x
image
ხატია გელბრეიტი
რა ხდება ფეისბუქის თავს ?
image


დღევანდელი კრიზისი, შეიძლება ყველაზე მასშტაბური იყოს ფეისბუქის ისტორიაში. კომპანიის პასუხმა შექმნილ მდგომარეობაზე, სიტუაცია ვერ გააუმჯობესა.


ფეისბუქის უსაფრთხოების მთავარი ოფიცრის, ალექს სტამოსის თანამდებობიდან გათავისუფლებამ კომპანიის შიგნით შეშფოთება გამოიწვია.


აღმასრულებელი ხელმძღვანელობისადმი კითხვები სულ უფრო მაღალ დონეს აღწევს და თვით მარკ ცუკერბერგამდე მიდის. როცა პირველად გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა 2016 წლის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად ეს პლატფორმა გამოიყენა, ცუკერბერგმა ამ ყველაფერს “ საკმაოდ გიჟური მოსაზრება ‘’ უწოდა, მოგვიანებით კი საერთოდ უარყო და ვირუსულად გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ ზომების მიღება გამოაცხადა.



ამ ჯერზე, გავლენიანი მედია საშუალებების, Channel 4 News-ის, The Observer-ის და The New York Times-ის მიერ დეტალურად განხილულ ანგარიშებს ფეისბუქმა იმის მტკიცებით უპასუხა, რომ მილიონობით ადამიანის მონაცემების მესამე მხარისთვის გადაცემა წესების დარღვევას არ წარმოადგენდა.


და სწორად ამაში მდგომარეობს პრობლემაც. თუ ეს ფაქტი მონაცემების კონფიდენციალურობის წესებს არ ეწინააღმდეგება; თუკი ეს ამ საქმეში გარეული კომპანიებისთვის შეშფოთების სიგნალი არ იქნება და ის რაც მოხდა სრულიად კანონიერია, მაშინ სწორად ეს შეიძლება იყოს ფეისბუქის მომხმარებლების შეშფოთების მიზეზი.ადამიანების, რომელთა რიცხვმაც ორ მილიარდს მიაღწია.


ფეისბუქი საოცრად მდიდარი გახდა იმით, რომ მასებზე ზეგავლენის მოხდენის ხელსაწყოდ ჩამოყალიბდა. მომხმარებლების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვთ, რამდენი რამ იციან სოციალურმა მედია კომპანიებმა მათზე. ბიზნეს მოდელი, რომელმაც ფეისბუქი წარმოუდგენლად მდიდრად აქცია, დაფუძნებულია მონაცემების ხარისხზე. კომპანია ინფორმაციულ ბაზას რეკლამის დამკვეთებზე მომხმარებლების ყურადღების მისაყიდად იყენებს. რეკლამის შემქმნელები ჩვენს ქცევაზე გავლენის მოსახდენად სმარტ შეტყობინებებს იყენებენ და ცდილობენ მათი პროდუქტები გვაყიდინონ .


ჰიუგო რიფკინდმა The Times-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რაც ყველაზე დიდ და ძლიერ სოციალურ მედია პლატფორმას, ფეისბუქს, მოუვიდა არის გადასვლა პროდუქტების გაყიდვიდან პოლიტიკის გაყიდვაზეც .პოლიტიკურ სუბიექტებს, რა პარტიულ კუთვნილებასაც არ უნდა წარმოადგენდნენ ისინი, სურთ სმარტ შეტყობინებების გამოყენება ადამიანების ქცევაზე გავლენის მოსახდენად, რათა მათგან ან სასურველი კანდიდატისთვის ხმები მიიღონ, ან საერთო აზრს შეურყიონ საფუძველი და ან სულაც სიმართლე საეჭვოდ აქციონ.



ამ დროისთვის რამდენიმე სახის გამოძიება მიმდინარეობს, როგორც ამერიკაში ასევე დიდ ბრიტანეთში . მარკ ცუკერბერგს შესაძლოა DCMS-ის(გაერთიანებული სამეფოს კულტურის, მედიის, სპორტის და ციფრული საკითხების დეპარტამენტი) შერჩევის კომიტეტის სხდომამდე გამოჩენა არ სურს, მაგრამ მას მალე საჯარო განცხადების გაკეთება მაინც მოუწევს.


არ უნდა დავივიწყოთ, რომ ფეისბუქის წარმომადგენლები საკუთარ კომპანიაზე საუბრისას გამუდმებით ახსენებენ, რომ ისინი ასრულებენ მისიას- გახადონ მსოფლიო უფრო ღია და დაკავშირებული. ამ განცხადებასთან წინააღმდეგობაში მოდის ცუკერბერგი, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო თავს არიდებს მის მიმართ დასმულ შეკითხვებზე პასუხს .


პარალელურად ფეისბუქის ლიბერალ თანამშრომლებს შორის დაძაბულობა იჩენს თავს - მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მთლიანობაში პოლიტიკურად ნეიტრალურია - და ამას ის ფაქტი უწყობს ხელს, რომ ბრიტანულ კომპანიას ტრამპის დასახმარებლად სოციალური პლატფორმის გამოყენება ბრალდება. ამავდროულად, უცნობია რუსული მხარის მიერ ამ პლატფორმაზე ზეგავლენის დეტალებიც.


წყარო :BBC

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0