x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508245
ჯარა თაფლი

image
image

გეჯა, ჯარა, ყავრანი – ასე უწოდებდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხის მორისგან დამზადებულ სკას, რომელსაც ტყეში მაღალ ხეებზე ჰკიდებდნენ. ასეთ სკაში დამზადებული თაფლი გემოთიც გამორჩეულია, თანაც უფრო სასარგებლო და ხარისხიანია.
ამჟამად მეფუტკრეობის ეს სახე მივიწყებულია და ძალიან იშვიათია.
მაჭახელში, სოფელ სკურდიდში მცხოვრებ ჯიმშერ ქავთარაძეს სურს ჯარა სკები ისევ გაიტანოს ტყეში.
image
მახსოვს ბაბუას მხოლოდ ასეთი სკები ჰქონდა, ეს საკმაოდ რთული საქმეა, რადგან როცა ჯარას ხეზე შემოდებ, შეიძლება ორ–სამ წელიწადს არ შევიდეს შიგ ფუტკარი – გვითხრა ჯიმშერმა.
image
აპრილის მეორე ნახევრიდან ჯიმშერს სტუმრების მიღება უკვე შეეძლება. ის გვთავაზობს თაფლის, არყის, თხილის, თაფლკვერების დეგუსტაციას, აგრეთვე მის საფუტკრეში ექსკურსიას, თაფლის ამოღების პროცესში მონაწილეობას.
image
image
აჭახელას ფფუტკარი კავკასიური ფუტკრის ნაირსახეობას წარმოადგენს, ადრე მას ევფრატის ფუტკარსაც ეძახდნენ, ალბათ ზედა მაჭახლის სოფელ ევფრატის გამო. (ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა.)
image
ასე გამოიყურება გეჯა შიგნიდან. ზემოთ შუაში გამყოფია. მეფუტკრე გამყოფს აქეთ თაფლს ამოიღებდა, დანარჩენს ფუტკარს უტოვებდა.
წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე, დაცვა მიენიჭა ოთხ ახალ ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნას: “ტყიბულის ჩაი“, “მაჭახელას თაფლი“, “ქუთაისის მწვანილი“ და “ახალქალაქის კარტოფილი“.



0
149
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0