x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
12 ყველაზე უცნაური დიეტა, რომელსაც ხალხი მართლა იყენებს
image


ბოლო სტატისტიკამ აჩვენა, რომ აშშ-ში ყოველწლიურად 46.3 მილიარდი იხარჯება წონის დაკლების პროდუქტებზე. დიდ ბრიტანეთში 2016 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში დიეტაზე იმყოფებოდა.


დიეტა 21-ე საუკუნეში ძალიან გავრცელებულია და მისი მრავალი სახეობა არსებობს.


სტატიაში გაეცნობით დიეტებს, რომლებიც წარსულში იყო პოპულარული ან დღესაცაა. წაიკითხეთ სტატია და გაიგეთ, რომელი მათგანია ყველაზე გიჟური და რომელში დევს სიმართლის მარცვალი.









1. მძინარე მზეთუნახავის დიეტა



ეს დიეტა იმ აზრზეა დამყარებული, რომ როცა ადამიანს სძინავს, ის არ ჭამს და არც წონაში იმატებს. ამ დიეტის მიმდევრები დღის განმავლობაში დასაძინებელ აბებს სვამენ, რომ თავიდან აიცილონ გადამუშავებული საკვების ჭამა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც ამ დიეტას იყენებდა, ელვის პრესლი იყო. ცნობილია, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ის კომაშიც იმყოფებოდა წონის დაკლების მცდელობების გამო.

ამ დიეტის საფრთხეებს შორისაა: წამალზე დამოკიდებულება, გულის დაავადებების გაზრდის რისკი და დიაბეტი.

image








2. სიგარეტის დიეტა


სიგარეტის დიეტა 1920-იანებში შესთავაზა მომხმარებლებს კომპანია Lucky Strike-მა (იღბლიანი დარტყმა) სლოგანით: "იღბალი ტკბილეულის ნაცვლად!"

სინამდვილეში, ნიკოტინი მართლაც ხელს უწყობს მადის დაკარგვას, თუმცა, მოწევა ზრდის გულის შეტევის, დიაბეტის და ფილტვის კიბოს გაჩენის რისკს. ამ დიეტას თუ მიმართავთ, შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ გამხდარი ფიგურა.

image








3. დიეტა "ალელუია"


ამ დიეტის მიხედვით, ძირითადად ის ხილი და ბოსტნეული უნდა მიირთვათ, რომელიც ბიბლიაშია მოხსენიებული, რათა გაიწმინდოს თქვენი სხეული ტოქსინებისგან. ამ დიეტას ბევრი სარგებელი აქვს, მაგრამ, ამასთანავე, დაუბალანსებელია და ძალიან რთული დასაცავია, რადგან საკვები რაციონიდან უნდა ამოიღოთ ცხოველის ხორცი და გადამუშავებული საკვები.

image








4. სოლიტერის დიეტა


ეს საზიზღარი დიეტა ვიქტორიანულ პერიოდში დაიწყო, როცა ქალები ნებისმიერ რისკზე მიდიოდნენ იმისთვის, რომ სილამაზის სტანდარტებს მორგებოდნენ.

ამბობდნენ, რომ მე-20 საუკუნეში ცნობილმა საოპერო მომღერალმა - მარია კალასმა სოლიტერი გადაყლაპა წონის დასაკლებად. თუმცა, ეს მხოლოდ ლეგენდა აღმოჩნდა. ვისაც ამ მეთოდით უნდა წონის დაკლება, სინამდვილეში აბები უნდა გადაყლაპოს, რომელიც სოლიტერის კვერცხებს შეიცავს. თუმცა, წონის კლებასთან ერთად შესაძლოა განვითარდეს დიარეა, გქონდეთ გულისრევა ან სიცხე.

image







5. ბამბის ბურთების დიეტა


2013 წელს Youtube-ზე ვიდეოები გამოჩნდა, რომლებშიც ახალგაზრდები წვენში ჩამბალ ბამბის ბურთულებს ყლაპავდნენ. დიეტის აზრი ის იყო, რომ ბამბა სიმაძღრეს გაგრძნობინებდათ, ამიტომ მისი გადაყლაპვა საჭმლის მაგივრად შეიძლებოდა. თუმცა, დიეტის მიმდევრებს დაავიწყდათ, რომ ბამბის ბურთების უმრავლესობა სულაც არაა დამზადებული ნატურალური ბამბისგან, შეიცავს ქიმიკატებს და შეიძლება ხელი შეუშალოს ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.

image








6. ძმრის დიეტა


ცნობილი ადამიანები მე-19 საუკუნეში ისევე დამოკიდებულები იყვნენ დიეტაზე, როგორიც თანამედროვე სელებრითები არიან.

მე-19 საუკუნეში პოეტმა ჯორჯ ბაირონმა დიეტა დაიწყო და მიირთმევდა მხოლოდ ბისკვიტებს, სოდას და კარტოფილს ძმრით. მისი დიეტა წლების განმავლობაში დიდად არ შეცვლილა, უბრალოდ დაემატა პურის თხელი ნაჭერი საუზმედ და მსუბუქი სალათი სადილად. ბაირონი რამდენიმე კოვზ ძმარს სვამდა ყოველ ჭამამდე, რომ მადა დაექვეითებინა.

გაითვალისწინეთ, რომ ბევრი ძმარი შესაძლოა სახიფათო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის: მან შეიძლება გამოიწვიოს კბილების ცვენა, წვის შეგრძნება ყელში და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები.

image








7. აღქმის დიეტა


ეს დიეტა 2000 წელს წარადგინა იაპონელმა გამომგონებელმა. მისი აზრით, წითელი და ყვითელი ფერები საკვებს უფრო მიმზიდველს ხდის, ლურჯი კი - პირიქით. მისი თეორიის მიხედვით, ლურჯი სათვალეების ტარება საჭმლის მიმართ დამოკიდებულებას შეამცირებდა. თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს ამ დიეტის ეფექტურობის დამამტკიცებელი მაგალითი.

image








8. ღეჭვის დიეტა


მე-20 საუკუნის დასაწყისში ჰორაცი ფლეტჩერი ცნობილი გახდა, როგორც "დიდი მღეჭავი". ის ამბობდა, რომ წონის შესანარჩუნებლად ლუკმა 32-დან 80-მდე უნდა დაღეჭოთ. მეცნიერული მტკიცებულება ამ დიეტასაც არ გააჩნია, მაგრამ მას იცავდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ჯონ როკფელერი, ფრანც კაფკა და აშშ-ის პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი.

image








9. ენდი ვარჰოლის დიეტა


თავის წიგნში "ენდი ვარჰოლის ფილოსოფია" მხატვარი საკუთარ დიეტას უზიარებს მკითხველს. მისი თქმით, ყოველთვის, როცა რესტორანში მიდიოდა, უკვეთავდა საჭმელს, რომელიც არ უყვარდა. კერძს ბოლომდე არასდროს ჭამდა და უსახლკაროებს აძლევდა.

image








10. ორცხობილის დიეტა


ორცხობილის დიეტა შექმნა დოქტორ სენფორდ ზიგელმა 1975 წელს. დიეტის მიხედვით, დღეში 6 სახეობის ორცხობილა უნდა მიირთვათ საუზმისა და ლანჩის მაგივრად, შემდეგ კი - ჯანსაღი ვახშამი, თან კალორიებიც უნდა აკონტროლოთ. ორცხობილები მზადდება შვრიისგან, ხილისგან, ამინომჟავებისგან და აქვს სხვადასხვა არომატი. ზოგი დიეტოლოგი დარწმუნებით ვერ ამბობს, ეს დიეტა ეფექტურია თუ არა წონაში კლებისთვის და კარგია თუ არა ჯანმრთელობისთვის.

image








11. დიეტა ბიონსესგან


ბიონსეს შემოთავაზებული ამ დიეტის მიხედვით, ჩვეულებრივი საკვები სპეციალურად მომზადებული ლიმონათით უნდა ჩაანაცვლოთ. ლიმონათი მზადდება ლიმონის წვენისგან, სუფთა ნეკერჩხლის ფოთლის სიროფისგან და კაიავნეს წიწაკისგან. მართალია, ეს დიეტა ეფექტურია წონის დაკლებისთვის, მაგრამ ცუდი ისაა, რომ როგორც კი ჩვეულებრივ კვებას დაუბრუნდებით, კილოგრამებიც მარტივად მოგემატებათ.

image








12. ენის "ამოკერვის" დიეტა


ეს დიეტა პლასტიკური ქირურგის - დოქტორ ჩაგის მიერაა გამოგონებული. დიეტის მიხედვით, ენაზე რამდენიმე ნაკერი უნდა დაიდოთ. დიეტის შედეგი ისაა, რომ მყარი საკვების ჭამა მტკივნეული გახდება და თხევადი საკვების მიღების გარდა სხვა გზა აღარ გექნებათ. როგორც წესი, პაციენტები ნაკერებს ერთი თვის განმავლობაში ატარებენ, მის მოსაშორებლად კი კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება უწევთ.

image

image


იმედია, ამ დიეტებიდან არც ერთის გამოყენებას არ აპირებთ :)

ჯანმრთელობას გისურვებთ!








–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:


ადამიანები, რომლებმაც წონაში დაიკლეს და ახალი ცხოვრება დაიწყეს

image













0
140
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0