x
მეტი
  • 21.10.2018
  • სტატია:81853
  • ვიდეო:333857
  • სურათი:439094
სტალინის პირველი ცოლი - ეკატერინა სვანიძე

image


ალექსანდრე სვანიძემ, სტალინის ძველმა მეგობარმა სკოლიდან და რევოლუციონერმა, 28 წლის იოსებ ჯუღაშვილი თავის დას - ეკატერინა სვანიძეს გააცნო. ეკატერინა, რომელსაც მოფერებით კატოს ეძახდნენ, საქართველოში დაიბადა 1885 წლის 2 აპრილს. სტალინმა თავისი ათეიზმი გვერდზე გადადო და წყვილმა 1906 წელს თბილისში, მართლმადიდებლურ ტაძარში დაიწერა ჯვარი.



მათ 1907 წლის 18 მარტს ვაჟი - იაკობი შეეძინათ, რომელსაც სტალინი მოფერებით იაშას ეძახდა. კატო იამვე წლის 5 დეკემბერს, სავარაუდოდ, სტალინის მკლავებში, ტიფით გარდაიცვალა. ამ დროს ის 22 წლის იყო.



image



"ჩემი უკანასნკელი თბილი გრძნობა კაცობრიობისადმი"


კატოს სიკვდილმა დიდი გავლენა იქონია სტალინზე და ის მოგვიანებით აღნიშნავდა, რომ დედამისის გარდა, რომელსაც ასევე ეკატერინა ერქვა, კატო ერთადერთი ქალი იყო, რომელიც ოდესმე ჰყვარებია. ცოლის დაკრძალვაზე, რომელიც, აღსანიშნავია, რომ ისევ მართლმადიდებლური წესებით ჩატარდა, სტალინმა თქვა:

"ამ ქმნილებამ ჩემი ქვის გული გაადნო. ახლა კი ის მკვდარია და მასთან ერთად მოკვდა ჩემი უკანასკნელი თბილი გრძნობაც კაცობრიობისადმი".


image


სტალინისა და კატოს ერთადერთ შვილს - იაკობ ჯუღაშვილს სვანიძეები ზრდიდნენ. სტალინი კი დიდ ყურადღებას არ აქცევდა ვაჟს. ალექსანდრე სვანიძე, როგორც სვეტლანა ალილუევა (სტალინის ქალიშვილი მისი მეორე ქორწინებიდან) იხსენებდა, ბრწყინვალე ხასიათის ადამიანი იყო, მაგრამ ხასიათმა ის მაინც ვერ გადაარჩინა.


სტალინმა 1937 წელს კატოს ოჯახის სიკვდილით დასჯა შეუკვეთა, მათ შორის - ალექსანდრესიც. ალექსანდრე უარყოფდა სტალინის წინააღმდეგ გაყალბებულ საქმეებში მონაწილეობას, მაგრამ, როგორც სვეტლანა წერდა მოგვიანებით, "მან ზღო თავისი სიმამაცისთვის, წოდებისთვის და თავშეკავებისთვის" და დახვრეტილ იქნა 1941 წლის თებერვალში. "როგორი არისტოკრატული სიამაყეა", - დასცინოდა მას სტალინი. ტირანმა არც სვანიძის ცოლი და და დაინდო.


სვანიძის ვაჟიშვილმა, რომელსაც უცნაური სახელი - ჯონრიდი ერქვა (წიგნ "ათი დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო" პერსონაჟის - ჯონ რიდის პატივსაცემად), უარი თქვა მამამისზე, როგორც "ხალხის მტერზე", მაგრამ მოგვიანებით თავადაც დააპატიმრეს და გულაგში გაგზავნეს. სვეტლანას სიტყვებით, ის "საზოგადოებრივი კრიმინალის გამო" იხდიდა სასჯელს. საბოლოოდ, ჯონრიდი გაათავისუფლეს, მაგრამ მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ - 1953 წლის მარტში.


image







0
333
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0