x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
როგორ შეიცვლება ქალი უახლოეს 50 წელიწადში? - მეცნიერთა მოულოდნელი დასკვნები

როგორები იქნებიან ქალები 50 წლის შემდეგ? ფუტუროლოგები უკვე დღეს ცდილობენ ამ შეკითხვაზე პასუხის მოძებნას. სამყარო ერთ ადგილზე არ დგას, ევოლუცია გრძელდება და ქალებიც იცვლებიან... წარმოგიდგენთ რამდენიმე ცვლილებას, რომელსაც, მეცნიერების აზრით, სავარაუდოდ განიცდიან სუსტი სქესის წარმომადგენლები უახლოეს 50 წელიწადში.


1. უფრო გალამაზდებიან



image



მომავალში ქალები სულ უფრო მეტად ლამაზები იქნებიან. ამ დასკვნამდე მივიდა ჰელსინსკის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი მარკუს იოკელის ხელმძღვანელობით. მკვლევარებმა აღმოაჩინეს კანონზომიერი ტენტენცია: ლამაზი ქალები საშუალოდ 16%-ით მეტ ბავშვს აჩენენ და მათი ბავშვებიც ასევე ლამაზები არიან.


მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ლამაზი ქალების რიცხვი სულ უფრო იზრდება ყოველ ახალ თაობაში. თუმცა ეს ტენდენცია არ ვრცელდება მამაკაცებზე. შესაძლოა იმის გამო, რომ მამაკაცები ფსიქოლოგიურად არ არიან ამისათვის განწყობილნი და მომავალი თაობისთვის სილამაზის გადაცემა არ წარმოადგენს მათთვის პრიორიტეტს.




2. ქალების რაოდენობა გაიზრდება




image

ლონდონის ეკონომიკის სკოლის სპეციალისტების ჯგუფმა პროფესორ სატოში კანაზამას ხელმძღვანელობით ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ იმ შემთხვევაში, როცა ორივე მშობელი გარეგნულად მიმზიდველია, გოგონას დაბადების შანსი გაცილებით მაღალია (26%-ით). ამგვარად, 50 წლის შემდეგ, გენდერული ბალანსი ნამდვილად დარღვეული იქნება და ქალბატონების რიცხვი შესამჩნევად გაიზრდება.


3. ქალები გახდებიან შედარებით დაბლები



image



მიუხედავად იმისა, რომ XX საუკუნის დასაწყისიდან როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებშიც შეინიშნება აქსელერაციის პროცესები, ყველა მეცნიერი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ მომავალში ქალები უფრო მაღლები იქნებიან ვიდრე დღეს. ევოლუციური პროცესების სპეცალისტმა, ბიოლოგიის პროფესორმა იელსკის უნივერსიტეტიდან, სტივენ სტირნსმა თავის გუნდთან ერთად ჩაატარა კვლევა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ქალები მომავალში უფრო დაბლები და მეტი წონის გახდებიან. სტირნსის ჯგუფმა შეისწავლა ქალაქ ფრემინგჰემის (მასაჩუსეტსი) 14000 მაცხოვრებლის სამედიცინო
ბარათი. მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს, რომ ქალების ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა წონა, სიმაღლე, წნევა, ქოლესტერინის დონე და ა.შ. პირდაპირ იყო დამოკიდებული მათი შვილების რიცხვზე. კვლევა მოულოდნელ დასკვნამდე მივიდა: უფრო დაბალი და მძიმეწონიანი ქალები მეტ ბავშვებს ბადებდნენ, ვიდრე მაღლები და "მსუბუქები". თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, უახლოეს წლებში ქალის საშუალო სიმაღლე 2 სანტიმეტრით შემცირდება, საშუალო წონა კი 1 კგ.-ით გაიზრდება. მომავლის ქალი პირველ ბავშვს საშუალოდ 5 თვით ადრე ასაკში დაბადებს, ვიდრე დღეს, მენოპაუზა კი 10 თვით უკან გადაიწევს.



4. ერთმანეთს დაემსგავსებიან



image


მეცნიერები თანხმდებიან, რომ თანამედროვე გლობალიზაციის, იმიგრაციისა და ასიმილაციის შედეგად ქალების სახის ნაკვთები ერთმანეთს დაემსგავსება. რეცესიული ნიშნები, როგორიცაა ჭორფლი, ცისფერი და მწვანე თვალები ძალიან იშვიათი გახდება. ამასთან, რასების სრული აღრევა შესაძლოა ვერასოდეს მოხდეს. სახის ევოლუცია ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ზოგიერთ ადგილებში, სადაც უნიკალური ფიზიკური შტრიხები ადაპტირებულია საცხოვრებელ გარემოსთან და ამასთან დაკავშირებით გააჩნია ძლიერი ევოლუციური უპირატესობები, ნაკვთების ცვლილება შედარებით ნელა მოხდება. ხოლო იქ, სადაც ღია ფერის თმა და ცისფერი თვალები შემოსული ელემენტებია (მაგალითად ამერიკაში), ისინი მალევე გაქრება, რადგან მათი საჭიროება არ იქნება. თუმცა, მთლიანად ერთნაირები ქალები, რა თქმა უნდა, არ გახდებიან. უკვე დღეს არის შესაძლებელი თმის, თვალის ფერის, სახის ფორმის შეცვლა, მომავალში კი, შესაძლოა ადამიანის ტიპის დაპროგრამება მოხდეს დაბადებისთანავე, გენური ინჟინერიის განვითარების წყალობით და პიგმენტების შემცველი უჯრედების საშუალებით.


5. მეტი გავლენა ექნებათ ბიზნესზე



image



მეცნიერების პროგნოზების მიხედვით უკვე მომავალი საუკუნე პირობითად მატრიარქატის საუკუნე იქნება. ქალებმა მნიშვნელოვანი პოსტების დაკავება მხოლოდ საუკუნის წინ დაიწყეს, მაგრამ წლიდან წლამდე ბიზნესსა და მმართველობაში ქალის როლი სულ უფრო ძლიერდება. მკვლევარები მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქალებს დიდი პერსპექტივები გააჩნიათ მმართველობის სფეროში. მათ გამოიკვლიეს ინდოეთის რამდენიმე სოფელი, სადაც ქალები იკავებენ ადგილობრივი მმართველობის ხელმძღვანელ პოსტებს. გაირკვა, რომ ქალბატონები მეტად ზრუნავენ თანასოფლელებზე და ნაკლებ კორუმპირებულები არიან, ვიდრე მათი კოლეგა მამაკაცები.


და მაინც, დღემდე თვლიან, რომ ქალები ნაკლებად ლოგიკურები და ნაკლებად თანმიმდევრულები არიან გადაწყვეტილებებში. თუმცა არსებობს უამრავი რამ, რასაც ქალები, როგორც წესი, მამაკაცებზე უკეთ აკეთებენ, მათ შორის არის სტრესულ სიტუაციასთან გამკლავება, კომუნიკაცია და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მანქანის მართვაც კი. თუ გსურთ, გაიგოთ, რა გამოსდით მამაკაცებზე უკეთ ქალბატონებს, იხილეთ სტატია "10 რამ, რასაც ქალები მამაკაცებზე უკეთ აკეთებენ".

image


ასევე დაგაინტერესებთ:


1. 12 რამ, რასაც ქალი და მამაკაცი სხვადასხვაგვარად აკეთებს და რატომ?image


2. 6 რამ, რაზეც მამაკაცი, როგორც წესი, იტყუებაimage


3. "როგორ გავუგოთ ქალს" - 12 წლის ბიჭის წიგნი, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო!image


4. მსახიობი, რომლის გარეშეც Wi-Fi და მობილური ტელეფონი არ გვექნებოდა - უცნობი ისტორია...image

5. როგორ შექმნა ღმერთმა ქალი - იგავი, რომელიც მხოლოდ ქალებმა უნდა წაიკითხონimage


6. ერეკლე II-ის შვილიშვილისა და მუსულმანი პოეტის თავბრუდამხვევი სიყვარულის ამბავი - უცნობი ისტორია...image


7. დასახელდა 8 ქვეყანა, სადაც ურჩევენ მამაკაცებს საცოლის შერჩევას - ნახეთ, არის თუ არა ამ სიაში საქართველო?image

1
1667
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1667
  
2018, 25 მარტი, 20:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1