x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
გენიალური ხრიკები, რომლებიც გაგიადვილებთ "უბორკას"
ბევრი თქვენგანისთვის, ალბათ, ყველაზე მძიმე სასჯელი სახლის "გენერალური უბორკაა". თუმცა, დასუფთავების შემდეგ, ძალზედ სასიამოვნოა "დაწკრიალებული" სახლის ცქერა. სინამდვილეში, სახლში, წესრიგის დამყარება და დასუფთავება, სულაც არაა დამღლელი პროცესი თუ იცით ძირითადი საიდუმლოები.


image


მინდა, შემოგთავაზოთ, გენიალური ხრიკები, რომლებიც გაგიადვილებთ აბაზანის "უბორკას":




დასუფთავებას ვიწყებთ სააბაზანოთი და ვწმენდთ ყველაზე ბინძურ დეტალებს


საშხაპე ფარდა ახალი ნაყიდვით გამოიყურება, თუ წყალბადის ზეჟანგისა და სოდიანი წყალ-ხსნარით გაწმენთ. ასევე, არ დაგავიწყდეთ იმ საკიდის, რგოლოლების და დეტალების გაწმენდვა, რაზეც ფარდაა დამაგრებული.image





კბილის ჯაგრისი მიკრობებისგან, რომ გაწმინდოთ, ჩადეთ ის ერთი საათის განმავლობაში ძმარში, შემდეგ კი, გამდინარე თბილ წყალში გაავლეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში.image




ტანის ღრუბლები ჩაალბეთ ძმრიან ცხელ წყალში პროპორციით 1:1-თან, შემდეგ კი კარგად გარეცხეთ და ჰაერზე გააშრეთ.image







როგორ გავხეხოთ გაყვითლებული ვანა?


● სანამ გავხეხავთ ვანას, ჯერ მიაშხურეთ (პუველიზატორიანი ჭურჭლით) წყალბადის ზეჟანგი, რომელიც გაყვითლებულ ზედაპირს მოაშორებს ამ ლაქებს. გააჩერეთ ასე ნახევარი საათით და შემდეგ ჩამორეცხეთ თბილი წყლით. მოაყარეთ ვანას სოდა და გააჩერეთ რამდენიმე წუთით, შემდეგ კი მოასხით ძმარი და გახეხეთ ჯაგრისით. ბოლოს ჩამორეცხეთ კარგად, ცხელი წყლით.


image


თუ არასასურველი სიყვითლე მაინც არ მოშორდა ვანას, შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონმჟავას ხსნარი. ერთი პაკეტი ლიმონმჟავას ფხვნილი გააზავეთ ერთ ჭიქა წყალთან, (ამ პროპორციით გამოიყენეთ იმდენი ხსნარი, რამდენიც საჭირო გახდება) მოასხით ვანაში და გააჩერეთ 20 წუთით, შემდეგ შემოხეხეთ ჯაგრისით და ჩამორეცხეთ ცხელი წყლით.


გამოგადგებათ ასევე ძმრისა და მარილის ხსნარიც. პროპორციით 1:1-თან მარილიანი ძმარ-ხსნარი კარგად ათეთრებს გაყვითლებულ ვანას.






ბინძური უნიტაზის გათეთრების საიდუმლო


image


● უნიტაზი, სითეთრისგან წარმოუდგენელად იბრწყინებს, თუ გაწმენდთ მდოგვის ფხვნილის, ლიმონმჟავისა და სახამებლის მიქსტურით, თანაფარდობით 1:1:1.


● შეგიძლიათ ასევე, მოამზადოთ დასასუფთავებელი ყუმბარები. 1-2 ყუმბარა, არამარტო დაასუფთავებს თქვენს უნიტაზს, ასევე სასიამოვნო სურნელსაც შესძენს.


მათ დასამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:


1) 1 ჭიქა სოდა
2) 1/4 ჭიქა ლიმონმჟავა
3) 1/2 ჩ. კ. ძმარი
4) 1 სუფრის კოვზი 6%-ნი წყალბადის ზეჟანგი
5) 15-20 წვეთი თქვენი საყვარელი ეთერზეთები


მომზადება: თასში ჩაასხით სოდა და დაამატეთ ლიმონმჟავა. მეორე თასში წყალბადის ზეჟანგი და ძმარი ჩაასხით. მიღებული მასა წვეთობით დაუმატეთ პირველ ნარევს, ბოლოს დაამატეთ სურნელოვანი ზეთები და კარგად შეურიეთ. მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები, დადეთ პერგამენტის ქაღალდზე და 6 საათის მანძილზე აცადეთ გაშრობა, შემდეგ კი შეინახეთ მინის, თავდახურულ ჭურჭელში.

image








როგორ გავხეხოთ მეტლახის ფილები და მათ შორისი ღარები?


● მოაყარეთ საცხობი სოდა მეტლახის ფილებს შორის არსებულ ღარებს და სველი, კბილის ჯაგრისით ამოხეხეთ. ის მარტივად, წამში გათეთრდება.image



● თბილი წყლისა და წყალბადის ზეჟანგის ხსნარი 2: 1 პროპორციით, ასევე კარგად გაწმენდს მეტლახის ფილებს შორის ჭუჭყიან ღარებს.image






იხილეთ აგრეთვე:


იმისათვის, რომ უნიტაზი მუდამ თეთრი და სუფთა იყოს, გამოიყენეთ ეს მეთოდიimage




როგორ მოვაშოროთ სახლიდან ობი და ნესტი? ყველაზე მარტივი და უსაფრთხო გზაimage




რა მოხდება თუ უნიტაზის ავზში ძმარს ჩავასხამთ?image




აუცილებლად დაყარეთ თქვენს ლეიბზე სოდა! იცით რატომ?image




აუცილებლად დადგით ოთახში იატაკზე წყალი, მარილი და ძმარი - განდევნეთ სახლიდან უარყოფითი ენერგიაimage





როგორ გავწმინდოთ ხალიჩა მარტივად სახლის პირობებში– შედეგი გამაოგნებელიაimage





როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ობისგან - რჩევები, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგებაimage





როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ნადებისგან?image




0
1303
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0