x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508424
ნადია სავჩენკო სამხედრო გადატრიალების ბრალდებით დააკავეს
image


უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარლამენტარი, ნადია სავჩენკო, პარლამენტზე თავდასხმის დაგეგვმის და სამხედრო გადატრიალების ხელშეწყობის ბრალდებით დააპატიმრეს.

ყოფილი სამხედრო მფრინავი პარლამენტში მას შემდეგ დააკავეს, რაც მისმა კოლეგებმა სამხილი ნახეს და მისთვის იმუნიტეტის მოხსნას კენჭი უყარეს. სამხილი ვიდეო აღმოჩნდა, რომელზეც ასახულია როგორ უთანხმებს სავჩენკო პარლამენტზე თავდასხმის გეგმებზე ორ ოფიცერს.

ნადიას ბრალდებები არ უარყვია.საპასუხოდ მხოლოდ გაიღიმა, ხოლო ვიდეოს ავთენტურობაზე კითხვები უპასუხოდ დატოვა. მისი თქმით უკრაინის “კორუმპირებულ’’ მთავრობას დამხობა მართლა სჭირდება, მაგრამ ამ სცენარს “პროვოკაცია’’ უწოდა.


სავჩენკო რუსეთში ორწლიანი ტყვეობის შემდეგ უკრაინაში ეროვნულ გმირად აღიარეს.დაპატიმრების მიზეზი აღმოსავლეთ უკრაინაში მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით სავჩენკო კიევში “ დიდი მასშტაბის ტერორისტულ აქტს’’ გეგმავდა და პრორუს მეამბოხეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მათი მხარდაჭერა კი “ ასეთი თავდასხმისთვის საჭირო იარაღის უზრუნველსაყოფად სჭირდებოდა, როგორიცაა 120 მილიმეტრიანი კალიბრის მქონე ნაღმტყორცნები, სნაიპერული შაშხანები, რევოლვერები და საბრძოლო ყუმბარები.’’

2014 წლის აპრილში, პრორუსმა მეამბოხეებმა დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონების დიდი ნაწილი დაიკავეს და უკრაინის მთავრობას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს.

სავჩენკო რეგიონში მაშინ დააკავეს და რუსეთის ციხეში 22 წლის გატარება მიუსაჯეს. მას ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობა ედებოდა ბრალად, რასაც თვითონ უარყოფდა.

სავჩენკო ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში დაბრუნებამდე შეიწყალა .

აღმოსავლეთ უკრაინაში მეამბოხეებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის კონფლიქტი, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისევ გრძელდება. უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები რუსეთს მეამბოხეების მხარდაჭერაში დებენ ბრალს, რაც მათი თქმით რეგულარულ სამხედრო ძალაში და იარაღში გამოიხატება . რუსული მხარე ამ ყველაფერს უარყოფს.


წყარო:BBC


0
27
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0