x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გელა კურტანიძე:ეს არის სიმართლე და რეალობა თუ გინდათ. თუ სენსაციები და ჭორაობა გაწყობთ უყურეთ რუსთავი 2-ს
image

მოქალაქე გელა კურტანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს.




"ვისაც ხეების გადარგვის ამბავი კიდევ ვერ გაგირკვევიათ, შეიგიძლიათ თვალი გადაავლოთ, მეგობარმა ითხოვა გამარკვიეთო და ამოვკრიბე საინტერესო კომენტარები:



თენგო ბოჭორიშვილი - ამ ხეების გადატანაზე დასაქმებულია უამრავი ადამიანი, არაპირდაპირ დასაქმებულთა რაოდენობა 1000 კაცს აჭარბებს, პირდაპირ დასაქმებულთა რაოდენობა 300-350 კაცია. უამრავი ადამიანი ღებულობს კომპენსაციას და უზარმაზარ თანხებს, ვის ტერიტორიაზეც გზა გადის ან მითუმეტეს ვის ტერიტორიაზეც ხეა, ყველა გადარგული ან შემთხვევით დაზიანებული ხის ადგილზე ირგვება 10-15 ძირი ახალი ხე. ყველა ვინც რაიმე სახის შეფერხება ნახა ამ სამუშაოების გამო იღებს კომპენსაციას და თან უზარმაზარს. კეთდება უნიკალური დენდროლოგიური პარკი რომელიც გადაეცემა სახელმწიფოს და ამასთან ეს პარკი ემსახურება შეკვეთილის სანაპირო ზოლის ახალ საკურორტო ოაზისად ქცევას და აგრძელებს ატრაქციონების პარკის და საკონცერტო დარბაზის ამბავს. ეს არი სიმართლე და რეალობა თუ გინდათ. თუ სენსაციები და ჭორაობა გაწყობთ უყურეთ რუსთავი 2-ს.




Mancho Giorgobiani - დენდროლოგიური პარკი, ისევე როგორც ბოტანიკური ბაღი ყველა სახელმწიფოს სიამაყეა, ვისაც ამის ფუფუნება გააჩნია...
ჩვენი ბოტანიკური ბაღის გაკეთებაც ასე დაიწყო, სხვადასხვა ქვეყნებში მოითხარა მცენარეები და აქ დაირგო... 200 წლის წინ დაიწყო მაგ ამბავი, მეფეთა ბაღიდან .. მერე კომუნისტები აფინანსებნენ, ახლა ბიძინას დაუჯდა რამდენიმე მილიონი მოწესრიგება-შენახვა.. ძვირი სიამოვნებაა, ყველა ქვეყანას არ აქვს ამის საშუალება...
დენდროლოგიური პარკიც იქნება საერთო მოხმარების. რამდენიმე ათეულ მილიონიანი სიამოვნებაა მაგის გაკეთება, მაგრამ მერე ყველგან ტურიზმის ცენტრია ხოლმე...მის გარშემო აუცილებლად განვითარდება ინფრასტრუქტურა...
მოკლედ, როგორც ბოტანიკური ბაღი გვეამაყება, ასე იქნება დენდროლოგიური პარკიც...
ხშირ შემთხვევაში, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს... თორემ ხეების მოჩეხვაზე მეც მეტირება, მას მერე რაც ხმელი წიფელი წავიკითხე...



რაც თენგო ბოჭორიშვილმა და მანჩო გიორგობიანმა დაწერეს, ეგრეა ზუსტად. კეთდება უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომელიც ემიჯნება ძალიან მაგარ სასტუმრო “პარაგრაფს". იქვე იწყება მუსიკოსების პარკი, რომელიც მთავრდება მუსიკალური შადრევნებით (დავესწარი მის რეპეტიციას და გავოგნდი, ისეთი ლამაზია), იქვეა “ბლექ სი არენა“, შემდეგ “მინიატურული“ საქართველო“, ასევე ძალიან ლამაზია, მერე საბავშვო კომპლექსი “ციცინათელა“ - ეს ყველაფერი გააკეთა ბიძომ, თავისი ფულით, ჭაობი და ეკალ-ბარდები აქცია პატარა სამოთხედ. ვისაც ეს გულზე არ ეხატება, იგონებს ათასგვარ სისულელეს და ავრცელებს ჭორებს. რეალურად კი ეს კომლექსი უკვე არის ამ რეგიონში ტურიზმის განვითარების უდიდესი სტიმული, იმის გარდა, რომ თავისთავად უკვე შესანიშნავი რამ არის. ასეა ეს."-წერს კურტანიძე სოციალურ ქსელში.

image

გელა კურტანიძის ამ პოსტმა სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია:

"გელა, სიმართლე გითხრათ მიკვირს თქვენგან ეს პოსტი. იქ სადაც დაითხარა, მეწყერსაშიში ზონა გახდა, მოსახლეობა დაზარალდა და ვის ჭირდება ეგეთი პარკი? მაგ დალოცვილს, კარგი თუ უნდა საქართველისთვის, ჯერ სამართლიანობა აღადგინოს. რა გვეპარკება?

პასუხი: 1. სიმართლე გინდათ მითხარით, გინდაც არა, გინდა დაიჯერეთ პოსტში რაც არის, გინდაც არა, ეს არაფერს ცვლის, იმიტომ რომ ის არის ს ი მ ა რ თ ლ ე.

2. "იქ სადაც დაითხარა" - არა უამრავი, არამედ ერთი ხე მოითხარა მრავალთა შორის, და ერთ ხეზე ვერ იქნება მეწყერი დამოკიდებული.

3. არავინ, არავინ და კიდევ ერთხელ ა რ ა ვ ი ნ არ დაზარალებულა, ასეულობით ადამიანმა კი ცხოვრება მოიწყო კომპენსაციებით.

4. სამართლიანობა იესო ქრისტემ, ღმერთის შვილმა და თავად ღმერთმა ვერ აღადგინა დედამიწაზე და ბიძინა მათზე მეტი გგონიათ?!

5. თქვენ თუ არ გეპარკებათ, ეგ თქვენი საქმეა. შევდივარ თქვენს მდგომარეობაში, მაგრა მე რომ მეპარკება და კიდევ უამრავ ადამიანს რომ ეპარკება, იმათმა რა ვქნათ, დავსხდეთ, თავზე ნაცარი დავიყაროთ და სხვებთან ერთად ვიგლოვოთ?! იქნებ აჯობებს ყველა ჩვენგანმა თავისი საქმე აკეთოს, ჩვენ ჩვენი, ბიძომ თავისი, ხელისუფლებამ თავისი და ქვეყანასაც ეშველება ნელ-ნელა. თუმცა კომუნიზმი დედამიწაზე არასოდეს იქნება, ამის იმედი ტყუილად არავის ქონდს. პ.ს. იმედი არ მაქვს რომ რაიმეში დამეთანხმებით, იმედს ვიტოვებ, თავად ნახავთ უკვე გაკეთებულს და დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში. ოღონდ პირობა უნდა მომცეთ, რომ მაგ მომენტში აუცილებლად გამიხსენებთ"-წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

image

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, წვერმაღალასა და შეკვეთილის ტერიტორიაზე ახალი დენდროლოგიური პარკის გაშენება 2016 წლიდან დაიწყო, პარკის მშენებლობა სავარაუდოდ მომავალ წელს დასრულდება.


0
134
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0