x
image
natia.a
იცით, სინამდვილეში რა არის საკმეველი და რა სამკურნალო თვისება აქვს? - უძველესი საიდუმლო
image


საკმეველი ფართოდ გამოიყენება ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში. თუმცა იგი თითქმის ყველა უძველესი ერის - როგორც ებრაელების, ასევე კერპთაყვანისმცემლების მიერ გამოიყენებოდა. საკმევლის კმევა წარმოადგენდა ღვთის, როგორც უზენაესი არსების აღიარებასა და იმავდროულად, მისდამი მორჩილებისა და ერთგულების სიმბოლოს.


საკმევლის სულიერი სიმბოლიზმები ქრისტიანულ რელიგიაში შემდეგია:

- საკმეველი მიემსგავსება ლოცვას, რომელიც ღვთის საყდრამდე აღწევს.


- საკმეველი, ასევე, სულთმოფენობის “ცეცხლოვან ენებს” განასახიერებს, როდესაც უფალმა მოწაფეებს სულიწმინდა გარდამოუვლინა.

- საკმევლის წვა ნიშნავს ღვთისადმი დიდებისმეტყველებასა და პატიების თხოვნას.


image


ის ფაქტი, რომ საკმეველის არომატი კურნავს სულიერ ტკივილს, ანიჭებს ადამიანს სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნებას, ბევრისთვის არის ცნობილი. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ამას გარდა იგი ხელს უშლის მიკრობების გამრავლებას ჰაერში, წყალსა, და, რაც მთავარია, ორგანიზმში! მაინც რა არის ამ სასწაულმოქმედი ნივთიერების საიდუმლო?

ბიბლიაში ნათქვამია, რომ საკმეველის დამზადების რეცეპტი თავად უფალმა უკარნახა მოსეს: "უთხრა უფალმა მოსეს: აიღე სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა, თანაბრად. დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა."


image


სუფთა ლებონა - სწორედ ეს არის გუნდუკი, ფისი ძალიან იშვიათი ხის, Boswellia-სი, რომელიც არაბეთში იზრდება. შტახსი მურის ხის სურნელოვანი ნივთიერებაა.
სურნელოვანი ხელბანა - ქოლგისებრთა ოჯახის მცენარის რძისებრი წვენის შედედებული გრანულებია, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტური და შარდმდენი თვისებები. ონიქსი - წითელ ზღვაში ბინადარი, განსაკუთრებული ტიპის მოლუსკის ნიჟარის სარქველია, რომელიც დაფქვილ მდგომარეობაში უძველესი დოიდან გამოიყენებოდა მედიცინაში.



image


აღნიშნული კომპონენტების ერთად შეზვების შემდეგ, მეცნიერები შეეცადნენ დაედგინათ, ჭეშმარიტი ბიბლიური საკმეველის სამკურალო თვისებები. შედეგმა ყველა გააოცა: საკმეველი აღმოჩნდა უძლიერესი იმუნოსტიმულატორი!



image


აქედან გამომდინარე, როცა ღვთისმსახურები ავადმყოფ ადამიანებს საკმეველს უკმევდნენ, კვამლი, რომელიც რელიგიის მიხედვით, წმინდა ძალებს განასახიერებს, ოთახს ავსებდა. მედიცინის ენაზე კი - ვირუსებსა და მავნე ბაქტერიებს კლავდა.


image


უმცირესი ნაწილაკები ფილტვებიდან ორგანიზმში შეღწევისას, ახდენს წარმოუდგენელ გამაჯანსაღებელ ეფექტს! საკმეველის კვამლი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ამარცხებს სტრესს, ნევროზს, პანიკურ შეტევებსა და უძილობას.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. სააღდგომო ჯეჯილის ახალი, ყველაზე ორიგინალური გაფორმება (+ინსტრუქცია)image


2. რა არის მარხვა? - მამა გაბრიელის პასუხიimage

3. სტუდენტი, რომელმაც გამოცდაზე სამოთხის არსებობა დაამტკიცა - ჰიტად ქცეული პასუხიimage


4. რა არის ნაკურთხი წყალი და რატომ აქვს მას ჩვეულებრივისგან განსხვავებული თვისებები?image


5. რა გავლენას ახდენს ლოცვა ადამიანის სისხლზე?image


6. ადამიანები, რომელთა ნათლიებად არჩევა არ შეიძლება - ეს ბევრმა არ იცის!image


7. რატომ არ ავადდებიან ათონელი ბერები კიბოთი - აღმოჩენა, რომელმაც მსოფლიო გააოცა!image

0
1508
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1508
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0