x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ცხოვრების აზრი
image



ერთხელ გაკვეთილზე, მოსწავლემ ჰკითხა მასწავლებელს:

– მასწავლებელო, რა არის ცხოვრების აზრი?

– ვისი? – ჰკითხა მასწავლებელმა.


მოსწავლე ცოტა დაფიქრდა და უპასუხა:

– საერთოდ, ადამიანის ცხოვრების.

მასწავლებელმა ღრმად ამოისუნთქა, ხოლო შემდეგ მოსწავლეებს უთხრა:

– შეეცადეთ ამ კითხვას უპასუხოთ. აბა, ვინ რას ფიქრობს?

ერთმა მოსწავლემ თქვა:

– იქნებ, სიყვარული?

– ცუდი არ არის, – უპასუხა მასწავლებელმა, – მაგრამ, ნუთუ სიყვარული საკმარისია იმისთვის, რომ სიცოცხლის ბოლოს თქვა: «ტყუილად არ მიცხოვრიაო»?

მაშინ მეორე მოსწავლემ თქვა:

– ჩემი აზრით, ცხოვრების აზრი ის არის, რომ შენს შემდეგ, რამე დატოვო, – ისეთ, რაც თაობებს გადაეცემა. მაგ., როგორც, თქვენ აკეთებთ ამას, მასწავლებელო!

– აი, ეს მესმის, – გაეღმა მასწავლებელს, – კარგად რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი, რომ მეპირფერები… შენ გინდა თქვა, რომ ადამიანების უმრავლესობა ტყუილად ცხოვრობს?

მესამე მოსწავლემ კი თავისი ვარაუდი გამოთქვა:

– იქნებ, საჭირო არ არის, მაგ აზრის მოძებნა?

– აბა, აბა, – დაინტერესდა მასწავლებელი, – აგვიხსენი, რატომ ფიქრობ ასე!

– მე მგონია, რომ თუ ამ კითხვაზე პასუხის ძებნას გავაგრძელებთ, ჯერ ერთი, ზუსტ პასუხს მაინც ვერ მივაგნებთ, რადგან პასუხის ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით, ყოველთვის ეჭვი გვექნება. და მეორეც, – როგორიც არ უნდა იყოს პასუხი, ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც არ დაეთანხმება… და ასე გავა მთელი ცხოვრება, – ცხოვრების აზრის ძებნაში…

– ესე, იგი, რა, – გაიღიმა მასწავლებელმა, – ცხოვრების აზრი ის არის, რომ?…

– იცხოვრო? – კითხვაზე კითხვითვე უპასუხა მოსწავლემ.

– ვფიქრობ, ასეა! – უპასუხა მასწავლებელმა.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:imageროცა ყველაფერი მქონდა...

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ცხოვრებაში?

იგავი უდიდესი სიბრძნით



0
678
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
678
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0