x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134472
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
იაპონელი 8 წელი ელოდა საცოლეს ,რომელიც კომაში იყო,შემდეგ კი ცოლად მოიყვანა
image


ეს რომატიული ისტორია დისნეის მულტფილმს მოგვაგონებს, ყველაფერი კი 2006 წელს დაიწყო.


34 წლის ჰისაში ნაკაჰარა და მისი საცოლე 32 წლის მაი უკვე შეუღლებას აპირებდნენ, დანიშნული იყო ქორწილის თარიღიც, 2007 წლის მარტში, თუმცა გოგონას 2006 წლის დეკემებრიდან დაეწყო პრობლემები:უცაბედად ხანმოკლედ მეხსიერების დაკარგვა, თავიდან ექიმები ვერ ხვდებიდნენ, სიმპტომები რითი იყო გამოწვეული, თანდათან ახალგაზრდა ქალს მდგომარეობა დაუმძიმდა, ფილტვებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება და მაი კომაში ჩავარდა.


image


image


ერთვიანი კვლევის შემდეგ ექიმებმა დაადგინეს დიაგნოზი:ლიმფური ენცეპალიტი, ნევროლოგიური დაავადება, რომელიც საკვერცხეების სიმსივნით იყო გამოწვეული და ანტისხეულები, რომელსაც ორგანიზმი გამოიმუშავებდა მის წინააღმდეგ მოქმედებდა.


დაიწყო მკურნალობა, დროთა განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდებოდა, შემდგომში მაი უკვე ხმაზეც რეაგირებდა.მთელი ამ ხნის განმავლობაში ჰისაში გვერდიდან არ შორდებოდა საცოლეს, საღამოს სამსახურიდან წამოსული საავადმყოფოში აკითხავდა, ესუბრებოდა, უკეთებდა მასაჟებს.


image


საქმრო ელოდებოდა საცოლეს, იმედი ჰქონდა, რომ კომიდან გამოვიდოდა.

მართლაც, სამი წლის შემდეგ მეი კომიდან გამოვიდა, თავიდან სწავლობდა თითქმის ყველაფერს, -საუბრიდან დაწყებული და წერით დამთავრებული.


image


2011 წლის გაზაფხულზე მეი საავადმყოფოდან გამოწერეს, იგი ნელ-ნელა უბრუნდებიდა ჩვეულ ცხოვრებას, უკვე ნათესავებსაც იხსენებდა და ცნობდა, მხოლოდ ერთ ადამიანს, თავის საქმროს, -ჰისაშის ვერაფრით იხსენებდა.

სხვათა შორის გოგონას მშობლებმა ჰისაშის ურჩიეს ნუღარ იტანჯავდა თავს და მოეძებნა ვინმე სხვა, მაგრამ ახალგაზრდა კაცი ჯიუტად ელოდა თავის ერთადერთ რჩეულს.

ერთხელაც მეიმ თავის ძველი ბლოკნოტი აღმოაჩინა, იქ იყო ჩანიშნული მისი და ჰისარი ნაკასარას ქორწინების თარიღი:2007 წლის 11 მარტი.ამის შემდეგ უკვე მეის ყველაფერი გაახსენდა.

ქორწილი გაიმართა 2014 წლის 21 დეკემბერს.


ამ რვაწლიანმა ერთგულმა ლოდინმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ნამდვილი სიყვარული ჯერ კიდევ არსებობს.


image

image


მათი ისტორია მხოლოდ ახლახან გახდა ცნობილი, მას შემდეგ, როდესაც ვიდეოპერატორმა, რომელიც მათი საქორწინო ცერემონილი გადაიღო, ითხოვა წყვილისგან ნებართვა შეექმნა ფილმი მათ შესახებ სახელწოდებით:"ქორწილი 8 წლის შემდეგ"



image

იხილეთ აგრეთვე

image











1
266
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
266
  
0 1 1