x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ვინ იყვნენ ტრუბადურები და რა როლი ითამაშეს მათ საფრანგეთის ლიტერატურულ ცხოვრებაში?
XII - XIII საუკუნეებში ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა განიცადა პროვანსმა- საფრანგეთის სამხრეთ ნაწილმა. პროვანსელმა პოეტებმა - ტრუბადურებმა შეიმუშავეს გარკვეული პოეტური ფორმები, რომლითაც შეამზადეს ნიადაგი ახალი ევროპული პოეზიისათვის.


image


ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ფორმა სასიმღერო ფორმაა :

1. კანსონა - ანუ კანცონა, პროვანსული ლირიკის მთავარი ფორმაა, ყველაზე მეტად გავრცელებული ლექსი ზოგჯერ რელიგიური, უმთავრესად კი სატრფიალო თემატიკის იყო, იგი ნერგავდა სიყვარულის კულტს და ქალურობის იდეალს, უმღერის ქალის სილამაზესა და სატრფიალო განცდებს.


2. სირვენტა - ეხება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ თემებს, პოეტი აქებს თავის სიუზერენს და სატირის იარაღით დასცინის მტრებს. იგი მოიცავს ყოფით თემებზე მიძღვნილ სიმღერებს, აგრეთვე მოიცავს გოდებას.

3. ბალადა - საცეკვაო სიმღერაა, როდესაც თან ცეკვავენ და თან მღერიან.

4. პასტორელა - ლირიკული ნაწარმოებია, რომელიც ყველაზე მეტად ატარებს ხალხურ ნიშნებს.

5. ტენსონა - გალექსილი დიალოგი ორ ტრუბადურს შორის, ან ტრუბადურის საუბარი საკუთარ თავთან და ხანაც საგნებთან.

6. სერენადა - საღამოს სიმღერა, რომელსაც მღეროდა მიჯნური თავისი სატრფოს სადიდებლად და პაემანზე გამოსაძახებლად .


image



პროვანსის აოხრების შემდეგ ტრუბადურთა ერთი მაწილი ჩამოშორდა პოეტურ საქმიანიბას, მეორე ნაწილი ფიზიკურად განადგურდა, ხოლო მესამე ნაწილმა თავი გადაირჩინა ჩრდილოეთ საფრანგეთში, ან გერმანიაში გადასვლით.


image

0
241
4-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0