x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
ლიონელ მესი მამა გახდება

imageლიონელ ანდრეს მესი 24 წლის არგენტინელი ფეხბურთელია, რომელიც თამაშობს საფეხბურთო კლუბ 'ბარსელონაში'. მიუხედავდ მესის სიმაღლისა მესის რომანი ჰქონდა მასზე გაცილებით უფროს 31 წლის მოდელთან, მსახიობთან და მომღერალთან ლუსიანა სალაზართან, მათ ერთმანეთი საერთო ნაცნობის წყალობით ბარსელონაში გაიცნეს. წყვილი დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს და ბედნიერადაც გრძნობდნენ თავს, მაგრამ ისინი მაინც დაშორდნენ.
მოდელის შემდეგ ფეხბურთელმა რომანი გააბა ანტონელა როკუზოსთან. ანტონელა 22 წლისაა და დაიბადა მესის მშობლიურ ქალაქში როსარიოში. ის მესის მეგობრის Lucas Scaglia -ს დეიდაშვილია.
"მე ვიცნობ ანტონელას, ის ჩემი საუკეთესო მეგობრის დეიდაშვილია და ჩემს მსგავსად როსარიოდანაა. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით და ვიცნობთ ერთმანეთის ოჯახებს"- განაცხადა მესიმ, სანამ სიყვარულში გამოუტყდებოდა ანტონელას.
2009 წელს როდესაც ლეო ჩავიდა არგენტინაში წვეულებისთვის. ამ დროს ანტონელა და ლიონელს უკვე რომანი ჰქონდათ, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცოდა, წყვილი ცდილობდა არ გაემჟღავნებინა მათი ურთიერთობა, მაგრამ პაპარაცებმა მაინც შეძლეს მათი ერთად დაფიქსირება როდესაც ისინი სანაპიროზე სეირნობდნენ, მეორე დღეს ჟურნალები მათი ფოტოებით აჭრელდა და მსოფლიომ გაიგო ახალი რომანის შესახებ.
ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ წყვილი დაქორწინებას აპირებდა 2010 წლის ბოლოს, მაგრამ ისინი ჯერაც არ დაქორწინებულან, თუმცალიონელ მესი მალე მამა გახდება, ამის შესახებ ჭორები პირველად აპრილის ბოლოს გავრცელდა, როდესაც ანტონელამ დაპოსტა მის ოფიციალურ თვითერზე: "მე უკვე 11 კვირაა ორსულად ვარ." მაგრამ ამის შემდეგ ამ თემაზე ბევრი აღარავის უსაუბრია. ეს, რომ ჭორი არ იყო თავად მესიმ დაადასტურა არგენტინა-ეკვადორს შორის გამართულ შეხვედრაში, სუპერვარსკვლავმა, როდესაც მესამე გოლი გაიტანა, ტრიბუნებთან მიირბინა, ბურთი ითხოვა და მაისურის ქვეშ ამოიდო რითაც დაამტკიცა რომ მისი მეგობარი გოგონა ორსულადაა. ასეთი ჟესტით ფეხბურთელები მიანიშნებენ, რომ მალე მათ ოჯახს ახალი წევრი შეემატება. მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა მესის ჰკითხეს ამ ჟესტის შესახებ, რაზეც მან უპასუხა:
"ეს გოლი ჩემთვის ძალიან მნიშნელოვან ადამიანს ეძღვნებოდა."
ანტონელამ თქვა რომ 4 თვის ორსულია და ოქტომბრის ბოლოს გააჩნდება ბიჭი რომელსაც ტიაგოს დაარქმევენ.
image

10
419
4-ს მოსწონს
ავტორი:არ დაიზარო ნახე
არ დაიზარო ნახე
419
  
2012, 19 ივლისი, 11:35
ხო, ჩაჩავაში უნდა იმშობიაროსო ეგეც გავიგე:)))))))))
2012, 11 ივლისი, 19:19
ვაიმეეე რა მაგარიააა ჩემი მესიტო მამა გახდებაააააა
2012, 27 ივნისი, 21:11
:D:D მადლობააო :D:D
2012, 27 ივნისი, 21:10
გილოცავ ლეოო დიდი ბიჭი გაგეზარდოს :D :**
2012, 27 ივნისი, 11:34
არაფერს..კი წავიკითხე
2012, 27 ივნისი, 11:30
მადლობა :D:D წაიკითხეე? თუ დაგეზარაა?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10