x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ნაყინი მხოლოდ 2 ინგრედიენტით (2 რეცეპტი)

ნაყინის ისტორია 5 000 წელზე მეტს ითვლის. ეს უძველესი გემრიელობა, თავდაპირველად გაყინული ხილის წვენის და გამაგრილებელი სასმელების სახით გაჩნდა. მხოლოდ ნაპოლეონ ბონაპარტის ეპოქაში, მაღალი საზოგადოების წრეებში, გახდა პოპულარული ჩვენთვის ცნობილი რძიანი ნაყინის სხვადასხვა სახეობები. დღეს, რა თქმა უნდა, ამ გემრიელი დესერტის ბევრად მეტი სახეობაა, ვიდრე ნაპოლეონის დროს იყო და როგორც ამბობენ, ყველა მოსახვევში ნაყინი იყიდება. მაგრამ, სახლში მომზადებული, მაინც, სულ სხვაა...

აქ ყველასთვის საყვარელი და ყველაზე პოპულარული ნაყინის – პლომბირის, 2 უმარტივეს რეცეპტს გთავაზობთ. თან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ორივე რეცეპტის მიხედვით, მისი მომზადება მხოლოდ 2 ინგრედიენტით (თუ ვანილს არ ჩავთვლით) შეიძლება.


image



ვანილიანი პლომბირი


ინგრედიენტები:


ნაღები (35 %) - 500 მლ.

ვანილი - ნახევარი ჩ. კ.


შაქრის პუდრა - 100 გრ.


მომზადება:


I. მაღაზიიდან მოტანის შემდეგ, ნაღები მაცივარში შეინახეთ რამდენიმე საათით.

II. ნაღები თასში ჩაასხით > შეურიეთ შაქრის პუდრა და ვანილი > ათქვიფეთ მიქსერით. თქვიფეთ არანაკლებ 5 წუთი, იქამდე, ვიდრე კარგად არ აქაფდება.

III. გადაიტანეთ მასა ფორმაში > გადააკარით სამზარეულოს აპლი > შეინახეთ საყინულეში 12 საათი!

IV. მაცივრიდან გამოღების შემდეგ, 10 წთ. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, რომ ცოტა გადნეს.



კრემ – პლპმბირი

imageინგრედიენტები:


ნაღები (33-35%) – 400 მლ.

შესქელებული რძე – 300 მლ.


მომზადებ:


I. გაციებული ნაღები ათქვიფეთ თასში, ისე რომ კარგად აქაფდეს > თქვეფა არ შეაჩეროთ, ისე დაამატეთ შესქელებული რძე.

II. მასა ჩაასხით ფორმაში > ზემოდან გადააკარით სამზარეულოს აპკი.

III. ფორმა მოათავსეთ საყინულეში 12 საათით.

IV. მაცივრიდან გამოღების შემდეგ, 10 წთ. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, რომ ცოტა გადნეს.

image


როგორც ხედავთ, ნაყინის სახლში მომზადება, რთული არ არის. დანარჩენი კი უკვე თქვენს ფანტაზიაზე და გემოვნებაზე არის დამოკიდებული. ნაყინი შეგიძლიათ თქვენთვის საყვარელი გარნირით გააფორმოთ.image

image

0
100
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0