაშობდა! ის ცნობილია თავისი შარმით, ქარიზმით და ექსცენტრიული ხასიათით. ჯონი რომ ქალი ყოფილიყო, ალბათ, ისეთი იქნებოდა, ერთი ნახვის მერე მისი დავიწყება რომ გაგიჭირდებოდათ.

image








18. ჯესიკა მომოამ იცის, როგორ შეიკავოს სუნთქვა წყლის ქვეშ დიდი ხნის განმავლობაში!


ჯეისონ მომოამ ბრწყინვალედ ითამაშა "აქვამენი" (Aquaman) და დარწმუნებულები ვართ, მისი მდედრობითი ვარიანტიც კარგად შეძლებდა ამას.

image








19. საუკეთესო მათემატიკის მასწავლებელი - არნელა შვარცნეგერი


ქალი არნოლდი საკმაოდ საყვარელი ჩანს. მას, ალბათ, მათემატიკის მასწავლებლობა მოუხდებოდა.

image








20. "მე ქეით ჰარინგტონი ვარ და ვგრძნობ, რომ ზამთარი მოდის"


ქეითი ნამდვილი გულთამპყრობელი იქნებოდა, როგორიც კიტია. მასზე დრაკონებიც გაგიჟდებოდნენ, არ გვეთანხმებით?

image










–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორები იქნებოდნენ ცნობილი ფილმების გმირები, მთავარი დამახასიათებელი ნიშნები რომ დაეკარგათ

image


2. 16 მსახიობი, რომლებსაც წვერის გარეშე ვერ იცნობთ

image


3. სელებრითები, რომლებიც ერთმანეთს ჰგვანა

image

















0
1040
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1040
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0