x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს აპრილში-ტაროს კარტების პროგნოზი
მალე აპრილი დადგება. იმისთვის, რომ გავიგოთ თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ავსტრალიელი ასტროლოგი ანჯელა პერლი რჩევებს ტაროს კარტის დახმარებით გვთავაზობს.

image

1. ვერძი

ვერძებისთვის აპრილი მშვიდი და ბედნიერი იქნება. სასიამოვნო სიურპრიზები გელით. პირად ცხოვრებაში გლობალური ცვლილებებია უკეთესობისკენ.


თვის განმავლობაში ვერძი სხვადასხვა სახის წინადადებებს მიიღებს, რომელზეც უმჯობესია დათანხმდეს. ფინანსურად -აპრილი არც თუ ისე წარმატებული იქნება, მაგრამ ამის მიუხედავად აქტიურ ვერძს რომანტიული პაემნები და დასასვენებლად მგზავრობაც ელის.


2.კურო

თვის დასაწყისში ფინანსური აღმასვლა გელით. ეს კარგი პერიოდია ახალი შენაძენებისთვის და მსხვილი საყიდლებისთის. ამ პერიოდში შეძენილი ნივთები დიდხანს მოგემსახურებიან და სიამოვნებას მოგანიჭებენ.

ასევე შესაძლოა კარიერული აღმასვლა და არც ჯანმრთელობის მხრივ გექნებათ პრობლემები.


3.ტყუპები

მთელი აპრილის განმავლობაში ტყუპები ძალ-ღონით იქნებიან სავსენი. ნებისმიერ საქმეს თავს გაართმევენ და ნეგატიურ სიტუაციებსაც ადვილად მოაგვარებენ. ამ შემართების შესანარჩუნებლად კი ტყუპებმა თავს უნდა მოუარონ.ეს შეიძლება იყოს სპა-სალონში ვიზიტი ან გეგმიური სამედიცინო გამოკვლევა.

იმისთვის, რომ ეს თვე უფრო წარმატებული იყოს, ტყუპებმა საკუთარი თავის სიყვარული და პოზიტიურად აზროვნება უნდა ისწავლონ.


4.კიბო

აპრილში კიბოს სასიამოვნო შეხვედრა და მატერიალური კეთილდღეობა ელის.ისინი შეძლებენ თავისი კაპრიზების განხორციელებას: სასიამოვნო მოგზაურობა, გემრიელი საჭმელი თუ ფინანსური ხელგაშლილობა.

მაგრამ მოდუნება არ ღირს.წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გელით, სამსახურში თუ პირად ბიზნესში. სრულიად შესაძლებელია, რომ თავისუფალი კიბოები ამ პერიოდში თავის მომავალ ნახევრებს შეხვდებიან. დაოჯახებულებს კი კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდებათ პარტნიორებთან.


5.ლომი

ამ თვეში ლომებს ცვლილებები ელით.თანაც კარდინალური და ელვისებური. ეს შეიძლება იყოს საცხოვრებლის შეცვლა, ახალი სამსახური ან სულაც ქორწილი ან დაშორება.

იმისთვის, რომ მთელი თვე წარმატებული იყოს-არავითარ შემთხვევაში არ შეიცოდოთ საკუთარი თავი. ყველაფერი თქვენს ხელთაა. განეწყეთ პოზიტიურად და თამამად წადით მიზნისკენ.


6.ქალწული

აპრილში ქალწულებმა ყველა ეჭვი უნდა უკუაგდონ და უფრო თავდაჯერებულნი უნდა გახდნენ, მაშინ სიყვარულიც და წარმატებაც არ დააყოვნებს. ეს თვე კარგია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, რადგან საქმე წარმატებით დაგვირგვინდება. ნუ მოუსმენთ სხვებს, ენდეთ თქვენს ინტუიციას.


7.სასწორი

ეს-ბრძოლის და შფოთვის თვეა.ცხვირს ნუ ჩამოუშვებთ, მაშინაც კი, თუ მოგეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო აგიმხედრდათ-გამოსავალი ყოველთვის არსებობს და მას აპრილში იპოვით.

პირად ცხოვრებაში-გამოიღვიძეთ და ინიციატივა გამოიჩინეთ. ფინანსურ საკითხებში კი ამ მერყევ ნიშანს წარმატება ელის.შეგიძლიათ თავი არაფერში შეიზღუდოთ, ფული ნამდვილად გეყოფათ. ასევე, მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები საჩუქრების სახით.


8.მორიელი

ძალიან კარგი პერიოდია პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად.ახალი ნაცნობობა, სასიამოვნო შეხვედრები, რომანტიკა, გულის და ხელის შეთავაზება-აი რა ელის თავისუფალ მორიელს დაოჯახებული მორიელი კი ჰარმონიას მიაღწევს ურთიერთობაში და შესაძლოა რომანტიული მოგზაურობაც გამოუვიდეს.

თუმცა, მოერიდეთ გარშემომყოფთაგან კონტროლს და არ დაუშვათ, რომ გრძნობებმა გმართონ.


9.მშვილდოსანი

მშვილდოსანს აპრილში მგზავრობა ელის.მივლინებები, მოგზაურობა, სწავლა და ახალი კულტურის გაცნობა. ფინანსები შორიდან მოვა და ყველაფერზე გეყოფათ.

აპრილის შუა რიცხვებისთვის მოსალოდნელია შეხვედრები, რომლებიც ცხოვრებას შეცვლიან. შესაძლოა ამ თვეში ორსულობა დადგეს.


10.თხის რქა

აპრილში თხის რქა ცხოვრებას და სახლს გააუმჯობესებს. ამ პერიოდიდან მოყოლებული, დიდი ხნის განმავლობაში, თხის რქა საცხოვრებლის აშენებით ან უძრავი ქონებით იქნება დაკავებული. შესაძლოა კარიერული მარცხიც. ამ თვეში შესაძლოა მშობლებზე ზრუნვამაც მოგიწიოთ.


11.მერწყული

მერწყულისთვის აპრილში ყველაფერი გაირკვევა და დასტაბილურდება, თანაც ყვველა სფეროში.

სიმშვიდე და ჰარმონია-ამ ორი სიტყვით შეიძლება აღვწეროთ მერწყულის მდგომარეობა.აპრილის პირველ დეკადაში მერწყული უამრავ ახალ პერსპექტივას აღმოაჩენს განვითარებისთვის და თუ ყველა შანსს გამოიყენებს, უფრო მაღალ მწვერვალებზე ავა.


12.თევზები

აპრილში თევზები ინტუიციას უნდა ენდონ და სერიოზული საკითხების გადაწყვეტაშიც ინტუიციით უნდა იხელმძღვანელონ. თუ სხვებს დაეკითხებით რჩევას, აწონ-დაწონვას დაიწყებთ და ისე გააკეთებთ როგორც სწორი გგონიათ და არა ისე, როგორც გინდათ-ასეთი გადაწყვეტილება მცდარი აღმოჩნდება.

თევზებმა შინაგან ხმას უნდა მოუსმინონ და მაშინ ყველა პრობლემას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გადაჭრიან.


0
5179
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
5179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0