x
image
ხატია გელბრეიტი
ბრიტანეთის ერთ-ერთი კუნძული სუიციდის კლინიკის დაკანონებას გეგმავს
image


კუნძულ გოურნზის (Gournsey) პოლიტიკოსები კანონის მისაღებად ემზადებიან, რომელიც სიკვდილის მოსურნე ავადმყოფებისთვის დახმარებას კანონიერს გახდის. ადგილობრივი პარლამენტი ამ საკამათო ინიციატივის განხილვას მაისში აპირებს . ეს კანონი იმ ბრიტანელ ავადმყოფებს, რომლებიც უკურნებელი ავადმყოფობებით იტანჯებიან და სიცოცხლის დასასრულებლად ისეთ კლინიკებს სტუმრობენ, როგორიც შვეიცარიაში არსებული Dignitas-ია, ალბათ გოურნზისკენ გადაამისამართებს.

“ეს კანონი ადამიანებს არჩევანის საშუალებას და იმის შეგრძნებას მიანიჭებს, რომ მათ საკუთარ თავზე კონტროლი ჯერ კიდევ აქვთ.იმის ნაცვლად, რომ შეშინებულები, უკონტროლოები და სხვის ანაბარა იყვნენ.სწორედ ამიტომაა ეს საკითხი ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი .’’

“ მამაჩემი 9 წლის წინ კარდიოვასკულარული დაავადებისგან გარდაიცვალა. მისი ასეთი სიკვდილი ძალიან მტკივნეული იყო.. მას რომ არჩევანის საშუალება ჰქონოდა, ასეთ დასასრულს არ ისურვებდა .’’ განაცხადა The Mirror-თან საუბარში კუნძულის მთავარმა მინისტრმა გევინ პიერმა.



კუნძულზე გაერთიანებული სამეფოს იურისდიქცია არ ვრცელდება და მას საკუთარი კანონების მიღება შეუძლია. თუმცა, ვესტმინსტერში პრივის საკრებულოს წევრებს ვეტოს დადების უფლება აქვთ.

დიდ ბრიტანეთში მოქმედი საკანონმდებლო სისტემის ფარგლებში, პიროვნებას, რომელიც სხვას სუიციდში შეუწყობს ხელს, 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სხვა შემთხვევაში, უკურნებელი სენით დაავადებულებს, რომლებსაც სიცოცხლის დასრულება საკუთარი ნებით სურთ, შვეიცარიაში უწევთ წასვლა, რაც დაახლოებით 10000 გირვანქა სტერლინგი ჯდება.

თვის დასაწყისში ლონდონის უზენაეს სასამართლოს 54 წლის მძიმედ ავადმყოფმმა მამაკაცმა მიმართა. ომიდი, რომელსაც 2010 წელს სისტემური ატროფია (MSA) დაუდგინდა და დაავადების განვითარების ბოლო სტადიებშია, ბოლო ორი წლის განმავლობაში საწოლზეა მიჯაჭვული. პოფესიით უძრავი ქონების დეველოპერი თავის ამჟამინდელ ცხოვრებას “ გაუსაძლისად’’ მიიჩნევს და სიკვდილი სურს, თუმცა სხვისი დახმარების გარეშე ეს შეუძლებელია.ომიდის ადვოკატები ექსპერტის ჩარევისთვის საჭირო უფლების მოპოვებას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.ომიდი შვეიცარიაში გამგზავრებას და იქ სიკვდილს აპირებს, როგორც კი ამისთვის საჭირო თანხას მოაგროვებს. მისი აზრით, ეს საქციელი ბრიტანეთის “უსამართლო’’ და “სასტიკი’’ კანონების წინააღმდეგ გამოხატული პროტესტი იქნება.

“ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს ასეთი რთული იქნებოდა. ვიტანჯები და ამ ტანჯვის ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ.’’

წყარო : Daily Mail

0
14
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0