x
image
რუსო ჩარექიშვილი
ყველაზე დაუმორჩილებელი ზოდიაქოების სამეული
არიან ადამიანები, რომლებსაც ელაპარაკები, ელაპარაკები და ხვდები, რომ საერთოდ არ გისმენენ, მაინც აკეთებენ იმას, რაც თავად სურთ. მსგავს, დამოუკიდებლობის მოყვარე ადამიანებს ვერ მოაქცევ ვერანაირ ჩარჩოებში, ვერ შეზღუდავ.

გაინტერესებთ რომელი ზოდიაქოა ყველაზე დაუმორჩილებელი და პრინციპული?

გთავაზობთ დაუმორჩილებელი ზოდიაქოების სამეულს:

1.ლომი - ლომები ძალიან ამაყი ზოდიაქოები არიან. ისინი ფიქრობენ- "ჩვენ, ხომ მეფეები ვართ, რატომ უნდა დავემორჩილოთ სხვებს?". ლომები დაჯილდოვებულნი არიან ლიდერის თვისებებით, მაქსიმუმს ითხოვენ, როგორც საკუთარი თავისგან, ისე სხვებისგან. არიან ძალიან ამაყები, გარშემომყოფებს ადვილად აქცევენ საკუთარი გავლენის ქვეშ. აქედან გამომდინარე თავიდანვე დარწმუნებულნი იყავით იმაში, რომ როგორც არ უნდა გინდოდეთ ლომების შეზღუდვა და საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა, ეს არ გამოგივათ.



image


2. მორიელი - მორიელები ყველაზე დაუმორჩილებელ ზოდიაქოებად არიან აღიარებულები. ისინი შეიძლება ითქვას, რომ გამოირჩევიან გადაჭარბებული პრინციპულობით, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულებიც, რომ არ იყვნენ საკუთარ მოსაზრებას ისე მოგახვევნ თავს ვერც, კი გაიგებთ. ისინი თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოყვარე ნიშნები არიან, ამიტომ ძალიანაც, რომ გინდოდეთ მათი შეზღუდვა შეუძლებელია.


image


3. მშვილდოსანი - მშვილდოსანს აქვს განსაკუთრებული უნარი დაგაჯეროს, რომ თქვენი საუბარი, რჩევები და დარიგებენი ძალიან აინტერესებს, სინამდვილეში კი მისი გონება სულ სხვა თემაზეა გადართული. გაინტერესებთ როგორ ახერხებს ამას? პასუხი მის სანდომიან მზერაში იმალება. მშვილდოსნები ყველაზე დადებით, სანდომიან და პოზიტიურ ზოდიაქოებად არიან აღიარებულნი. გამოირჩევიან თავისუფლების სიყვარულით. თუ ვინმე ეცდება მშვილდოსანს თავისუფლება შეუზღუდოს საკადრის პასუხსაც მიიღებენ მისგან.


image


0
599
4-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
599
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0