x
image
რუსო ჩარექიშვილი
ვინ იყო ბასილი დიდი და რატომ დაუპირისპირდა მას არიანელი იმპერატორი - ევსტათი?
ბასილი დიდი დაიბადა დაახლოებით 330 წელს, კაბადოკიის დედაქალაქ- კესარიაში. იგი ნიჭიერებით, სიმდიდრით....განთქმული გვარის შთამომავალი იყო. ბასილის დედა-ემილი, მოწამის შვილიშვილი იყო, მამამისი კი ადვოკატი და რიტორიკის მასწავლებელი.


image



ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა, ხუთი ქალი და ხუთი ვაჟი, შემდგომში აქედან ხუთი მათგანი წმინდანად იქნა შერაცხული.

ბასილი დიდმა დაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებლებთან გააგრძელა სწავლა. კესარიიდან იგი ეწვია კონსტანტინოპოლს, სადაც რიტორიკას სწავლონდა ცნობილ - ლიბანიოსთან. შემდგემ განათლება გააგრძელა ათენში, სადაც იგი დაუმეგობრდა გრიგოლ ღვთისმეტყველს. მათმა მეგობრობამ მთელი ცხოვრება გასტანა. 25 წლის ასაკში ბასილი დიდი გახდა ადვოკატი და რიტორიკის მასწავლებელი, თუმცა მალე მონაზვნური ცხოვრება აირჩია და მის გზას დაადგა. წმინდანმა მთელი სიმდიდრე მოწყალებად გასცა. წმინდა ბასილი და გრიგოლ ღვთისმეტყველი უსაზღვრო თავშეკავებით გამოირჩეოდნენ, სწავლობდნენ წმინდა წერილებს. სწორედ მათ სახელთანაა დაკავშირებული კრებულ -"ფილოკალიას" შექმნა. წმინდა ბასილი დიდმა დააარსა ორი - დედათა და მამათა მონასტერი, რომლებიც მის მიერვე შედგენილი ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ.



image


როდესაც ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი - ვალენტი მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე დრო დაუდგა. იგი მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს დევნიდა და სასტიკი მეთოდებით ავრცელებდა არიანობას. ამავე მიზეზით ჩამოვიდა იგი კაბადოკიაში და წმინდა ბასილთან გაგზავნა პტეფექტი-მოდესტი, რომელიც ემუქრებოდა მას ქონების ჩამორთმევით, განდევნით, წამებით და სიკვდილითაც კი, თუმცა ვერაფერს გახდა. ცნობილია, რომ წმინდა ბასილი დაჯილდოებული იყო ორატორული ნიჭით, რითაც ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია იმპერატორ ვალენტიზე, რომ მან მხარი აღარ დაუჭირა არიანელებს, რომლებიც ეპისკოპოსის გადასახლებას ითხოვდნენ.


image



დაავადებებმა, რომლებიც ბასილს ახალგაზრდობიდანვე აწუხებდა, მიდმივმა შრომამ ძალა გამოაცალა მას და 379 წლის 1 იანვარს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტახნით ადრე აკურთხა გრიგოლ ღვთისმეტყველი, რათა დაეკავებინა კონსტანტინოპოლის კათედრა.

ბასილი დიდი გარდაცვალებისთანავე წმინდანად შერაცხეს.

0
147
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0