x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
5 ყველაზე გაყიდვადი წიგნი biblusi.ge-ზე

image

წიგნების ფართო ასორტიმენტი ონლაინ, ვებგვერდის დახვეწილი დიზაინი და წიგნის გამოწერის მარტივი ფორმა, წიგნების ტრანსპორტირება საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ექსკლუზიური ფასდაკლებები, ონლაინჩეთის ფუნქცია - ეს წიგნის მაღაზიათა ქსელ ”ბიბლუსის” განახლებული ვებ-გვერდია.

სიახლე კითხვის მოყვარულებს სასურველი ლიტერატურის არჩევასა და შეძენას უმარტივებს. წიგნის მიტანა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა შესაძლებელი და 20 ლარის ზემოთ შენაძენზე სრულიად უფასოა. აღსანიშნავია, რომ პერიოდულად ვებ-გვერდზე არის ექსკლუზიური ფასდაკლებებიც მხოლოდ ონლაინ შეკვეთებისთვის.

”ბიბლუსის” საიტი უკვე ძალიან პოპულარულია ფართო საზოგადოებაში. თებერვლის დასაწყისში განახლებული ვებ-გვერდის საშუალებით უკვე უამრავმა ადამიანმა ისარგებლა და გამოიკვეთა კიდეც წიგნები, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარულია biblusi.ge-ს მომხმარებლებში. გთავაზობთ ინფორმაციას ”ბიბლუსის” ონლაინ მაღაზიის 5 ყველაზე გაყიდვადი წიგნის შესახებ:

  • ელიფ შაფაქის ”სიყვარულის 40 წესი” - თანამედროვე თურქი მწერალის ეს რომანი განაკუთრებით პოპულარული აღმოჩნდა ქართველ მკითხველში. ის გაყიდვების უპირობო ლიდერია, როგორც ვებ-გვერდზე, ასევე „ბიბლუსის“ ქსელის მასშტაბითაც.
  • ერიხ მარია რემარკის ”ნასესხები სიცოცხლე” - გერმანელი კლასიკოსი ერიხ მარია რემარკი ქართველ მკითხველს განსაკუთრებულად უყვარს. 1959 წელს გამოქვეყნებული რომანი „ნასესხები სიცოცხლე“ დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მის ყოველ ახალ გამოცემას მკითხველი დიდი ენთუზიაზმით ელის.
  • თათული ღვინიანიძის ”აღიარება ხელისგულზე” – სახალხო ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ ერთ-ერთი გამარჯვებულის, თათული ღვინიანიძის ეს რომანი ნამდვილად ბესტსელერი გახდა გამოსვლიდან სულ რამდენიმე კვირაში. მთავარ გმირს რადა მოდებაძეს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტს, ბევრი თანატოლის მსგავსად, კომპლექსები და შიშები არ ასვენებს. ის გამუდმებით საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან იბრძვის. მოდებაძეს ვერ ამჩნევენ ან დასცინიან, ამიტომ ბოროტდება და ყურადღებას „ბინძური გზებით“ იქცევს. რადას ისტორიამ ძალიან სწრაფად მოიპოვა ქართველი მკითხველის სიყვარული და აღიარება.
  • ”მოსწავლის პირველი ენციკლოპედია” - ეს ენციკოპედია აერთიანებს საინტერესო ფაქტებსა და რეკორდებს მსოფლიოს რუკებსა და ყველა ქვეყნის დროშას მარტივ, უსაფრთხო ცდებსა და ექსპერიმენტებს, 1500–მდე შთამბეჭდავ ფოტოს, ილუსტრაციასა და დიაგრამას, სამეცნიერო ტერმინთა ლექსიკონს.
  • ”ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი” - რატომ აშენებენ ციხესიმაგრეებს ბორცვებზე? საიდან იქმნება ძაბვა? რამხელაა სპილო? ასეთ კითხვებს პატარები ხშირად სვამენ. წიგნში პასუხი ყველა კითხვაზეა გაცემული. მარტივი ამოცანები ბავშვის მიერ უკვე წაკითხულ მასალას ამოწმებს მშვენიერი ილუსტრაციები კი შემეცნების პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის.
0
362
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0