x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
დათო ტურაშვილი სტუმრად თელავში - „ბიბლუსის“ ლიტერატურული ტურნე გრძელდება

image

25 მარტს თელავის „ბიბლუსი“ გალერეაში მკითხველს მწერალი დათო ტურაშვილი შეხვდება. ღონისძიებაზე მწერალი ისაუბრებს საკუთარ შემოქმედებაზე, უპასუხებს სტუმრების შეკითხვებს და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მწერლისგან მიიღონ ავტოგრაფი. აღსანიშნავია, რომ საღამოს განმავლობაში დათო ტურაშვილის წიგნებზე იმოქმედებს -20%-იანი ფასდაკლებაც, რაც მკითხველს მისცემს დამატებით საშუალებას კიდევ უფრო უკეთესად გაეცნონ მწერლის შემოქმედებას.

2018 წელი წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსისთვის“ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია - ქართველი მკითხველის საყვარელი კომპანია 10 წლის ხდება და ამ ფაქტთან დაკავშირებით უამრავს სიახლესა და საინტერესო პროექტს სთავაზობს ერთგულ მომხმარებელს. ლიტერატურული ტურნეც სწორედ ამ სიახლეების მნიშვნელოვანი ნაწილია. ტურნეს ფარგლებში სხვადასხვა მწერალი უკვე შეხვდა მკითხველს გორში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში და საქართველოს სხვა ქალაქებში. ტურნეს მიზანია ერთი მხრივ თანამედროვე ქართველი მწერლების პოპულარიზაცია, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონებში მცხოვრები მკითხველისთვის დამატებითი საშუალების მიცემა, რომ შეხვდნენ საყვარელ ავტორებს და მიიღონ მეტი ინფორმაცია თანამედროვე ქართული მწერლობის შესახებ.

როგორც „ბიბლუსში“ განმარტავენ, ტურნეში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ქართველ მწერალსა და გამომცემლობას. გათვალისწინებულია თავად მომხმარებლის აზრიც, თუ რომელ რეგიონში განსაკუთრებულად რომელ მწერალთან სურთ შეხვედრა. გარდა იმისა, რომ დათო ტურაშვილის წიგნები, „ბიბლუსის“ მონაცემებით, მუდმივად ხვდება ბესტსელერთა შორის, ის თელაველ მკითხველში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქართველი ავტორიცაა. მასთან შეხვედრა 25 მარტს თელავის „ბიბლუსი გალერეაში“ 16:00 საათზე დაიწყება. მისამართი: ბახტრიონისა და სააკაძის კვეთა



0
7
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0