x
image
Maia kordzadze
9 ყველაზე ცნობილი ლამაზმანი მსოფლიო ისტორიაში
image

სხვადასხვა ერის ულამაზეს ქალების შორის ხშირად შეგიძლიათ იხილოთ არა მხოლოდ ლამაზმანები, არამედ წარმატებული ბიზნეს ქალები, ნიჭიერი მსახიობები, მომღერლები და მმართველებიც. მათ მსოფლიო აღიარება არა მარტო იერსახის გამო, არამედ ქარიზმატის წყალობით მოიპოვეს. ლამაზმა გავლენიანმა გოგონებმა მამაკაცების გული დაიპყრეს. ამის მაგალითია დედოფალი ელენა- ლეგენდა ძველი საბერძნეთის მითებიდან.

წარმოგიდგენთ იმ ლამაზმანების ჩამონათვალს, რომლებიც თაობებს წარმოადგენენ და ხალხის ხსოვნაში დარჩნენ. თუ თვალს გადაავლებთ წარსულს, გავიხსენებთ, რომ ქალის სილამაზის სიმბოლოები ძველ ეგვიპტეში დაიბადნენ. იმ დროს ღვთაებრივი სილამაზის და მიმზიდველობის ეტალონები იყვნენ მმართველები, რომლებიც მძლავრი სახელმწიფოს ტახტზე ისხდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალები.


კლეოპატრა


მან ბრწყინვალე შთაბეჭდილება მოახდინა თავისი ხალხზე და დაატყვევა იმ დროს ყველაზე გავლენიანი მამაკაცის- მეთაურ ცეზარის გული. ამ ქალის გარეგნობაზე ლეგენდები დადიოდა. იმისათვის რომ შეენარჩუნებინა თავისი ბუნებრივი უნიკალურობა და ახალგაზრდული კანი, დედოფალი რთული პროცედურებს იტარებდა (იღებდა აბაზანებს, იკეთებდა ნიღბებს და მასაჟს). აქედან მოხდა თანამედროვე კოსმეტოლოგიის წარმოშობა.



image

ნ ე ფ ე რ ტ ი ტ ი


კიდევ ერთი უძველესი დროის სილამაზე, რომელიც ცნობილი გახდა თავისი სახელით, რომელიც თარგმანში “მშვენიერ ქალს'' ნიშნავს. ნეფერტიტი იყო ეგვიპტის მეფის მეუღლე და მისი ერთგული დამხმარე. მიუხედავად მისი მეორეხარისხოვანი როლისა, მან დიდი ყურადღება მიიპყრო.


image


ნაკლებად ცნობილი ლამაზმანების სახელებმა ჩვენ დრომდე ვერ მოაღწია. თუ ყურადღებას ევროპაზე გადავიტანთ, შეგახსენებთ, რომ შუა საუკუნეებში, მართლმადიდებლებმა ყველა ლამაზი გოგონას დაწვა სცადეს და ისინი ჯადოქრობაში დაადანაშაულეს. სილამაზე ჯადოქრობის ძირითადი კრიტერიუმი იყო. მღვდელმსახურები და ინკვიზიტორები, უკიდურეს ზომებს მიმართავდნენ, და იგონებდნენ წამების მეთოდებს იმ ქალებისთვი ს, რომლებიც მათ არ ემორჩილებოდნენ. ამ პერიოდის უნიკალური ქალური სილამაზის სიმბოლოა ესმერდალა - ვიქტორ ჰიუგოს რომანის "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარის" გმირი.


image

მატა ჰარი


საინტერესოა, რომ გამომგონებელი ქალებისთვის გარეგნობა ყოველთვის იყო მანიპულირების იარაღი. გამომგონებელი გონებისა და ლამაზი სხეულის ერთიანობის წყალობით, ლეგენდარულმა მატა ჰარიმ შეძლო მამაკაცების გულის დაპყრობა. ის ლამაზად ცეკვავდა და ორმაგ თამაშს თამაშობდა, ყოველდღიურ ცხოვრობაში და ამით საფრთხეს იქმნიდა. იმ თავგადასავლებისა და გავლენიანი ქალების გარდა, კინოს ეპოქაში საზოგადოებრივი ყურადღების სამიზნე გახდა ნიჭიერი ქალებიც.


image

მერლინ მონრო


1950-იან წლებში კულტ მოდა განვითარდა, ხოლო გოგონებმა უფრო მეტი ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ როგორ ეცვათ და როგორ გამოიყურებოდნენ. ამ თაობის სიმბოლოა ცნობილი მერილინ მონრო. გოგონა, რომელიც თეთრ კაბაში და კულულებშია. მერლინის ცხოვრებაში ბევრი საკამათო მომენტები იყო. ბრწყინვალე და ნათელმა გოგომ, ჰოლივუდის სილამაზემ, მთელ მსოფლიოში ყველა ადამიანის გულები დაიპყრო. მისი ლამაზი ფორმები და თოვლივით თეთრი ღიმილი, მრავალი წლის განმავლობაში იყო სილამაზის სიმბოლო.


image

ოდრი ჰეპბერნი


ახალგაზრდა და მომხიბლავი შავგვრემანი, 50-60წლების კიდევ ერთი წარმომადგენელია. ის საზოგადოებს მისი დახვეწილი გემოთი, ხასიათისა და გარეგნული სილამაზით ახსოვს. ამ მსახიობის მონაწილეობით გადაღებული ფილმები, სტილის და არისტოკრატიის სიმბოლოდ განიხილება. ოდრი თავად მთელი ცხოვრება ჩართული იყო არა მხოლოდ კინო ხელოვნებაში, არამედ ქველმოქმედებაშიც, რითაც აუდიტორიას თავისი სულიერი სიღრმე აჩვენა.


image


პრინცესა დიანა


ეს იყო გულწრფელობისა და სილაღის სიმბოლო. ლედი დის გარდაცვალება რეალური შოკი და მსოფლიო ტრაგედია იყო. საზოგადოებას თავიანთი პრინცესა არა მარტო თავისი დახვეწილი სახის ნაკვთების გამო უყვარდა, არამედ სტილის გრძნობითაც. დიანაის მთავარი უპირატესობა ქარიზმა, ქალურობა და შინაგანი სილამაზე გახლდათ.


image


ბრიჯიდ ბორდო


ნამდვილი რევოლუცია სილამაზის აღქმაში ფრანგმა ლამაზმანის დებიუტმა მოახდინა. იგი მრავალი წლის განმავლობაში უნიკალური გარეგნობის სიმბოლო, მდიდრული ტუჩებისა და ულამაზესი ფიგურის წყალობით გახდა. ბრიჯიდის იშვიათ სილამაზეს აძლევდა ღარი კბილებს შუა. და თუ დღეს ეს ბევრს არ მოსწონს, მაშინ ეს მომხიბვლელი ღიმილი სილამაზის ეტალონო იყო.


image


სოფიო ლორენი

კიდევ ერთი ლეგენდარული მსახიობი, რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი ჰყავდა სატელევიზიო ეკრანებზე, სოფია ლორენია. მისი დაბურული და ლამაზი თმა მის სახეს ხაზგასმით აღნიშნავდა და გამოარჩევდა სხვებისგან, რანმაც იგი ნამდვილი ლეგენდად აქცია.


image



მომხიბვლელ ევროპულებს შეიძლება მივაკუთვნოთ მონიკა ბელუჩი. ის არის სექს -სიმბოლო და ქალურობის ეტალონი ჩვენს დროში, რაც იმას ადასტურებს, რომ ნამდვილ სილამაზეზე დრო და მოდა არ მოქმედებს.



image

0
208
6-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0