x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ერთხელ, შენობის კიბეებზე უსინათლო იჯდა. მას ფეხებთან ქუდი და პატარა მუყაოს ქათალდი ედო, რომელზეც ეწერა...

image


ერთმა კაცმა სიმათლის პოვნა გადაწყვიტა. ის მას ყველგან ეძებდა, მაგრამ სულ უშედეგოდ. ბოლოს, როგორც იქნა, ერთ სახლს მიაგნო, რომელშიც სიმართლე ეგულებოდა. შევიდა და მასპინძელმა მას უთხრა:

– ის აქ, გადასაფარებლის ქვშ არის.
კაცი მიუახლოვდა რაღაცას, რაზეც გადასაფარებელი იყო გადაფარებული, გადასწია ის... და კინაღამ იქვე დავარდა. სიმართლე საშინელი იყო.
– მე შენ მთელი ცხოვრებ გეძებდი, – თქვა სასოწარკვეთილმა კაცმა, – მაგრამ, თუ ხალხს ვეტყვი, რომ ასეთი საშინელი ხარ, ვინ დაიჯერებს?!
– შენც ტყუილი თქვი, მაშინ ყველა დაიჯერებს. – უთხრა სიმართლემ.



არაფერი ისეთი, სიმართლე რომ არ იყოს…


image


ერთხელ, შენობის კიბეებზე უსინათლო იჯდა. მას ფეხებთან ქუდი და პატარა მუყაოს ქათალდი ედო, რომელზეც ეწერა: «ვარ უსინათლო, გთხოვთ დამეხმაროთ!»
მას გვერდი ერთმა გოგონამ ჩაუარა და გაჩერდა. მან დაინახა ინვალიდი, რომელსაც ქუდში მხოლოდ რამდენიმე მონეტა ჰქონდა. თვითონაც ჩაუდო ფული და მის უკითხავად, მუყაო აიღო, გადააბრუნა, რაღაც დაწერა, შემდეგ ადგილზე დადო და წავიდა.
საღამოს, როდესაც იმ ადგილზე ისევ გამოიარა, დაინახა, რომ ქუდი მონეტებით და ქაღალდის ფულით იყო სავსე. უსინათლომ ის ფეხის ხმაზე იცნო და ჰკითხა:

– ის ხომ არა ხარ, ამ დილით ტექსტი რომ შეცვალა? მითხარი ამ ქაღალდზე რა წერია?
– ისეთი არაფერი, სიმართლე რომ არ იყოს. მე უბრალოდ, ცოტა სხვანაირად დავწერე – უპასუხა გოგონამ და გზა გააგრძელა.
ახალი ტექსტი კი ასეთი იყო: «გაზაფხულია. მაგრამ, მისი დანახვა არ შემიძლია».

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageცხოვრების აზრი
ნოსტალგია
გზა სამოთხისკენ

0
223
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0