x
image
_K_
ფოტოს სადგამის დამზადება მხოლოდ ქვისა და მავთულისგან
image

ამ ფოტოს სადგამის გაკეთებას ძალიან მარტივად და სრულიად უფასოდ შეძლებთ. შედეგად მიიღებთ ულამაზეს აქსესუარს, რომელიც დაამშვენებს თქვენს საოფისე მაგიდას.





დაგჭირდებათ:


➤ გლუვზედაპირიანი ქვები;

➤ სპილენძის მავთული;

➤ ბრტყელტუჩა;

➤ აკრილის საღებავები;

➤ ფუნჯი;

➤ Mod Podge.



image



პირველ რიგში, ქვები უნდა შეღებოთ აკრილით. გაითვალისწინეთ, რამდენიმე ფენის გადასმა დაგჭირდებათ.



image



როცა საღებავი გაშრება, შეგიძლიათ, სურვილისამებრ მიახატოთ ქვას ორნამენტები.



image




იმისთვის, რომ საღებავი არ აიქერცლოს, გადაუსვით Mod Podge ან სხვა მსგავსი სითხე.




image



მავთული რამდენჯერმე შემოახვიეთ კალამს ან მარკერს.



image



შემოახვიეთ მავთულის მეორე ბოლო ქვას რამდენჯერმე, ისე, როგორც ქვედა ფოტოზეა.



image



მარტივად მოათავსეთ ფოტოები მავთულებს შორის.


და სულ ესაა!



image


image



წარმატებებს გისურვებთ!








0
125
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0