x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134345
  • ვიდეო:352361
  • სურათი:508425
სელებრითები, რომლებიც გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდნენ

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი 60 წელზე მეტია, რაც არსებობს. ყოველ წელს წიგნში 50 000 აპლიკაციიდან დაახლოებით 6 000 ახალი რეკორდი შედის. ალბათ, გასაკვირი არაა, რომ ამ რეკორდებიდან რამდენიმე მსოფლიოში ცნობილ ადამიანებს ეკუთვნის. სტატიაში წარმოგიდგენთ სელებრითებს, რომლებმაც რეკორდსმენების სტატუსი მოიპოვეს.

1. შაკირა

შაკირა გინესის მსოფლიო რეკორდების სერთიფიკატების შთამბეჭდავ რაოდენობას ფლობს - მან სამჯერ მოხსნა რეკორდი! იმის გარდა, რომ ყველაზე გაყიდვადი ესპანური ალბომი და ყველაზე გაყიდვადი ესპანური სიმღერა ეკუთვნის, შაკირა ასევე პირველი ადამიანია, რომელსაც 100 მილიონი მოწონება ჰქონდა Facebook-ზე.

image

image

2. ჰილარი კლინტონი

აშშ-ის არჩევნების პოპულარობას თუ გავითვალისწინებთ, არ გაგვიკვირდება ის ფაქტი, რომ ჰილარი კლინტონი ყველაზე ბევრჯერ "მოძებნილი" ადამიანი გახდა ინტერნეტში 2016 წელს. საინტერესოა ისიც, რომ ეს ტიტული მანამდე ლეიდი გაგას ეკუთვნოდა.

image

image

3. ოზი ოსბორნი

2010 წელს ყველაზე დიდ ხანს და ხმამაღლა მყვირალი ბრბოს რეკორდი მოიხსნა 52 000 ათასი ადამიანის მიერ, რომლებსაც ოზი ოსბორნი წინამძღოლობდა დოდგერის სტადიონზე. ოზი ოსბორნიმ გინესისგან სერტიფიკატიც მიიღო.

image

image

4. დუეინ ჯონსონი

პროფესიონალი მოჭიდავე და მსახიობი, დუეინ ჯონსონი, არაერთ მსოფლიო რეკორდს ფლობს, მათგან ყველაზე უცნაური კი სელფების რეკორდია. ჯონსონს აქვს რეკორდსმენის სტატუსი, რომელიც 105 სელფს იღებს 3 წუთში. გაითვალისწინეთ, რომ რეკორდის დამყარებისას არსებობდა ასეთი პირობა: თითოეულ სელფიზე სახე კისერთან ერთად კარგად უნდა გამოჩენილიყო. ეს ფაქტი ჯონსონის დამყარებულ რეკორდს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.

image

image

5. მეტალიკა

მეტალიკას რეკორდი ასეთია: პირველი ბენდი, რომელმაც მსოფლიოს შვიდივე კონტინენტზე იმოგზაურა. ეს რეკორდი მას შემდეგ ჩაიწერა, რაც ჯგუფმა კონცერტი ჩაატარა ანტარქტიდაში. აღსანიშნავია, რომ მეტალიკას კონცერტი რიგით მეორე იყო, რომელიც ამ კონტინენტზე ჩატარდა. ჯგუფს მხოლოდ 7 მსმენელი ჰყავდა.

image

image

6. ელენ დეჯენერესი

ალბათ, ყველამ ვიცით ელენის სელფი, რომელიც მან ოსკარის ცერემონიაზე გადაიღო ვარსკვლავებთან ერთად და Twitter-ის გვერდზე განათავსა. ამ სურათმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა იმით, რომ 3.3 მილიონზე მეტი "რეთვითი" ჰქონდა.

ყველას გასაოცრად, ეს რეკორდი შარშან 16 წლის ბიჭმა მოხსნა. მისი სურათის "რეთვითმა" 3.4 მილიონს მიაღწია.

image

image

7. რეჯის ფიბინი

რეჯის ფიბინიმ, ცნობილმა ამერიკელმა შოუმენმა, მსოფლიო რეკორდი მოხსნა 2004 წელს იმით, რომ 15 188 საათი გაატარა სატელევიზიო კამერის წინ.

2011 წელს რეჯისი ისევ ამ რეკორდის მფლობელი იყო, მაგრამ ამჯერად 16 746.50 საათით.

image

image

8. ემინემი

ემინემმა 2013 წელს მოხსნა მსოფლიო რეკორდი იმით, რომ მისი ჰიტური სიმღერა "Rap God" ყველაზე მეტ სიტყვას შეიცავდა. 6 წუთში და 4 წამში რეპერმა 1 560 სიტყვა თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის წამში 4.28 სიტყვას ამბობდა. სიმღერის ასწრაფების დროს კი წამში 6.46 სიტყვა გამოდის.

image

image

9. რობერტ დაუნი უმცროსი

რობერტ დაუნი უმცროსს თავად არ მოუხსნია რეკორდი, მაგრამ რეკორდის მომხსნელების შთაგონება გახდა. დაბადების დღეზე რობერტს აჩუქეს ბარათი, რომელზეც 5 339 ხელმოწერა იყო ფანებისგან ჩინეთში ყოფნის დროს.

წინა რეკორდი ჩერჩილის სადაზღვეო ბარათს ეკუთვნოდა.

image

image

10. მიშელ ობამა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ცოლი გინესის მსოფლიო რეკორდების სიაში 2011 წელს მოხვდა. ის შეუერთდა მოხტუნავე ბავშვების ჯგუფს, რომლებიც "ყველაზე ბევრი ადამიანი, რომელიც ერთად ხტება" რეკორდის მოხსნას აპირებდნენ. 24საათიან პერიოდში მთელი მსოფლიოდან 300 265 ადამიანი ხტებოდა 1 წუთის განმავლობაში, რომ რეკორდი მოეხსნა.

image

image

გსმენიათ აქამდე ამ რეკორდებზე? რომელი რეკორდი მოგეწონათ ყველაზე მეტად? ხომ არ იცით სხვა სელებრითების რეკორდების შესახებ? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი❤




2
562
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
562
  
2018, 24 მარტი, 0:39
დიდი მადლობა❤
2018, 24 მარტი, 0:13
საინტერესო სტატიაა :)
0 1 2