x
image
რუსო ჩარექიშვილი
"სიზმრები რეალობის ანარეკლია, რეალობა-სიზმრების ანარეკლი"- ზიგმუნდ ფროიდი. ყველაფერი სიზმრების შესახებ
სიზმარი ამოუხსნელი ფენომენია. ადამიანს ყველა დროში აინტერესებდა, თუ რა იყო იგი, საიდან მოდიოდა ადამიანის გონებაში. მიუხედავად უამრავი დაკვირვების, მოსაზრებისა, თუ ცდებისა სიზმარი მაინც ამოუხსნელ ფენომენად რჩება.


image


ზოგიერთის აზრით, ნანახ სიზმარს კარგად თუ დავაკვირდებით, შევძლებთ მის გაშიფრვას. ამბობენ, რომ ადამიანის ქვეცნობიერმა ყველაფერი წინასწარ იცის. ხშირად ეს ყველაფერი ჩვენამდე სწორედ, რომ სიზმრის სახით მოდის.


image



საინტერესოა ძველი ებრაელების შეხედულება სიზმრებთან დაკავშირებით. ძველ ებრაელებს სწამდათ, რომ სიზმრებს ღმერთი უგზავნიდა, რათა ისინი ჭეშმარიტების გზაზე დაეყენებინა.


image


ზოგიერთის აზრით სიზმარში სერიოზული არაფერია, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გონება აღიქვამს იმას, რაც ხდება მთელი დღის განმავლობაში და სხვა არაფერი.

ზოგიერთი მოაზროვნის შეხედულებით, სიზმარი მომდინარეობს ფსიქიკური აგზნებისგან, აგრეთვე- იმ სულიერი ძალებისგან, რომლებიც მთელი დღის განმავლობა ვერ პოულობენ გამოხატულებას.

ექიმთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ სიზმარს არავითარი ახსნა არ მოეპოვება, რადგან იგი ფიზიოლოგიური პროცესია, რომელსაც თავის ტვინის განსაზღვრული უჯრედებისა და სხვა ორგანოების გაღიზიანება-აგზნება განაპირობებს.


image


საინტერესოა რას ფიქრობს ზიგმუნდ ფროიდი სიზმრებზე?


image

მას მიაჩნია, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი, ამიტომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებები. კერძოდ, სიზმრებში ვლინდება ფსიქიკის ნევროზული დარღვევები, სიზმრის შინაარსი კი შეესაბამება ადამიანის გაუცნობიერებელ სურვილებს.


image


0
470
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
470
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0