x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველაზე იღბლიანი ადამიანი დედამიწის ზურგზე

imageხორვატი ფრენე სელაკი(Frane Selak) გადაურჩა 7 კატასტროფას, მოიგო 1 მილიონი დოლარი და დაქორწინდა ქალზე, რომელიც მასზე 20 წლით უმცროსია.

image

ხორვატი მუსიკის მასწავლებელი, სანამ 1 მილიონს მოიგებდა და დაქორწინდებოდა სასურველ ქალზე, მანამდე 7-ჯერ მოჰყვა კატასტორფაში და შვიდჯერვე კინაღამ საიქიოს გზას გაუყვა.

image

1962 წელს სარაევოდან დუბროვნიკში მიმავალი მატარებელი რელსებიდან გადავიდა და ყინულიან წყალში გადავარდა, ფრენემ შეძლო გამოსვლა, თუმცა მოტყდა ხელი და აღენიშნებოდა ჰიპოთერმია, მაშინ მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

image

მეორედ 1963 წელს, 600 მეტრის სიმაღლეზე თვითმფრინავიდან გადმოვარდა, რომლის კარიც მოულოდნელად გაიღო, იგი თოვლის ზვინში ჩავარდა, რამაც საბოლოოდ გადაარჩინა, თუმცა აღენიშნებოდა ტრამვული შოკი, დაზიანებები და ძლიერი დაბეჟილობები.Douglas DC-8 ავიაკატასტროფას, რომელიც ზაგრებიდან რიეკაში მიფრინავდა 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

image


1966 წელს სელაკი მესამეს მოყვა კატასტროფაში, სპლიტში მიმავალი ტურისტული ავტობუსი მდინარეში გადავარდა, დაიღუპა 4 ადამიანი, მან კი შეძლო მდინარიდან გამოსვლა.

image

1970 წელს სელაკის ავტომობილს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა, მან მოასწრო ავტომობილიდან გადმოსვლა ბენზოავზის აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე.

image

1973 წელს გაუმართავი საწვავის ტუმბოს გამო გავარვარებული ძრავიდან სელაკს თავზე გადაესხა ბენზინი, ხორვატი აქაც გადარჩა.

image

1995 წელს სელაკს ზაგრებში ავტობუსი დაეჯახა, მამაკაცმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

image

1996 წელს მთებში მგზავრობდა საკუთარი "შკოდათი", როდესაც მოულოდნელად მოსახვევში "გაეროს" სატვირთო გამოენთო, სელაკმა ავტომობილი ხევისკენ მიმართა, გაანგრია ბარიერი და ხევის პირას დაეკიდა, მამაკაცმა მოასწრო მანქანიდან გადმოსვლა და ხეს ჩაეჭიდა, ავტომობილი კი 90 მეტრის სიმაღლის ხევში გადაიჩეხა და აფეთქდა.

image

image

2002 წელს სელაკმა ლატარეაში მოიგო 600 000 ფუნტი სტერლინგი, მამაკაცმა მოგებული თანხის დიდი ნაწილი ნათესავებს და უახლოეს მეგობრებს აჩუქა.

image

დღეს მუსიკის მასწავლებელი 88 წლისაა და ისევ ვალები აქვს...რა იცით, იქნებ ისევ გაუმართლოს...

image

იხილეთ აგრეთვე

image

0
405
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
405
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0