x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დინოზავრები (ნაწილი მერვე)
image




1) ალტისპინაქსი - ბინადრობდა ევროპაში ცარცული პერიოდის ბარემიულ ხანაში, 129, 4 - 125 მილიონი წლის წინ. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია გერმანიაში, ნიდერზახსენში, ობერნკირხენის ფორმაციაზე. იყო ხორცისმჭამელი და იზრდებოდა დაახლოებით 8 მეტრის სიგრძის და 3 მეტრზე მეტი სიმაღლის.


ალტისპინაქსი. დინოზავრი



2) ალვარეზზავრი - ბინადრობდა სამხრეთ ამერიკაში ცარცული პერიოდის სანტონიურ ხანაში, 86, 3 - 83, 6 მილიონი წლის წინ. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია არგენტინაში, ბახო დე ლა კარპას ფორმაციაზე. სავარაუდოდ იყო ინსექტივორი ანუ მწერისმჭამელი და იზრდებოდა 2 მეტრის სიგრძის და 80 სანტიმეტრამდე სიმაღლის.



ალვარეზზავრი. დინოზავრი



3) ალვალკერია - ბინადრობდა აზიაში ტრიასული პერიოდის კარნიული ხანიდან ნორიულამდე, 237 - 208, 5 მილიონი წლის წინ. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია ინდოეთში, ანდრა პრადეშში, მალერის ფორმაციაზე. სავარაუდოდ იყო ყველაფრიმსჭამელი ანუ ომნივორი და იზრდებოდა 1 მეტრის სიგრძის და 30 სმ-ის სიმაღლის.


ალვალკერია. დინოზავრი



4) ალქსაზავრი - ბინადრობდა აზიაში ცარცული პერიოდის ალბიურ ხანაში, 113 - 100, 5 მილიონი წლის წინ. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია მონღოლეთში, ბაიინ-გობის ფორმაციაზე. იყო ჰერბივორი ანუ მცენარისმჭამელი და იზრდებოდა 4 მეტრის სიგრძის და 2 მეტრის სიმაღლის.


ალქსაზავრი. დინოზავრი



5) ამარგაზავრი - ბინადრობდა სამხრეთ ამერიკაში ცარცული პერიოდის ბარემიული ხანიდან აფციურამდე, 129, 4 - 113 მილიონი წლის წინ. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია არგენტინაში, ნოიქუინის პროვინციაში, ლა ამარგას ფორმაციაზე. იყო ჰერბივორი ანუ მცენარისმჭამელი. იზრდებოდა 10 მეტრის სიგრძის და 2.5 მეტრამდე სიმაღლის.


ამარგაზავრი. დინოზავრი





ავტორი: თორნიკე ფხალაძე



0
75
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0