x
image
გემი დალანდი
ჩავიტანოთ თუ არა შარვალი ჩექმაში?-სტილისტების პასუხი
არსებობს ქალების კატეგორია, რომელიც თვლის, რომ მაღალყელიან ჩექმაში ჩატანილი შარვალი უგემოვნობობაა, სხვა კატეგორიას უბრალოდ მოსწონს ასეთი კავალერისტის სტილი, ზოგიერთი კი უბრალოდ ასე უფრო თბილად გრძნობს თავს ზამთრის ცივ ამინდში.

სტილისტების უმრავლესობა კი აცხადებს, რომ ქალების უმრავლესობამ უბრალოდ არ იცის როგორ შეუხამოს ერთმანეთს შარვალი და მაღალყელიანი ჩექმა. რათქმაუნდა, მოდას წესები და შეზღუდვები არ უყვარს, მაგრამ არსებობს რაღაც აქსიომები, რომლებიც უბრალოდ ყოველგვარი კამათის გარეშე უნდა მიიღოთ და გაითვალისწინოთ, თუ არ გსურთ, რომ სულელურად გამოიყურებოდეთ.


შარვლისა და მაღალყელიანი ჩექმების შეხამების წესები:

1.ჩექმაში მხოლოდ ლასინები და ე.წ. სკინი-ჯინსები უნდა ჩაიტანოთ. კლასიკური შარვალი ამ მიზნისთვის არ გამოდგება, არც ბოლოში გაშვებული შარვლები.



image


2.შარვლის ჩატანა შეგიძლიათ კოვბოურ და ბაიკერის სტილის ჩექმაშიც, ფართოყელიან, მაგრამ დაბალ ჩექმაში, ან ე.წ. ჩექმა “ტრუბაშიც", მაგრამ გაითვალისწინეთ! ყველა ეს ჩექმა უქუსლო უნდა იყოს, ან მაქსიმუმ 3-4 სმ. სიმაღლის ქუსლია დასაშვები.


image


3.გაითვალისწინეთ, რომ კონტრასტული ფერები არ შეახამოთ. მაგ: შავი ჩექმა და ბეჟი ან ლურჯი შარვალი. ასე მხოლოდ სილუეტს დაიმოკლებთ და ფეხი კი ვიზუალურად გასქელდება.


image


4.მათ ვისაც მსხვილი ან მოკლე ფეხი აქვს, სტილისტები ურჩევენ ამ ტრენდზე უარი თქვან.


image


0
107
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0