x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
21 მარტი-მსოფლიო პოეზიის საერთაშორისო დღეა+10 ლექსი მსოფლიო პოეზიიდან
image

დღეს, 21 მარტს მთელი მსოფლიო პოეზიის დღეს აღნიშნავს.ყოველწლიური დღესასწაული იუნესკომ 1999 წლიდან დააწესა.იუნესკოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია:მიეცით ახალი იმპულსი და ახალი აღიარება ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო პოეტურ მოძრაობებს.პოეზიას შეუძლია თანამედროვე ადამიანის ნუგეში და მას საზოგადოების მხრიდან ყურადღება სჭირდება.

****


მე თქვენ მიყვარდით... სიყვარული ჯერ კიდევ იქნებ

მთლად არ გამქრალა და ჩემშია, ძვირფასო, ისევ,

მაგრამ ამაზე ნუ იდარდებთ, თქვენს ნათელ ფიქრებს

მე ხელმეორედ მღელვარების არ მივცემ მიზეზს...

მე თქვენ მიყვარდით უნუგეშოდ, ფარულად, უხმოდ

ხან უძლურებით და ხან ეჭვით ვიყავი სავსე,

მე თქვენ მიყვარდით ისე წრფელად და ისე უღვრთოდ,

რომ ღმერთს ვთხოვ: - ღმერთო, ნეტა სხვასაც უყვარდეთ ასე!


ალექსანდრე პუშკინი




****

ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმიდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

უილიამ შექსპირი 66 სონეტი

****

ჩემი საშველი საით დარჩა და
მე უსაშველოდ სადა ვარ ნეტავ?!
რომელი გზიდან საით მოველ და
მავალი რომელ გზადა ვარ ნეტავ?!
დავთმე დერვიშის ძონძი სამოსი
და ლოცვა დღისა და საღამოსი,
მაგრამ ვერც სარდაფს, ვერ ღვინოს ვხედავ...
თავად მეც აღარსადა ვარ ნეტავ?!
განა მოკვდავი მისთვის იშობა,
სასჯელად ექცეს ღვთისმოშიშობა?!
ქადაგს ვუსმინო თუ რუბაბის ხმას?!
სიტყვად შემქმნეს თუ ხმადა ვარ ნეტავ?!
ის, რაც ანათებს მეგობრის სახეს,
მტრებმა ვერსად და ვერასდროს ნახეს...
ვით ჩამქრალ სანთელს, სიბნელე მელის
თუ მზის ძიებით ცად ავალ ნეტავ?!
ჩემი ყოველი ზნე და იერი
შენ დაიმონე, ვით მიწიერი...
საით წავიდე?! _ ის მაინც ბრძანე,
აქ თავად ვარ თუ სხვადა ვარ ნეტავ?!
ღაწვთა ტრფობაში გადაკარგულო,
ფრთხილად! _ შენს გზა-კვალს არ უერთგულო...
საით მიდიხარ?! სად ჩქარობ, გულო?!
აღსასრულისთვის მზადა ვარ ნეტავ?!
წავიდა სატრფო და იქცა ხსოვნად,
ამ წუთისოფლის ლამაზ სახსოვრად,
რომელ ზღვარს გასცდა ის ლამაზმანი?!
მე იმ ზღვარს სადმე გადავალ ნეტავ?!
ძილს და სიმშვიდეს მიიჩნევს არად,
ვინც ქვეყნად ცხოვრობს ჰ ა ფ ე ზ ი ს დარად....
რომელ ძილსა და სიმშვიდეს ითხოვთ?! _
ცოცხალი რომ ვარ, რადა ვარ ნეტავ?!

ჰაფეზი

****
იქნება წვიმა მოალერსე და მიწის სუნი,
მერცხალთა ქროლვა და მათივე ჟივჟივის ზუნი.

კვლავ გაისმება ბაყაყების სიმღერა ღამით
და აყვავებულ ალუბლების მთრთოლვარე ჩქამი.


ფუმფულა ცეცხლით კვლავ იფრენენ გულწითელები,
სტვენას მორთავენ დაუცხრომლად, _ უწინდელივით.

მაგრამ არავინ მოიგონებს არარა ნდომით
უკანასკნელად როდის იყო ან რაა ომი.

არც ხე, არც ჩიტი არ იტირებს იმ განკითხვის ხანს,
როს კაცთა მოდგმა აღიგავა მიწის პირისგან.

და გაზაფხული, შემართული მწვანე კარავად
ვერც კი შეამჩნევს, რომ ამ ქვეყნად ჩვენ აღარა ვართ..

სარა ტისდეილი




****


მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ. .
მიყვარხარ ძლიერ....ძლიერ..
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი შენი შავი თმის ბუჩქი
ეგ თეთრი შუბლის სერი
თვალები გიშრისფერი
ლოყები ვარდისფერი,
შენი თითები მიყვარს
ორი პატარა თითი
ო, იცი როგორ მიყვარს, ოდნავ შეხებაც მათი,
ო, იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით?
შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი
მე დარდიც მიყვარს შენი
შენი ღიმილიც ფართო
მე ცრემლიც მიყვარს შენი
შნი კისკისიც მართობს
მე შუქი მიყვარს შენი რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი
მზის დაბნელების მსგავსი....
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ
მწვავს შენი ტრფობის ალი
მიყვარხარ....ძლიერ ...ძლიერ
მთელი გრძნობით და ძალით.
მთელი სამყარო ვრცელი
შენით არსებობს ჩემთვის
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის
გიქრში ჩემთან ხარ დღისით
გულის ძგერის ხმა მესმის
შენი ხმა არის ისიც,
შენთვის მივწვდები მწვერვალს,
დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ
შენს დარდს ვატარებ დარდად
მე სხვა სურვვული არ მაქვს შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი მე მემეჩვენება მცირედ
რადგან შენ გსურდა იგი
რადგან შენ შემოგწირე
შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი
ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ....ძლიერ ... ძლიერ
მიყვარხარ ცხადად, მალვით
როგორც არასდროს არვინ არ ყვარებია არვის.
ეს სიკვდილს უდრის თითქმის
ეს შეუძლოა თითქმის
შენ ერთს გეკუთვნის ყველა< რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ,
სატრფოვ, შვილო და დედავ
ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად ერთად
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზე კარგი.
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ
ვარ შენი ტრფობით შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუთვნის მარტო
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ
ნაყოფი მისი არი
ვინც ნორჩი ნერგი დარგო
ეს სუყვარული დიდი
შენ შემასწავლე კარგო.!

შანდორ პეტეფი






****

ლურჯ საღამოთი, ზაფხულობით წავალ ფარულად,

სადაც ყანაა და ბალახით ავსილი ველი;

ფეხებთან ვიგრძნობ, რომ ბალახი მთლად დაცვარულა

და შევცურდები ქარში ზვავი და თავშიშველი.


ხმას არ გავიღებ... არ ვიფიქრებ... მაგრამ ძლიერი

ვნებით მევსება სიყვარულის უბე და კალთა;

და მივალ, როგორც დამშეული ბოჰემიელი,

და ბედნიერი ბუნაბასთან: ისე ვით ქალთან


არტურ რემბო





****

იყო ღამე მთვარიანი, იყო ღამე ლურჯი…
სიყმაწვილეც იყო ჩემი – ლამაზი და ურჩი.

გული გაიყინა,
მზერა დაიბინდა…
ჩემი სიყმაწვილე სადღაც გაირინდა,
ლურჯი სიხარული ზეცას გამიფრინდა…

სერგეი ესენინი

****

წვიმად ჩამოდის მარტოობა. წვიმაა იგი.

ზღვიდან მოიწევს, ეგებება საღამოს ბინდებს,

უკაცრიელი ველებიდან ზეცისკენ მიდის

(სავსეა დიდი მარტოობით ზეცა ყოველთვის)

და მოიღვრება, ქალაქს ასე ციდან მოელტვის.


როცა დილისკენ მიიქცევა ქუჩაბანდები,

წყვილთა საათებს იგი წვიმად დაედინება

და სხეულები, ერთმანეთი რომ ვერ გაათბეს,

კვლავ იყრებიან, მიაქვთ სევდა და გაწბილება...

და როცა ორს სძულს ერთმანეთი ჩუმად, მძვინვარედ

და მაინც ღამით ერთ სარეცელს ინაწილებენ,

მაშინ დიდდება მარტოობა უკვე მდინარედ..

რაინერ მარია რილკე




****

ვით მომსკდარი ნიაღვარი, ვით ხორშაკი ველთა,
გაფრენილან დღენი ჩვენნი, მოფრენილა ელდა;
სანამ პირში სული მიდგას, ორს არ
ვნაღვლობ მარტო:
რაც წასულა, _ იმ დღეებს და _
დღეთ ჯერ მოუსვლელთა!

ომარ ხაიამი




**** ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,

თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.

შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!

ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!

შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,

ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?!

სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?!

იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,

მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:

თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,

მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღიალა?!

ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,

თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.



ლადო ასათიანი






1
139
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
139
  
2018, 22 მარტი, 6:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1