x
image
ხატია გელბრეიტი
კათოლიკე მღვდელმა პაპის სიკვდილი საჯაროდ ისურვა
image

პოლონელი კათოლიკე მღვდელი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, მას შემდეგ რაც რომის პაპ ფრანსისს ეკლესიისთვის “ უცხო სხეული’’ უწოდა. სტანიეკის თქმით, ჯობია პაპი მალე გარდაიცვალოს, თუკი ის თავის წარმოდგენებს ლტოლვილებზე და არაქრისტიანულ რელიგიებზე არ შეიცვლის.

“ ვლოცულობ, რომ პაპი უფრო ბრძნულად მოიქცეს და სულიწმინდას გული გაუღოს. წინააღმდეგ შემთხევევაში, იმისთვის ვილოცებ, რომ მამის სახლს ზეცაში მალე ესტუმროს.’’ასე ჟღერს გასულ თვეში მამა ედვარდ სტანიეკის მიერ ჩატარებული ქადაგება ინგლისური თარგმანის მიხედვით.

სტანიეკის თქმით, მას “ყოველთვის შეუძლია უფალს პაპის ბედნიერად მიცვალება სთხოვოს, რადგან ბედნიერი სიკვდილი დიდი წყალობაა.’’


ქადაგებისას სტანიეკმა ყურადღება გაამახვილა ასევე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პაპის ლობერალური შეხედულებები ემიგრაციაზე, განქორწინებასა და ისლამზე.

მისი აზრით“ მუსლიმანებთან დიალოგის არანაირი შანსი არ არსებობს.’’

“ისინი ქრისტიანული მრწამსის და ეკლესიის მტრები არიან. მათ რელიგიურ ომებში მილიონობით ადამიანი დახოცეს.. ჩვენ შეგვიძლია შევინდოთ ის მუსლიმანები, რომლებიც შიმშილისგან ან წყურვილისგან სიკვდილის პირას არიან, მაგრამ ეპარქიის კარი მხოლოდ იესოს მიმდევრებისთვის იქნება ღია.’’

სტანიეკის სიტყვები მკაცრად გააკრიტიკა კრაკოვის არქიმანდრიტმა, მარეკ ჯედრაშევსკიმ, რომლის თქმით “ედვარდის სიტყვები დიდი ტკივილითა და წუხილით მოისმინა და ეს ქადაგება მასთან მოგვიანებით პირადად განიხილა.’’


0
52
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0