x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
როგორ მოვაწყოთ ბინა თანამედროვე სტილში - 90 საოცარი იდეა. თქვენ რომელს აირჩევდით?
image



თუ ამ სტატიას კითხულობთ, როგორც ჩანს, თანამედროვე სტილის დიზაინი გიზიდავთ. თუმცა, ზოგადად მიიჩნევა, რომ ის არის ცივი და მინიმალისტური. ჩვენ შევეცებით, ქვემოთ წარმოდგენილი ნიმუშების მეშვეობით, საწინააღმდეგოში დაგარწმუნოთ. დღეს, თანამედროვე ინტერიერი არის კომფორტული, თბილი, ავეჯით ნაკლებად გადატვირთული და ნათელი. ეს ის სტილია, რომელიც ერთნაირად შესაფერისია ოფისის, მაღაზიის, სხვენისა და სახლისთვის.

ძირითადად, უბრალოება, დახვეწილობა, ტექსტურა და სუფთა ხაზები ხელს უწყობს თანამედროვე სტილის დეკორაციის განსაზღვრას. ინტერიერში მთავარი სივრცეა, ვიდრე ნივთები. ფერზე, სივრცეზე და ფორმებზე ფოკუსირებით, თანამედროვე ინტერიერი სიგლუვის და სიახლის შთაბეჭდილებას ტოვებს. იმ მიზნით რომ სახლს თანამედროვე სტილის იერი მივცეთ, მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი წესი დავიცვათ, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგიყვებით.


ფერთა გამოყენება


ნეიტრალური ფერები – თეთრი, შავი და ნაცრისფერი თანამედროვე სტილის ინტერიერის მთავარი ფერებია. აღნიშნულ პალიტრას ხშირად აცოცხლებენ კაშკაშა და თამამი ფერების აქცენტებით. შესაბამისად, თუ კედლები შეღებილია რომელიმე ნეიტრალური ფერით, ეს არაჩვეულებრივი ფონი იქნება მკვეთრი ფერის დეკორაციის გამოსაყენებლად. იმ შემთხვევაში თუ კედლები და ფანჯრები პასტელის ტონებშია, მაშინ ოთახი ნეიტრალურ ფერებში უნდა მოაწყოთ - იგულისხმება ავეჯი და დეკორის ელემენტები. თუ კედელი კაშკაშა ფერისაა, ასეთ დროს ნეიტრალური ფერები უნდა გამოიყენოთ მის მოსაწყობად.



ხაზი და სივრცე


ყველაზე აშკარა და გამორჩეული ელემენტი თანამედროვე სტილის ინტერიერში არის ხაზი. არ აქვს მნიშვნელობა ჰორიზონტალური, ვერტიკალური თუ მოღუნულია, ის ნებისმიერი თანამედროვე სტილის დიზაინის სახლში თვალში საცემია. არქიტექტურულ დეტალებს რაც შეეხება, იყენებენ თამამი ფერის ბლოკებს და მაღალ ჭერებს; ფანჯრები ხშირ შემთხვევაში ფარდების გარეშე და გეომეტრიული ფიგურები კედლის ხელოვნებასა და სკულპტურაში.



თანამედროვე სტილის ინტერიერისთვის სრულიად მისაღებია შეუნიღბავი საჰაერო და წყალსადენი მილები, დამტვრეული აგური, რომელიც სივრცეს ტექსტურას მატებს. ყურადღების მისაზიდად, შეღებეთ ეს დეტალები კონტრასტული ფერებით ან პირიქით, თუ სურვილი გაქვთ მათი მნიშვნელობა შეამციროთ, კედლის ფერი გამოიყენეთ.



თანამედროვე სტილის ავეჯი


ავეჯი გამოკვეთილი უნდა იყოს, თუმცა, ამავდროულად ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე – არანაირი რელიეფური ფორმები, ჩუქურთმები და დეკორაციები. ამ შემთხვევაში გლუვი, სუფთა გეომეტრიული ფორმები უმნიშვნელოვანესია. რბილი ავეჯი უმეტესად შავ, თეთრსა და ნეიტრალურ ფერებშია წარმოდგენილი, გამოყენებულია ისეთი ბუნებრივი ქსოვილები, როგორიცაა შალი, ბამბა, აბრეშუმი, ტილო, ჯუთი ინტერიერისთვის მეტი მიმზიდველობის მისანიჭებლად ტექსტურის კუთხით.

გამოიყენეთ ძირითადი ფერი და შეუხამეთ თქვენი საყვარელი ფერი ავეჯზე აქცენტის გასაკეთებლად. ავეჯი რაც უფრო ნაკლები იქნება, მით უკეთესი! დივნები და პუფები უფრო ხშირად ფეხებზე დგას. საწოლზე, სავარძლებსა და სკამებზე არ გამოიყენოთ გადასაფარებლები და არ მორთათ ფუნჯებით და ფოჩებით. ამასთან, თავი აარიდეთ მოჩუქურთმებულ დეტალებს და ყვავილიან პრინტებს.


იატაკი


თანამედროვე სტილის სახლებში იატაკი უნდა იყოს გლუვი. მასალას რაც შეეხება, გამოიყენეთ ხე, ფილა ან ვინილი. თუ ხალიჩის გამოყენება გსურთ სიმყუდროვისა და სითბოსთვის, არჩევანი გააკეთეთ კომერციულ ხარისხზე. დაუმატეთ ინტერიერს ფერი და ტექსტურა ისეთი ხალიჩებით, რომელიც იქნება სადა ან მასზე გამოსახული იქნება მარტივი გეომეტრიული ფიგურები


განათება და ხელოვნება


შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თრექ სანათები, ისე ჩაშენებული სტილის განათება, მთავარია სწორედ დაამონტჟოთ. ორივე შემთხვევაში – არემონტებთ თუ ახალ სახლს იშენებთ, მისაღებია დიოდური ლედ-ლენტა ან ირიბი განათება. ჩართეთ ასევე ფერი და მეტალის ელემენტები სინათლის ტექსტურაში.


გამოიყენეთ პროჟექტორები ან სინათლე, რომელიც მიმართული იქნება ფერწერული ნამუშევრის, პოსტერის ან პრინტისკენ. ეს ხელს შეუწყობს ყურადღება მიიზიდოს ინტერიერის ისეთი დეტალებისკენ, რომელზეც გსურდათ ყურადღების გამახვილება. რაც შეეხება თანამედროვე სტილის ქანდაკებებს ან ჩარჩოში მოქცეულ ხელოვნების ნიმუშებს, უნდა განთავსდეს თვალის დონეზე სტრუქტურულ სვეტზე ან თანამედროვე სტილისთვის შესაფერის კვარცხლბეკზე.



მისაღები ოთახი


1.


image2.

image3.

image4.

image5.

image6.

image7.

image8.

image9.

image10.

image11.

image12.

image13.

image14.

image15.

image16.

image17.

image18.

image19.

image


სამზარეულო


20.

image21.

image22.

image23.

image24.

image25.

image26.

image27.

image28.

image29.

image30.

image31.

image32.

image33.

image34.

image35.

image


კაბინეტი


36.

image37.

image38.

image39.

image40.

image41.

image42.

image43.

image44.

image45.

image


სააბაზანო


46.

image47.

image48.

image49.

image50.

image51.

image52.

image53.

image54.

image55.

image56.

image57.

image58.

image59.

image60.

image


საძინებელი


61.

image62.

image63.

image64.

image65.

image66.

image67.

image68.

image69.

image70.

image71.

image72.

image73.

image74.

image75.

image


აივანი


76.

image77.

image78.

image79.

image80.

image81.

image82.

image83.

image84.

image85.

image86.

image87.

image88.

image89.

image90.

image



ასევე დაგაინტერესებთ:


55 საოცრად ლამაზი მინიატურული ბაღი (ნაწილი II)


გსურთ თქვენი ბინა მყუდრო ადგილად აქციოთ? მაშინ გაითვალისწინეთ ჰონკონგელ დიზაინერთა რჩევები


ინტერიერი და დიზაინი – 50 საოცარი ოთახი ბავშვისთვის


ბინა დამალული საძინებლით – მცირე ფართის მაქსიმალურად გამოყენება


ვერტიკალური ბაღები მათთვის, ვისაც პატარა ფართის სახლი ან ეზო აქვს – 80 საოცარი ედეა!


ბაღების და ეზოების მოწყობა ხრეშის გამოყენებით – 80 პრაქტიკული იდეა


ბაღის, ეზოსა და სახლის მოწყობა ხის მეორადი პალეტებით – 50 პრაქტიკული იდეა


3
970
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
970
  
2019, 21 აგვისტო, 12:21
მაგარია, დიდი გემოვნებითაა შერჩეული თითოეული დიზაინერული თვალთახედვით.
2019, 21 აგვისტო, 11:58
კარგი არჩევანია!!! მიხარია რომ მოგეწონათ
2019, 21 აგვისტო, 10:56
ესე იგი, მისაღები ოთახი - მე-4, სამზარეულო-35-ე, კაბინეტი - 37-ე, აბაზანა - 55-ე, საძინებელი - 74-ე, აივანი - 83-ე))) მადლობა, რომ ჩემი ოცნების ბინაში მამოგზაურე)
0 1 3